საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080140024010133840
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №31-26 ქ. თბილისი
რ. კ., 31-26 29 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. რ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის განაჩენით კ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ პუნქტებით, ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით და სასჯელის დამატებით სახედ, საქართველოს სსკ-ის 41-ე, 42-ე მუხლების გამოყენებით - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და სასჯელის დამატებით სახედ, საქართველოს სსკ-ის 41-ე, 42-ე მუხლების გამოყენებით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
ამავე კოდექსის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და კ. რ-ს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 34 წლის ვადით და ჯარიმა 9 (ცხრა ათასი) ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა და საბოლოოდ, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი (1 წლით თავისუფლების აღკვეთის გადავადება) და იგი მთლიანად დაემატა შეფარდებულ სასჯელს. საბოლოდ კ. რ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 31 წლის ვადით და ჯარიმა – 9000 (ცხრა ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
კ. რ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2007 წლის 3 ივლისიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით კ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და სასჯელის დამატებით სახედ, საქართველოს სსკ-ის 41-ე, 42-ე მუხლების გამოყენებით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
ამავე კოდექსის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და კ. რ-ს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მთლიანად დაემატა მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს და კ. რ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 31 (ოცდათერთმეტი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
კ. რ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2007 წლის 3 ივლისიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. რ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის დადგენილებით მსჯავრდებულ კ. რ-ს 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით – გაუნახევრდა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა – 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ კ. რ-ს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მეორე მუხლის საფუძველზე, გაუნახევრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 მარტის განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ, მოსახდელად დარჩა – 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ კ. რ-ს გაუნახევრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) თვე და, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან მოსახდელი დარჩა – 1 (ერთი) თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ კ. რ-ს გაუნახევრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვე და, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან მოსახდელი დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით კ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ე მუხლის საფუძველზე, სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთას, დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 19 (ცხრამეტი) – წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 26 (ოცდაექვსი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა და, განაჩენთა ერთობლიობით, კ. რ-ს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 40 (ორმოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
კ. რ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2011 წლის 6 ივლისიდან.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენი კ. რ-ს ნაწილში დარჩა უცვლელი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. რ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით: მსჯავრდებულ კ. რ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.
მსჯავრდებული კ. რ. გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის – 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
კ. რ. გათავისუფლდა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთისგან და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის – 1 (ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის შემდგომი მოხდისაგან.
მსჯავრდებულ კ. რ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი 22 (ოცდაორი) წლით, 7 (შვიდი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის, 10 (ათი) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის ვადით.
მსჯავრდებული კ. რ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,გ", ,,დ" ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის, 4 (ოთხი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.
მსჯავრდებულ კ. რ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ,,ზ", ,,თ" ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი და 3 (სამი) თვე. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულ კ. რ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 31 წლის, 6 თვისა და 3 დღის ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოხდილი სასჯელის (4 წელი და 3 დღე) გათვალისწინებით, მსჯავრდებულ კ. რ-ს საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 27 (ოცდაშვიდი) წლისა და 6 ექვსი თვის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა კ. რ-ს დაეწყო – 2011 წლის 6 ივლისიდან.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის №944 განჩინების მე-4 პუნქტში გასწორდა დაშვებული უზუსტობა და მიეთითა:
მსჯავრდებულ კ. რ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი 22 (ოცდაორი) წელი, 7 (შვიდი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 16 (თექვსმეტი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის №944 განჩინების მე-5 პუნქტში გასწორდა დაშვებული უზუსტობა და მიეთითა:
მსჯავრდებულ კ. რ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,გ", ,,დ" ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის №944 განჩინების მე-7 პუნქტში გასწორდა დაშვებული უზუსტობა და მიეთითა: ამნისტირებული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ კ. რ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 31 წლის, 2 თვისა და 18 დღის ვადით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოხდილი სასჯელის (4 წელი და 3 დღე) გათვალისწინებით, მსჯავრდებულ კ. რ-ს საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 27 (ოცდაშვიდი) წლის, 2 (ორი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.
განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, კ. რ-ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთას, დაემატა 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქციით) დანიშნული და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 6 (ექვსი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთიდან – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 1 (ერთი) წლით, 10 (ათი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, კ. რ-ს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 22 (ოცდაორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
კ. რ-ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2007 წლის 3 ივლისიდან.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
15. მსჯავრდებულ კ. რ-ს პირად საქმეში არსებული ცნობის თანახმად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, კ. რ-ს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა – 75 დღით.
16. 2024 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ კ. რ-ს პირადი საქმე.
17. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით კ. რ-ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
18. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. რ-მ. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო ,,ამნისტიის შესახებ’’ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
19. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 15 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. რ-ს აღუდგა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გასაჩივრების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
3. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით ჩაიდინა.
4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც გათვალისწინებულია, მათ შორის – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, 179-ე მუხლით, 181-ე მუხლითა და 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა).
5. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს სასამართლო წარმოების მასალებში მოთავსებულ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N14 პენიტენციური დაწესებულების მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაგზავნილ 2025 წლის 25 აგვისტოს მიმართვას (ს.ფ. 18), რომლის მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაში არაა ნამსჯელი კ. რ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელებზე.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის მასალების თანახმად, კ. რ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის განაჩენით (რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენი კ. რ-ს მსჯავრდების ნაწილში უცვლელად დარჩა) მსჯავრდებულია სწორედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, 179-ე მუხლით, 181-ე მუხლითა და 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რის გამოც, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, მის მიმართ აღნიშნულ მუხლებზე, კანონიერად არ გავრცელდა – ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
7. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ წარმოდგენილი პირადი საქმის მიხედვით, კ. რ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის, რაც შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქციის – მე-3 ნაწილს, რის გამოც, ამ დანაშაულზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
8. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 273-ე მუხლებით შეფარდებულ სასჯელებს, კ. რ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინების შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით, სრულად გათავისუფლებულია მითითებულ დანაშაულთათვის შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ კ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე