განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124009458202
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1283აპ-24 ქ. თბილისი
ა. ნ, 1283აპ-24 18 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განაჩენით ნ. ა., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 24-28 თებერვლისეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 1-3 მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 6 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 5-8 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 24-28 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 1-3 მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 8-10 მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 13 აპრილი – 6 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 24-28 თებერვლის ეპიზოდი) შეფადებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და, საბოლოოდ, ნ. ა. მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ა. ჩაიდინა: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ხუთი ეპიზოდი); გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. ნ. ა. ფიქრობს, ვინაიდან არის მამაკაცი, ქალი, კერძოდ, ლ. გ. არის მისი საკუთრება, რომელიც უნდა დაემორჩილოს, შეასრულოს მისი სურვილები, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, უკონტროლებს გადაადგილებას და მისი ნებართვის გარეშე არ აქვს არსად წასვლის უფლება, მიაჩნია, რომ „წესიერი“ ქალი არ უნდა მუშაობდეს. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 1-დან 3 მარტის პერიოდში, .... არსებული კლინიკა „....“ მიმდებარედ, ნ. ა., ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. გ-ს, კერძოდ: ხელზე მოუჭირა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. ნ. ა. ფიქრობს, ვინაიდან არის მამაკაცი, ქალი, კერძოდ, ლ. გ. არის მისი საკუთრება, რომელიც უნდა დაემორჩილოს, შეასრულოს მისი სურვილები, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, უკონტროლებს გადაადგილებას და მისი ნებართვის გარეშე არ აქვს არსად წასვლის უფლება, მიაჩნია, რომ „წესიერი“ ქალი არ უნდა მუშაობდეს. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 1-დან 3 მარტის პერიოდში, ... არსებული კლინიკა „...“ მიმდებარედ, ნ. ა. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. გ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ „არ აცოცხლებდა და მოკლავდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. ნ. ა. ფიქრობს, ვინაიდან არის მამაკაცი, ქალი, კერძოდ, ლ. გ. არის მისი საკუთრება, რომელიც უნდა დაემორჩილოს, შეასრულოს მისი სურვილები, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, უკონტროლებს გადაადგილებას და მისი ნებართვის გარეშე არ აქვს არსად წასვლის უფლება, მიაჩნია, რომ „წესიერი“ ქალი არ უნდა მუშაობდეს. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 8-დან 10 მარტის პერიოდში, თ... კორპუსიის მიმდებარედ, ნ. ა. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. გ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ „ყელს გამოსჭრიდა და მოკლავდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. ნ. ა. ფიქრობს, ვინაიდან არის მამაკაცი, ქალი, კერძოდ, ლ. გ. არის მისი საკუთრება, რომელიც უნდა დაემორჩილოს, შეასრულოს მისი სურვილები, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, უკონტროლებს გადაადგილებას და მისი ნებართვის გარეშე არ აქვს არსად წასვლის უფლება, მიაჩნია, რომ „წესიერი“ ქალი არ უნდა მუშაობდეს. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 5-დან 8 თებერვლის პერიოდში, ..., ნ. ა. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. გ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ „ყელს გამოსჭრიდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.5. ნ. ა.ფიქრობს, ვინაიდან არის მამაკაცი, ქალი, კერძოდ, ლ. გ. არის მისი საკუთრება, რომელიც უნდა დაემორჩილოს, შეასრულოს მისი სურვილები, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, უკონტროლებს გადაადგილებას და მისი ნებართვის გარეშე არ აქვს არსად წასვლის უფლება, მიაჩნია, რომ „წესიერი“ ქალი არ უნდა მუშაობდეს. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 24-დან 28 თებერვლის პერიოდში, ღამის საათებში, ... კორპუსის მიმდებარედ, ნ. ა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. გ-ს, კერძოდ, თითი და ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.6. ნ. ა. ფიქრობს, ვინაიდან არის მამაკაცი, ქალი, კერძოდ, ლ. გ. არის მისი საკუთრება, რომელიც უნდა დაემორჩილოს, შეასრულოს მისი სურვილები, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, უკონტროლებს გადაადგილებას და მისი ნებართვის გარეშე არ აქვს არსად წასვლის უფლება, მიაჩნია, რომ „წესიერი“ ქალი არ უნდა მუშაობდეს. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 24-დან 28 თებერვლის პერიოდში, ღამის საათებში, ... კორპუსის მიმდებარედ, ნ. ა. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. გ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ „ყელს გამოსჭრიდა, არ აცოცხლებდა და მოკლავდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.7. ნ. ა. ფიქრობს, ვინაიდან არის მამაკაცი, ქალი, კერძოდ, ლ. გ. არის მისი საკუთრება, რომელიც უნდა დაემორჩილოს, შეასრულოს მისი სურვილები, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, უკონტროლებს გადაადგილებას და მისი ნებართვის გარეშე არ აქვს არსად წასვლის უფლება, მიაჩნია, რომ „წესიერი“ ქალი არ უნდა მუშაობდეს. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 6 მაისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ... კორპუსის მიმდებარედ, ნ. ა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. გ-ს, კერძოდ, ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი და ორჯერ გაარტყა სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.8. ნ. ა. ფიქრობს, ვინაიდან არის მამაკაცი, ქალი, კერძოდ, ლ. გ არის მისი საკუთრება, რომელიც უნდა დაემორჩილოს, შეასრულოს მისი სურვილები, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, უკონტროლებს გადაადგილებას და მისი ნებართვის გარეშე არ აქვს არსად წასვლის უფლება, მიაჩნია, რომ „წესიერი“ ქალი არ უნდა მუშაობდეს. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 13 აპრილს, ... კორპუსის მიმდებარედ, ნ. ა. ლ. გ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „ყელს გამოსჭრიდა“. ასევე – 2024 წლის 6 მაისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ... კორპუსის მიმდებარედ, ნ. ა. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. გ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ „ყელს გამოსჭრიდა“, რაც დაზარალებულმა, ორივე ჯერზე, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიამ გიგაურმა – რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით და ნ. ა-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განაჩენი შეიცვალა: ნ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 24-28 თებერვლისეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4, მე-6 და მე-9 მუხლების საფუძველზე, შეფარდებული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდა 1 წლით და, შესაბამისად, გათავისუფლდა სასჯელისაგან; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 1-3 მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4, მე-6 და მე-9 მუხლების საფუძველზე, შეფარდებული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდა 1 წლით და, შესაბამისად, გათავისუფლდა სასჯელისაგან; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 6 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4, მე-6 და მე-9 მუხლების საფუძველზე, შეფარდებული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდა 1 წლით და, შესაბამისად, გათავისუფლდა სასჯელისაგან; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 5-8 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4, მე-6 და მე-9 მუხლების საფუძველზე, შეფარდებული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდა 1 წლით და, შესაბამისად, გათავისუფლდა სასჯელისაგან; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 24-28 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4, მე-6 და მე-9 მუხლების საფუძველზე, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4, მე-6 და მე-9 მუხლების საფუძველზე, შეფარდებული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდა 1 წლით და, შესაბამისად, გათავისუფლდა სასჯელისაგან; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 1-3 მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4, მე-6 და მე-9 მუხლების საფუძველზე, შეფარდებული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდა 1 წლით და, შესაბამისად, გათავისუფლდა სასჯელისაგან; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 8-10 მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4, მე-6 და მე-9 მუხლების საფუძველზე, შეფარდებული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდა 1 წლით და, შესაბამისად, გათავისუფლდა სასჯელისაგან; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 13 აპრილი – 6 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4, მე-6 და მე-9 მუხლების საფუძველზე, შეფარდებული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდა 1 წლით და, შესაბამისად, გათავისუფლდა სასჯელისაგან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიამ გიგაურმა – რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ნ. ა-სათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს, ერთი მხრივ, განესაზღვრა მის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულების შეუსაბამო სასჯელი, ხოლო, მეორე მხრივ, ამნისტიის საფუძველზე, იგი უკანონოდ გათავისუფლდა შეფარდებული სასჯელისა და გამოსაცდელი ვადისაგან. კასატორის მითითებით, ნ. ა-სათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ხასიათი, დანაშაულის მოტივი, ძალადობის გავრცელების მასშტაბი, მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე და ჩადენილი ქმედებების არათანაზომიერი სასჯელი განუსაზღვრა. გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებული მისი პარტნიორის მიმართ მუდმივად გამოხატავდა აგრესიას, მიაჩნდა, რომ ქალი მას უნდა დამორჩილებოდა და არ შეეძლო მისი სურვილისამებრ ქცევა, მხოლოდ 6-თვიან ურთიერთობაში არაერთხელ მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, სასჯელის პირობითად ჩათვლა, ვერ იქნება ნ. ა-ს მიმართ პასუხისმგებლობის ადეკვატური ღონისძიება, რომელიც არათუ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, არამედ – შესაძლოა წაახალისოს კიდეც მსჯავრდებული. მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის დარღვევით გაათავისუფლა ნ. ა პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან, რამეთუ ამავე კანონის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XII თავის შესაბამისად და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-მე-4 და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XII თავის შესაბამისად. ნ. ა-ს მიმართ კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი გამოტანილია 2024 წლის 4 ივლისს და, შესაბამისად, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით იგი არ ყოფილა პირობით მსჯავრდებული და, ამდენად, მასზე არ უნდა გავრცელებულიყო ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი. კასატორი ამავდროულად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ს მიმართ საერთოდ არ უნდა გავრცელებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, რამეთუ არ იკვეთება მისი აღსრულების აუცილებელი წინაპირობა, კერძოდ, დაზარალებულის თანხმობა ნ. ა-ს მიმართ ამნისტიის გამოყენების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გნაჩენის კანონიერება და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა – დაზარალებულ ლ. გ-ს, მოწმეების: ზ. ლ-ს, თ. ., ლ. მ. გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ამოღების ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი და სხვა სამხილები – რომლებიც, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებასთან ერთობლივად, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ. ა. ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებები, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდ არც გამხდარა.
3. სადავო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
4. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულების ჩადენა) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ამავე კოდექსის 531-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესის (დანაშაულის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) შესაბამისად, ნ. ა განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულები; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულებს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო დამძიმებისა და შეფარდებული სასჯელის პენიტენციურ დაწერსებულებაში მოსახდელად განსაზღვრის საფუძველი, განსახილველ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი.
8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ნ. ა-ს შეფარდებული სასჯელისა და გამოსაცდელი ვადისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულ ლ. გ. თანხმობა ნ. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებასთან დაკავშირებით, მასზე ამავე კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.
10. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, ნ. ა-ს მიმართ, რომელზეც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არ ვრცელდება ზემოაღნიშნული კანონის 1-ელი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია დაზარალებულის თანხმობის არარსებობის გამო და, ამავდროულად მას ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რომლებიც, თავის მხრივ, არ ექცევიან ზემოაღნიშნული კანონის მე-7 მუხლის ჩამონათვალში, ერთი მეექვსედით უნდა შემცირებოდა, თითოეული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით და როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ასევე – და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის თოთოეული ეპიზოდისათვის უნდა განსაზღვროდა – 10-10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩათვლოდა პირობით 10-10 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო საბოლოო სასჯელი განსაზღვროდა, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ ნ. ა-ს მიმართ არასწორად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და იგი არასწორად გათავისუფლდა შეფარდებული სასჯელისა და გამოსაცდელი ვადისაგან, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XII თავის შესაბამისად და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-4 და მე-9 მუხლების თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა. თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XII თავის შესაბამისად. ამდენად, ვინაიდან ნ. ა. პირობით მსჯავრდებული არ ყოფილა 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, არამედ – 2024 წლის 4 ივლისიდან, მის მიმართ არ არსებობდა პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის 1-წლამდე შემცირების და, შესაბამისად, მისი სასჯელისაგან და გამოსაცდელი ვადისაგან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი უკანონოა, თუ არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელებისას, სააპელაციო სასამართლომ კანონიერი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლა ნ. ა. პირობითი შეფარდებული სასჯელისა და გამოსაცდელი ვადისაგან, შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის საუარესოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილითა და 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს:
3. ნ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 24-28 თებერვლისეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე 10 თვის გამოსაცდელი ვადით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 1-3 მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე 10 თვის გამოსაცდელი ვადით;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 6 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე 10 თვის გამოსაცდელი ვადით;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 5-8 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე 10 თვის გამოსაცდელი ვადით;
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 24-28 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე 10 თვის გამოსაცდელი ვადით;
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 1-3 მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე 10 თვის გამოსაცდელი ვადით;
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 8-10 მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე 10 თვის გამოსაცდელი ვადით;
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 13 აპრილი – 6 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე 10 თვის გამოსაცდელი ვადით;
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 24-28 თებერვლის ეპიზოდი) შეფადებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და, საბოლოოდ, ნ. ა. მიესაჯოს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე – 10 თვის გამოსაცდელი ვადით;
13. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო – 2024 წლის 7 მაისიდან 2024 წლის 8 მაისის ჩათვლით, ხოლო პირობითი მსჯავრის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდი;
14. სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
15. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი