საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100123007275586
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №43აპ-25 ქ. თბილისი
მ. კ. 43აპ-25 16 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით: კ. მ–ის (პირადი ნომერი: ..........), ბ. ხ–ის (პირადი ნომერი: ...........), ა. ა–ის (პირადი ნომერი: ...........), ბ. ა–ის (პირადი ნომერი: ............), თ. ა–ის (პირადი ნომერი: ............), ა. გ–ის (პირადი ნომერი: ............), ე. მ–ის (პირადი ნომერი: ............), ბ. ვ–ის (პირადი ნომერი: .............), მ. მ–ის (პირადი ნომერი: ..........), – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2023 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ქ–ში მდებარე, ი. ა–ის მფლობელობაში არსებულ რესტორანში (რომელიც ეკუთვნის კ. მ–სა და მის ოჯახს) იმყოფებოდნენ – მ. ს–ი, ა. ო–ი, ა. ა–ი, დ. მ–ი და მ. ა–ი.
ამავე რესტორანში მივიდა კ. მ–ი, რომელმაც მასთან წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, მ. ს–ს მოსთხოვა, დაეტოვებინა რესტორნის ტერიტორია. მ. ს–ისაგან უარის მიღების შემდეგ კ. მ–ი დაემუქრა, რომ დაბრუნდებოდა და გააგებინებდა, რას ნიშნავდა მისი ნათქვამი.
ამის შემდეგ, კ. მ–მა გადაწყვიტა მ. ს–ის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. ამ მიზნით, გ–ს რაიონის სოფელ ქ–ს ცენტრში შეკრიბა მისი ნაცნობები: ბ. ხ–ი, მ. მ–ი, ა. ა–ი, ბ. ა–ი, თ. ა–ი, ე. მ–ი, ა. გ–ი, ბ. ვ–ი და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების ჯგუფი, რომლებიც ხელკეტებით შეიარაღებულები, ავტომანქანებით მივიდნენ გ–ს რაიონის სოფელ ქ–ში მდებარე ი. ა–ის მფლობელობაში არსებულ რესტორანში და როგორც ხელკეტების, ასევე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ჯგუფურად იძალადეს – მ. ს–ის, ა. ო–ის, ა. ა–ის, დ. მ–ის და მ. ა–ის მიმართ.
კერძოდ, კ. მ–მა მ. ს–ს თანნაქონი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც, მ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე კ. მ–მა ა. ო–ს თანნაქონი ხელკეტი ჩაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც, ა. ო–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; კ. მ–მა ა. ა–ს თანნაქონი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა თავისა და ზურგის არეში და მუშტები ურტყა სახის არეში, რა დროსაც ა. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; კ. მ–მა მ. ა–ს თანნაქონი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც, მ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე კ. მ–მა დ. მ–ს თანნაქონი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც, დ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
კერძოდ: ბ. ხ–მა მ. ს–ს თანნაქონი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც, მ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე, ბ. ხ–მა ა. ა–ს თანნაქონი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც, ა. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ბ. ხ–მა დ. მ–ს თანნაქონი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც, დ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ბ. ხ–მა მ. ა–ს თანნაქონი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის და ხელის არეში, რა დროსაც, მ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
კერძოდ: ა. გ–მა თავისა და სახის არეში, რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი მ. ა–ს, რა დროსაც, მ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
მას შემდეგ, რაც დაზარალებულებმა მოახერხეს მოძალადეებისგან თავის დაღწევა და წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან გ–ს რაიონის სოფელ ქ–ს სკოლის მიმართულებით, ამავე ტერიტორიაზე, ქუჩაში, კ. მ–მა და მის მიერ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მათ შორის – ბ. ხ–მა, მ. მ–მა, ე. მ–მა, ა. გ–მა და ბ. ვ–მა – როგორც ხელკეტების, ასევე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ფიზიკურად იძალადეს – მ. ა–ის, მ. ს–ის, ა. ს–ის და ტ. ა–სის მიმართ;
კერძოდ, კ. მ–მა მ. ს–ს თავის და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც მ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
კერძოდ, ბ. ხ–მა მ. ს–ს მუცლის არეში ჩაარტყა ფეხი, რა დროსაც, მ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე, ბ. ხ–მა ა. ს–ს თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც, ა. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
კერძოდ, მ. მ–მა სახის არეში მუშტი დაარტყა ტ. ა–ს, რა დროსაც, ტ. ა–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
კერძოდ, ა. ა–მა ა. ო–ს რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი მუცლის არეში, რა დროსაც, ა. ო–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე, ა. ა–მა მ. ა–ს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტები, რა დროსაც, მ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ა. ა–მა დ. მ–ს რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი მუცლის არეში, რა დროსაც, დ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
კერძოდ: ბ. ა–მა ა. ო–ს რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი მუცლის არეში, რა დროსაც, ა. ო–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე, ბ. ა–მა მ. ა–ს თავის არეში, რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტები, რა დროსაც, მ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ბ. ა–მა დ. მ–ს რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი მუცლის არეში, რა დროსაც, დ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
კერძოდ: ბ. ვ–მა ტ. ა–სს თავისა და სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც, ტ. ა–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
კერძოდ: ე. მ–მა ა. ს–ს ზურგის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა თანნაქონი ხელკეტი, რა დროსაც, ა. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
კერძოდ: თ. ა–მა ა. ო–ს თავისა და სახის არეში, რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტები, რა დროსაც, ა. ო–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
კერძოდ, ა. გ–მა ა. ს–ს ზურგის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა თანნაქონი ხელკეტი, რა დროსაც, ა. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე, ა. გ–მა ტ. ა–სს თავისა და სახის არეში, რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც, ტ. ა–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.1.2. აღნიშნული ქმედებით კ. მ–მა ჩაიდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა და იარაღის გამოყენება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 225-ე მუხლის პირველი ნაწილით; ასევე – კ. მ–მა, ბ. ხ–მა, ა. ა–მა, ბ. ა–მა, თ. ა–მა, ა. გ–მა, ე. მ–მა, ბ. ვ–მა, მ. მ–მა – ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და იარაღის გამოყენება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენით:
2.1. ბ. ვ–ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.2. ე. მ–ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.3. მ. მ–ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.4. ა. გ–ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.5. თ. ა–ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.6. ბ. ვ–ის, ე. მ–ის, მ. მ–ის, ა. გ–ის და თ. ა–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
2.7. ბ. ვ–ს, მ. მ–ს, ე. მ–ს, ა. გ–სა და თ. ა–ს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, განემარტათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
2.8. კ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (ორ ეპიზოდად);
2.8.1. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (რესტორნის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.8.2. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ე.წ ბირჟის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.8.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და დანაშაულის რეციდივისას, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.8.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით კ. მ–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული მოუხდელი სასჯელებიდან (თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
2.8.5. კ. მ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა - გაუქმდა და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 23 თებერვლიდან;
2.9. ბ. ხ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (ორ ეპიზოდად);
2.9.1. ბ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (რესტორნის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.9.2. ბ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ე.წ ბირჟის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.9.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით კ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.9.11. ბ. ხ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა - გაუქმდა და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 23 თებერვლიდან;
2.10. ა. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე;
2.10.1. ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.10.2. ა. ა–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა - გაუქმდა და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 14 მარტიდან;
2.10.1. ბ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე;
2.10.2. ბ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.10.3. ბ. ა–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდა და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 14 მარტიდან.
2.11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით ბუნდოვანება-უზუსტობა აღმოიფხვრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენში, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,18. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით”.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა, კერძოდ:
3.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა მოითხოვა მსჯავრდებულებისა და გამართლებულების ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა, კერძოდ: კ. მ–ის – საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ბ. ხ–ის, მ. მ–ის, ა. ა–ის, ბ. ა–ის, თ. ა–ის, ე. მ–ის, ა. გ–ის და ბ. ვ–ის – საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა;
3.2. მსჯავრდებულ ა. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ა. გ–ამ, მსჯავრდებულ ბ. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. კ–ამ, მსჯავრდებულ ბ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ა. გ–ამ, მსჯავრდებულ კ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – დ. ბ–ემ და ა. ხ–მა მოითხოვეს მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობა. მსჯავრდებულ კ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ბ–ემ, იმავდროულად, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ გაიზიარებს მათი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის ფაქტს, ალტერნატივის სახით მოითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება;
3.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულების: ბ. ხ–ის, ბ. ა–ის და ა. ა–ის, ასევე გამართლებულების: მ. მ–ის და ბ. ვ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა რ. კ–ამ, ა. გ–ამ და ნ. ტ–ემ წარმოადგინეს სააპელაციო შესაგებელი. დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. ბ. ვ–ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
4.2. ე. მ–ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
4.3. მ. მ–ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
4.4. ა. გ–ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
4.5. თ. ა–ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
4.6. ბ. ვ–ს, მ. მ–ს, ე. მ–ს, ა. გ–სა და თ. ა–ს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, განემარტათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
4.7. კ. მ–ი მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (ორ ეპიზოდად);
4.7.1. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (რესტორნის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კ. მ–ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან;
4.7.2. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ე.წ. ,,ბირჟის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით;
4.7.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით კ. მ–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული მოუხდელი სასჯელებიდან (თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით;
4.7.4. კ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 23 თებერვლიდან;
4.7.5. საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით – მოხდის გამო კ. მ–ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
4.7.7. კ. მ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
4.8. ბ. ხ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (ორ ეპიზოდად);
4.8.1. ბ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (,,რესტორნის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ბ. ხ–ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
4.8.2. ბ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ე.წ. ,,ბირჟის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით;
4.8.3. ბ. ხ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 23 თებერვლიდან;
4.8.4. ბ. ხ–ი ( საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოხდის გამო) გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
4.8.5. ბ. ხ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა -გაუქმებულია;
4.9. ა. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე;
4.9.1. ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ა. ა–ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
4.9.2. ა. ა–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა - გაუქმებულია;
4.10. ბ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე;
4.10.1. ბ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ბ. ა–ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
4.10.2. ბ. ა–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა - გაუქმებულია.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულებისა და გამართლებულების ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობას, კერძოდ: კ. მ–ის – საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ბ. ხ–ის, მ. მ–ის, ა. ა–ის, ბ. ა–ის, თ. ა–ის, ე. მ–ის, ა. გ–ის და ბ. ვ–ის – საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ასევე, მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს გამართლებულ მ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. ტ–ემ, მსჯავრდებულ ბ. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. კ–ამ, მსჯავრდებულების: ა. ა–ის, ბ. ა–ის, ბ. ვ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ა. გ–ამ. დაცვის მხარე ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას/არ დაკმაყოფილებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულებისა და მსჯავრდებულების ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით მსჯავრდებას, ხოლო დაცვის მხარე, კერძოდ, გამართლებულ მ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ტ–ე, მსჯავრდებულ ბ. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი რ. კ–ა, მსჯავრდებულების: ა. ა–ის, ბ. ა–ის, ბ. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. გ–ა, შესაგებლით, ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას/არ დაკმაყოფილებას.
8. პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბ. ვ–ის, ე. მ–ის, მ. მ–ის, ა. გ–ისა და თ. ა–ის სრულად გამართლება, ხოლო კ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (ორ ეპიზოდად), ბ. ხ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (ორ ეპიზოდად), ა. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და ბ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელების განსაზღვრა განაპირობა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ მათთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენა.
9. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას/მტკიცებას, მსჯავრდებულ – კ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მსჯავრდებულების – ბ. ხ–ის, ა. ა–ის, ბ. ა–ის, ასევე, გამართლებულების – ბ. ვ–ის, ე. მ–ის, მ. მ–ის, ა. გ–ის და თ. ა–ის – საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი მსჯავრდებულების კ. მ–ის, ბ. ხ–ის, ა. ა–ის, ბ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების, ასევე – ბ. ვ–ის, ე. მ–ის, მ. მ–ის, ა. გ–ის და თ. ა–ის წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლების ნაწილში და ითვალისწინებს, რომ:
10. ე.წ. რესტორნის ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულ მ. ს–ის (2023 წლის 22 თებერვალს ე.წ. „ი–ს“ კაფეში ყოფნისას მას სცემეს ბ. ხ–მა და კ. მ–მა, პირველად ბ. ხ–მა ჩაარტყა ხელკეტი თავში, მერე კი კ. მ–მა დაუწყო ცემა. ასევე კ. მ–ი და ბ. ხ–ი ხელჯოხებით სცემდნენ ა. ა–საც), დაზარალებულ დ. მ–ის (2023 წლის 22 თებერვალს ,,ი–ს“ კაფეში ყოფნისას კაფის მისაღებში კ. მ–მა მას უკნიდან ჩაარტყა ჯოხი, ასევე ბ. ხ–მა ჩაარტყა ხელი, ამასთან წააქციეს და სცემდნენ წიხლებით; როდესაც გაქცევა დააპირა, დაინახა, რომ ა. ა–მა და მისმა ძმამ – ბ. ა–მა ა. ო–ი წააქციეს და სცემდნენ გულმკერდისა და მუცლის არეში; ა. ა–მა და ბ. ა–მა ისიც დ. მ–ი) წააქციეს და ცემეს), დაზარალებულ ა. ო–ის (2023 წლის 22 თებერვალს „ი–ის“ კაფეში კ. მ–მა და ბ. ხ–მა მას სცემეს, კერძოდ: კ. მ–მა რაღაც საგანი ჩაარტყა ყურის არეში, რის გამოც, წაიქცა და გონება დაკარგა; ამ დროს, ა. ა–ი და ბ. ა–ი წაქცეულს ურტყამდნენ მუცლის არეში), დაზარალებულ ა. ა–ის (2023 წლის 22 თებერვალს ე.წ. ,,ი–ის“ კაფეში ყოფნისას იგი სცემეს კ. მ–მა და ბ. ხ–მა; სხეულის ყველა ადგილას ურტყამდნენ, მათ შორის, თავში და ცდილობდა თავის დაცვას), დაზარალებულ მ. ა–ის (2023 წლის 22 თებერვალს ,,ი–ის“ კაფეში ყოფნისას მას სცემეს კ. მ–მა და ბ. ხ–მა), ჯ. გ–ის (რესტორანში მან უშუალოდ ნახა, როგორ სცემდნენ მ. ს–ს, მ. ა–ს, ა. ო–ს, მუშტებით და ხელკეტებითაც, თუმცა მოძალადეთა ვინაობა ვერ დაასახელა) ჩვენებებით, ხოლო ე.წ. ,,ბირჟის“ ეპიზოდში: დაზარალებულ მ. ს–ის (ჯერ კიდევ რესტორანში მომხდარი ძალადობის შესახებ ამავე რესტორანში მყოფმა მამამისის მეგობრებმა: ჯ–მა და ა–მა მამამისს – ა. ს–ს შეატყობინების მომხდარის შესახებ; როდესაც ინციდენტი ამოიწურა, მ. ს–ი, ა. ო–ი, ა. ა–ი, დ. მ. და მ. ა–ი ერთად ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ სოფელ ქ–ს მიმართულებით, გზად დ. მ–ი, ა. ა–ი და მ. ა–ი ჩავიდნენ მანქანიდან, ხოლო მ. ს–მა და ა. ო–მა გზა განაგრძეს, რა დროსაც მ. ს–ს მამამ – ა. ს–მა – დაურეკა და უთხრა, რომ „ბირჟაზე“ მისულიყო; „ბირჟაზე“ მისვლისას, დაინახა, რომ მამამისის მანქანა ხილ-ბოსტნის მაღაზიის წინ იყო გაჩერებული, ხოლო მამამისი მანქანიდან იყო გადმოსული და საუბრობდა; უკვე მისი თანდასწრებით, მამამისსა და სხვა პირებს შორის ხილ-ბოსტნის მაღაზიის ეზოში გაიმართა საუბარი, რომლის მიხედვითაც, მეორე დღეს ყველაფერი უნდა გარკვეულიყო. ხილ-ბოსტნის მაღაზიის ეზოდან გამოსვლისას დაინახა, რომ ტ. ა–სს დაუწყეს ცემა, თუმცა ვერ დააკონკრეტა, თუ ვინ სცემდა. დაზარალებულმა მ. ს–მა ზოგადად ჩამოთვალა ის პირები, ვინც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ, კერძოდ: მ. მ–ი, ა. გ–ი, ბ. ვ–ი, ბ. ა–ი. მას სცემა კ. მ–მა და ბ. ხ–მა), დაზარალებულ ა. ო–ის (იგი ნამდვილად იმყოფებოდა მ. ს–თან ერთად ე.წ „ბირჟაზე“, სადაც კიდევ ერთი ჩხუბი მოხდა. ა. ო–ის განმარტებით, მან ავტომანქანა დააყენა აფთიაქთან. როდესაც გადავიდა ავტომანქანიდან, დაინახა უკვე ნაცემი მ. ს–ის მამა – ა. ს–ი, თუმცა ვინ სცემა ის, არ დაუნახავს), მოწმე ი. კ–ის (იგი შეესწრო ე.წ „ბირჟაზე“ მომხდარ ინციდენტს, კერძოდ მამიდაშვილმა – ა. ს–მა სოფელ ქ–ს სკოლასთან ავტომანქანა გააჩერა, სადაც მოხდა ჩხუბი ხელკეტების გამოყენებით, რა დროსაც სცემეს მ-ს. მას არ დაუნახავს ა. ს–ის ცემის ფაქტი, ასევე უშუალოდ არ დაუნახავს, თუ ვინ სცემდა მ. ს–ს), დაზარალებულ ტ. ა–სის (დაადასტურა მის მიმართ ჩადენილი ძალადობა ე.წ. „ბირჟაზე“, თუმცა ვერ დაასახელა ძალადობის განმახორციელებელი პირი) ჩვენებებით, ასევე დაზარალებულთა სამედიცინო შემოწმებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეოკამერების ჩანაწერებით, დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა კ. მ–მა, ბ. ხ–მა, ა. ა–მა და ბ. ა–მა, დაზარალებულების – მ. ს–ის, ა. ა–ის, მ. ა–ის, ა. ო–ის და დ. მ–ს – მიმართ ჩაიდინეს მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.
11. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება თ. ა–ის, ა. გ–ის, ე. მ–ის, ბ. ვ–ის და მ. მ–ის მიერ იმ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რასაც ბრალდების მხარე ედავება მათ.
11.1. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ, დაკითხული მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა 20 და მეტი მამაკაცი (მოწმეთა მიერ მათი იდენტიფიცირების გარეშე), რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ბრალდების მხარე, თავისთავად, ვერ გახდება ვერც გამართლებულების – ბ. ვ–ის, ე. მ–ის, მ. მ–ის, ა. გ–ის და თ. ა–ის – მსჯავრდების (მათ შორის, თანაბრალდებულების მსგავსად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით) და ვერც კ. მ–ის – საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ბ. ხ–ის, ა. ა–ის, ბ. ა–ის – საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობის საფუძველი.
12. ბრალდების მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ გამართლებულებმა ან/და მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, სასამართლო ითვალისწინებს მოვლენათა განვითარების მიზეზს, მოტივს, მიზანს, დინამიკას, ბრალადშერაცხილი და მსჯავრადდადებული დანაშაულების ადგილს საქართველოს სსკ-ის სისტემაში, აღნიშნულ დანაშაულთაგან დაცვის ძირითად და დამატებით ობიექტებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ იკვეთება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალადწარდგენილი ქმედებისათვის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ბრალდების გადაკვალიფიცირება ბრალდებულისთვის საკმარისად განჭვრეტადად არის მიჩნეული თუ იგი ბრალდების თანდაყოლილ ელემენტს წარმოადგენს (De Salvador Torres v. Spain, no. 21525/93 par.33, ECtHR, 24/10/1996; Sadak and Others v. Turkey, 29900/96, 29901/96, 29902/96 and 29903/96, paras 52, 56, ECtHR, 17/07/2021, Juha Nuutinen v. Finland, no 45830/99, par. 32, ECtHR, 24/07/2007).
13.1. მოცემულ შემთხვევაში, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით, ბრალდების მხარე მსჯავრდებულებს ედავება ჯგუფური მოქმედების ორგანიზება/ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა და იარაღის გამოყენება. შესაბამისად, მათი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება (რაც გულისხმობს – ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) არ მოიცავს ბრალდების შემადგენელ ისეთ ახალ ელემენტს, რომელთან მიმართებითაც მათ არ ჰქონდათ დაცვის უფლებების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა.
13.2. „შეჯიბრებითობის პრინციპი ...არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე (იხ.: იქვე, II-21). „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს. ამგვარ საკითხთა რიგს განეკუთვნება ისიც, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლოს მიერ“(იხ.: იქვე, II-22). კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება II-20).
13.3. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულ ბ. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. კ–ამ, მსჯავრდებულების: ა. ა–ის, ბ. ა–ის, ბ. ვ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ა. გ–ამ. დაცვის მხარე ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას/არ დაკმაყოფილებას და შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
14. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ვ–ის, ე. მ–ის, მ. მ–ის, ა. გ–ისა თ. ა–ის უდანაშაულოდ ცნობის, კ. მ–ისა და ბ. ხ–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდად), ხოლო ა. ა–ისა და ბ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, როგორც მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში, ასევე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების ნაწილშიც.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე