განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100122006466808
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1359აპ-24 29 მაისი, 2025 წელი
ხ---–--ე გ-------, 1359აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- ხ---–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ--------- ხ----–--–--ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ხ---–--ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – იძულებისათვის, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვისათვის, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულებისათვის, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა; სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); სხვისი ნივთის განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე, თ----- ნ-----–--ე იმყოფებოდა ქ-------–--------------------–-----------ში მდებარე მშობლების საცხოვრებელ სახლში, სადაც მივიდა მისი მეუღლე გ------- ხ---–--ე. გ------- ხ---–--ემ თ----- ნ-----–--ეს ხელი მოჰკიდა მკლავში და, ამავდროულად, ხმამაღალი ყვირილით აიძულებდა, წაჰყოლოდა თავიანთ საცხოვრებელ სახლში. თ----- ნ-----–--ე გ------- ხ---–--ეს ხელიდან დაუსხლტა და გაიქცა.
2022 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე, ქ-------–--------------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ------- ხ---–--ე მეუღლეს – თ----- ნ-----–--ეს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უყვიროდა, რომ ღამით მოკლავდა, რის შემდეგაც აიღო ქვა და დაედევნა მას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თ----- ნ-----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2022 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:30 საათზე, ქ-------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მყოფი გ------- ხ---–--ე მეუღლეს – თ----- ნ-----–--ეს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უყვიროდა, რომ ღამით აკუწავდა და ცეცხლში დაწვავდა, რის შემდეგაც თ----- ნ-----–--ის ტანსაცმელს მოუკიდა ცეცხლი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თ----- ნ-----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2022 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:30 საათზე, ქ-------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მყოფმა გ------- ხ---–--ემ ცეცხლის წაკიდების გზით გაანადგურა მეუღლის, თ----- ნ-----–--ის, კუთვნილი ტანსაცმელი. გ------- ხ---–--ის ქმედების შედეგად თ----- ნ-----–--ეს მიადგა 1000 ლარის ქონებრივი ზიანი.
გ------- ხ---–--ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ-------–--------------------–----------ში, თავისი საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახის კარადაში შეინახა საბრძოლო მასალა – ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ-კალიბრიანი ერთი ვაზნა, რაც ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა 2022 წლის 4 ოქტომბერს, გ------- ხ---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენით გ------- ხ---–--ე (პ/ნ 6----------), დ----------–-------–-–----------------ს, ნასამართლევი, მცხოვრები ქ. ქ-------–---------------------------ში, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 4 ოქტომბრის 14:00 საათის ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გ------- ხ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ------- ხ---–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 6 ოქტომბრიდან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2022 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:30 საათზე, თ----- ნ-----–--ე იმყოფებოდა ქ-------–---------------------------/60-ში მდებარე მშობლების საცხოვრებელ სახლში, სადაც მივიდა მისი მეუღლე გ------- ხ---–--ე. გ------- ხ---–--ემ თ----- ნ-----–--ეს ხელი მოჰკიდა მკლავში, ამავდროულად, ხმამაღალი ყვირილითა და მუქარით აიძულებდა, წაჰყოლოდა თავიანთ საცხოვრებელ სახლში. თ----- ნ-----–--ე გ------- ხ---–--ეს ხელიდან დაუსხლტა და გაიქცა.
2022 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ქ-------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მყოფი გ------- ხ---–--ე მეუღლეს – თ----- ნ-----–--ეს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უყვიროდა, რომ ღამით აკუწავდა და დაწვავდა, რის შემდეგაც მისი საცხოვრებელი ბინის ეზოში ტანსაცმელს მოუკიდა ცეცხლი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თ----- ნ-----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გ------- ხ---–--ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ-------–------------------------------ში, თავისივე საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახის კარადაში შეინახა საბრძოლო მასალა – ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ-კალიბრიანი ერთი ვაზნა, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს 2022 წლის 4 ოქტომბერს, გ------- ხ---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. დაცვის მხარემ მოითხოვა გ------- ხ---–--ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ბრალდების მხარემ – ბრალდების ყველა ეპიზოდში გ------- ხ---–--ის დამნაშავედ ცნობა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
5. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ადვოკატმა რ--------- ხ----–--–--ამ დააზუსტა თავისი საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა გ------- ხ---–--ისათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, დანარჩენ ნაწილში კი – განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებულიც.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. კასატორი – მსჯავრდებულ გ------- ხ---–--ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ--------- ხ----–--–--ა – საკასაციო საჩივრით ითხოვს გ------- ხ---–--ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე და 151-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში დაზარალებულს ჩვენება არ მიუცია, ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დაუშვებელია; რაც შეეხება სსკ-ის 236-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას – აქაც ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ტყვია სწორედ გ------- ხ---–--ეს ეკუთვნოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულ გ------- ხ---–--ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
3. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ------- ხ---–--ის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: შეტყობინებები, №------ შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, მოწმეების: ქ------- ხ---------ის, ნ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის 2022 წლის 7 ოქტომბრის №----- დასკვნა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მასალები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- ხ---–--ემ ჩაიდინა მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც მას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილის, 39-ე და 53-ე მუხლების, ასევე – სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, განესაზღვრა კანონიერი, სამართლიანი და ჩადენილი დანაშაულების თანაზომიერი სასჯელები.
4. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------- ხ---–--ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულები 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.
6. იმის გათვალისწინებით, რომ გ------- ხ---–--ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულების (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით) ჩადენისათვის, გამოირიცხება დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სასჯელის განახევრების შესაძლებლობა, თუმცა ეს გარემოება მსჯავრდებულს არ უსპობს ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათით სარგებლობის უფლებას.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამ მუხლის 1-ელი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის გამეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.
8. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით საქმეშია დაზარალებულ თ----- ნ-----–--ის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება გ------- ხ---–--ის მიმართ ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებაზე თანხმობის შესახებ, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია მსჯავრდებულის თანხმობა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.
9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, გ------- ხ---–--ეს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 4 ოქტომბრის 14:30 საათის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული მუხლებით დანიშნული სასჯელები ნაშთანთქი აქვს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულ უფრო მკაცრ სასჯელს, რაზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი უცვლელი დარჩება.
10. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ დამცავი ორდერის გამოცემა, რამდენადაც დამცავი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები საბოლოო სასჯელის მოხდის შემდეგ უნდა ამოქმედდეს, გააუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „დამცავი ორდერი უნდა გამოიცეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახურ დანაშაულზე მსჯავრდებული პირი, ამნისტიის კანონის გამოყენებით სასჯელის შემცირების შედეგად გათავისუფლდება პენიტენციური დაწესებულებიდან“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №731-25, №701-25 განჩინებები). ამდენად, გ------- ხ---–--ის მიმართ სასამართლო არ გამოსცემს დამცავ ორდერს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 309-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ------- ხ---–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ--------- ხ----–--–--ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
გ------- ხ---–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 4 ოქტომბრის 14:00 საათის ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
გ------- ხ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით –
1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 ნაწილის 1-ელი და მე-4 ნაწილების თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 ნაწილის 1-ელი და მე-4 ნაწილების თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ------- ხ---–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3. მსჯავრდებულ გ------- ხ---–--ეს სასჯელი აეთვალოს დაკავების დღიდან – 2022 წლის 6 ოქტომბრიდან;
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ------- ხ---–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
5. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ – საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხმოვანი პისტოლეტი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნამწვი – განადგურდეს;
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე