შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 23.04.2025
საქმის ნომერი
2კ-1346აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.04.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N190100123008194639

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1346აპ-24 23 აპრილი, 2025 წელი

დ. გ-ი, №1346აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. მ–ისა და კ. შ–ის, ასევე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. მ–ისა და კ. შ–ის – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

გ. დ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. დ-ს 1/6-ით შეუმცირდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი, გამოსაცდელი ვადა და განესაზღვროს – 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 10 თვე.

6. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. დ. გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისგან (რომელიც დამატებული აქვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განაჩენს).

7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ. დ–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

9. მსჯავრდებულ გ. დ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს – 2023 წლის 12 აგვისტოდან.

10. გ. დ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

11. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გ. დ-ს 10 წლის ვადით ჩამოერთვას: საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/ სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;

სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება;

12. გ. დ-ს უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;

13. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

ანაწმენდები, სუნის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, ბიოლოგიური მასალა, განადგურდეს.

საცვალი, სამი ცალი საწოლის თეთრეული, გ. დ–ისგან ამოღებული მოკლე შარვალი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

დისკები, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი;

15. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

16. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე