ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-909-871(კს-07) 22 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ბ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო (მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლე)
მესამე პირები: 1. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; 2. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახური (ქ. თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე)
შეგებებული სარჩელის ავტორები _ ე. მ-ე, დ. ყ-ი
დავის საგანი _ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001 წლის 10 აპრილს გ. ბ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის მთავარი სამმართველო და ქ. თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახური (ტ.I, ს.ფ.4-8).
მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 2001 წლის 1 მარტის ბრძანებისა და საკონკურსო კომისიის 2001 წლის 3 აპრილის დადგენილების ბათილად ცნობა.
გ. ბ-ის სარჩელზე დ. ყ-მა და ე. მ-ემ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეიტანეს შეგებებული სასარჩელო განცხადება. ე. მ-ემ და დ. ყ-მა მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება, ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოსა და გ. ბ-ეს შორის 2000 წლის 4 მარტს დადებული არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ფართიდან გ. ბ-ის გამოსახლება და ფართის დალუქვა, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება (ტ.I, ს.ფ.78,79).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დ. ყ-სა და ე. მ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოსა და გ. ბ-ეს შორის 2000 წლის 4 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი; ამ გადაწყვეტილების თანახმად, მისი ძალაში შესვლის შემდეგ გ. ბ-ე გამოსახლებული უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, ....... ქუჩაზე, ......... წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მის მიერ დაკავებული 35 კვ.მ ფართიდან; დ. ყ-სა და ე. მ-ეს უარი ეთქვათ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო (ტ.I, ს.ფ.144,145).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტ.I, ს.ფ.152-156, ტ.II, ს.ფ.8,9).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 1 აგვისტოს განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება (ტ.II, ს.ფ.204-218).
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტ.II, ს.ფ.243-252).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 19 მარტის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 1 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტ.II, ს.ფ.328-336).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება გ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად; გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 2001 წლის 1 მარტის ¹1-4/98 ბრძანება და საკონკურსო კომისიის 2001 წლის 3 აპრილის სხდომის ¹14 ოქმი მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით (ტ.II, ს.ფ.548-562).
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ყ-მა და ე. მ-ემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტ.II, ს.ფ.582-591).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტ.II, ს.ფ.592-597).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ე. მ-ის, დ. ყ-ის და გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება (ტ.II, ს.ფ.694-703).
2004 წლის 12 ნოემბერს, ე. მ-ის განცხადების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით (ტ.II, ს.ფ.713).
2004 წლის 22 ნოემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ, მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების და იმავე სასამართლოს 2004 წლის 12 ნოემბრის ¹....... სააღსრულებო ფურცელში არსებული ჩანაწერის განმარტება (ტ.II, ს.ფ.722).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადებას თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების და იმავე სასამართლოს 2004 წლის 12 ნოემბრის ¹........ სააღსრულებო ფურცელში არსებული ჩანაწერის განმარტებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო (ტ.II, ს.ფ.726,728). აღნიშნულ განჩინებაზე გ. ბ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების და იმავე სასამართლოს 2004 წლის 12 ნოემბრის ¹........ სააღსრულებო ფურცელში არსებული ჩანაწერის განმარტება (ტ.II, ს.ფ.759-762).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ტ.II, ს.ფ.763).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრისა და 2005 წლის 31 იანვრის განჩინებები; სახელმწიფო ბაჟის _ 15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა გ. ბ-ეს (ტ.IV, ს.ფ.72-76).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინებით, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს ¹3/25 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეგებებული სარჩელის ავტორებს _ ე. მ-ესა და დ. ყ-ს განემარტათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობდა გ. ბ-ის გამოსახლებას 35 კვ.მ ფართიდან და კრედიტორისთვის მის ჩაბარებას სრულიად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ლ. პ-ს სასამართლო გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის განმარტებაზე უარი ეთქვა, რადგან აღნიშნული შეუძლებელი იყო გადაწყვეტილების შინაარსის შეუცვლელად (ტ.II, ს.ფ.752,753). აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ-ემ (ტ.IV, ს.ფ.1-5).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ტ.IV, ს.ფ.784).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის მეორე განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრისა და 2005 წლის 14 თებერვლის განჩინებები; სახელმწიფო ბაჟის _ 15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა გ. ბ-ეს (ტ.IV, ს.ფ.77-82).
2006 წლის 27 მარტს გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის იმ განჩინებაში მექანიკური შეცდომის გასწორება, რომლითაც მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინების განმარტება (ტ.IV, ს.ფ.89).
განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინებით უკანონოდ არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის კერძო საჩივარი და სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სასამართლო გადაწყვეტილების განმარტებაზე იყო კანონიერი, რომელშიც პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ფართი კრედიტორს უნდა ჩაჰბარებოდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, ანუ ე. მ-ესა და დ. ყ-ს იგი უნდა ჩაჰბარებოდათ თავისუფალ მდგომარეობაში, მაშინ, როდესაც მათ ამ ფართზე არავითარი უფლება არ გააჩნდათ და ფართი, რომელიც მის ოჯახს ეჭირა, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. იმავე განჩინებით გ. ბ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც იყო მექანიკური შეცდომა, ვინაიდან იგი იყო ინვალიდი, რის გამოც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის თანახმად, გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განმცხადებელმა მოითხოვა განმარტება, თუ ვინ იგულისხმა სასამართლომ კრედიტორში, იქიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, არ მიუკუთვნებია არც ერთი მხარისათვის და იგი დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში.
2006 წლის 18 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ და მოითხოვა ერთდროულად ყოფილიყო განხილული 2006 წლის 27 მარტისა და 2006 წლის 18 აპრილის განცხადებები (ტ.IV, ს.ფ.93).
2006 წლის 18 აპრილის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გ. ბ-თვის ცნობილი გახდა, რომ 2006 წლის 20 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის _ 15 ლარის გადახდაზე. განმცხადებელმა დააყენა იგივე მოთხოვნები, რაც მოითხოვა 2006 წლის 27 მარტის განცხადებით, აგრეთვე, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა; განმცხადებელ გ. ბ-ეს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინებაში მექანიკური შეცდომების გასწორებასა და ამავე განჩინების განმარტებაზე; არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის ორივე განჩინებაზე 2006 წლის 20 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე (ტ.IV, ს.ფ.105-109).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის იმ განჩინებაში დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორება, რომლითაც მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინების განმარტება (ტ.IV, ს.ფ.118).
გ. ბ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას (ტ.IV, ს.ფ.120).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინება და გ. ბ-ის განცხადებები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტ.IV, ს.ფ.139-151).
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიგო, თუ რომელი განჩინების განმარტება მოითხოვა გ. ბ-ემ 2006 წლის 27 მარტის განცხადებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-ემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინების განმარტება და აღნიშნა, რომ ხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი არ იყო ბუნდოვანი, მაშინ, როდესაც, აღნიშნული განცხადებით გ. ბ-ემ მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინების განმარტება, რომლითაც ე. მ-ესა და დ. ყ-ს განემარტათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობდა გ. ბ-ის გამოსახლებას 35 კვ.მ ფართიდან და კრედიტორისთვის მის ჩაბარებას სრულიად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში (ტ.II, ს.ფ. 752-753). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ მიუღია თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინების განმარტების შესახებ გ. ბ-ის მოთხოვნაზე, იმსჯელა სულ სხვა განჩინების განმარტების თაობაზე და გ. ბ-ეს უარი უთხრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინების განმარტებაზე, რომლის განმარტებაც გ. ბ-ეს არ მოუთხოვია. ამასთან, საგულისხმოა, რომ გ. ბ-ე ითხოვდა მისთვის განემარტათ, ვინ იყო კრედიტორი _ სახელმწიფო, რომელსაც დარჩა სადავო ქონება, თუ დ. ყ-ი და ე. მ-ე, რომელთა მიმართ გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და საკონკურსო კომისიის 2001 წლის 3 აპრილის სხდომის ¹14 ოქმი, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, ბათილად იქნა ცნობილი, რითაც მათი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სადავო ქონებაზე მოისპო. სასამართლოს მიერ ისე გაიცა სააღსრულებო ფურცელი დ. ყ-სა და ე. მ-ზე გ. ბ-ის გამოსახლების შესახებ, რომ სასამართლოს არ უმსჯელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც დ. ყ-სა და ე. მ-ეს მისი გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი მოესპოთ, რადგან კრედიტორი ამ ქონებაზე სასამართლო გადაწყვეტილებით გახდა სახელმწიფო.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-ის ზემოაღნიშნული განცხადებების განხილვისას სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ გაითვალისწინა, რომ 2006 წლის 15 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიღო ორი სხვადასხვა განჩინება გ. ბ-ის ორ კერძო საჩივარზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, მიუთითა, რომ გ. ბ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის ორივე განჩინებით დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა, მაგრამ არ დააკონკრეტა, თუ რომელ მათგანზე იმსჯელა, 2006 წლის 15 მარტის რომელ განჩინებასთან მიმართებაში მიიღო გასაჩივრებული განჩინება და არ დააკმაყოფილა გ. ბ-ის ზემოთ მითითებული განცხადებები.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის ორივე განჩინებაზე 2006 წლის 20 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე, ანუ მიუთითა მხოლოდ ერთ სააღსრულებო ფურცელზე, მაშინ, როდესაც 2006 წლის 20 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასცა ორი სააღსრულებო ფურცელი გ. ბ-თვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის 15-15 ლარის გადახდაზე (ტ.IV, ს.ფ.84). სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ უმსჯელია გ. ბ-ის ზემოაღნიშნული მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლიანობაზე.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ბ-ის განცხადებების ხელახლა განხილვისის უნდა შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედებები _ შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, იმსჯელოს აღნიშნულ განცხადებებში მითითებულ მოთხოვნებზე, მოქმედი საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრული შესაბამისობით, სრულყოფილად გაარკვიოს ხსენებული მოთხოვნების საფუძვლიანობა და მოცემულ საქმეზე მიიღოს დასაბუთებული განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინების განმარტების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას; დანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა (ტ.IV, ს.ფ.179-184).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ უნდა განეხილა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის ორივე განჩინებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გ. ბ-თვის დაკისრება წარმოადგენდა სასამართლო დადგენილებას სასამართლო ხარჯების განაწილების შესახებ და არ წარმოადგენდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში დაშვებულ ტექნიკურ უსწორობას ან აშკარა არითმეტიკულ შეცდომას. დაუშვებელია გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრს და შინაარსს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არ არის გათვალისწინებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან სახელმწიფო ბაჟის ამორიცხვის შესაძლებლობა.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სათანადო მტკიცებულებად ვერ ჩათვალა განმცხადებლის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლებით დადგენილი წესის დაუცველად (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) წარმოდგენილი საპენსიო მოწმობა (¹.......) და 2005 წლის 7 აპრილის ¹521196 ცნობის ქსეროასლები. ამასთან, განცხადებელს არ მოუთხოვია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოქმედი საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას. შესაბამისად, სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს იყო მოკლებული განცხადებები სააღსრულებო ფურცლების გაუქმების შესახებ.
2007 წლის 19 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი წარადგინა გ. ბ-ემ და მოითხოვა 2007 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ (ტ.IV, ს.ფ.198,199).
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია მისი ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობა, რაც უნდა გამხდარიყო “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი.
გ. ბ-ე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია ხარვეზი და არ დაუვალებია მისთვის ინვალიდობის მოწმობის დედნის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 12 დეკემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივრის განხილვის თარიღი გადმოინიშნა 2007 წლის 22 ნოემბრისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. ბ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) საკასაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს მოცემული საქმის მასალებით დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებანი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრისა და 2005 წლის 31 იანვრის განჩინებები; სახელმწიფო ბაჟის _ 15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა გ. ბ-ეს (ტ.IV, ს.ფ.72-76).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის მეორე განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრისა და 2005 წლის 14 თებერვლის განჩინებები; სახელმწიფო ბაჟის _ 15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა გ. ბ-ეს (ტ.IV, ს.ფ.77-82).
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემეობას, რომ 2006 წლის 27 მარტს, გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის იმ განჩინებაში მექანიკური შეცდომის გასწორება, რომლითაც მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინების განმარტება (ტ.IV, ს.ფ.89). 2006 წლის 18 აპრილს გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და დააყენა იგივე მოთხოვნები, რაც მოითხოვა 2006 წლის 27 მარტის განცხადებით, ამასთან, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება (ტ.IV, ს.ფ.93). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინების განმარტების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციული საქმეთა კოლეგიას; დანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა (ტ.IV, ს.ფ.179-184).
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ. ბ-ის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ იქნა საპენსიო მოწმობის ასლი, სადაც მითითებულია, რომ ინვალიდობის ვადა დადგენილია 2006 წლის 1 აპრილამდე (ტ.IV, ს.ფ.2), ასევე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს რაიონული ფილიალის მიერ გაცემული ცნობის ასლი იმის შესახებ, რომ გ. ბ-ეს ინვალიდობის ვადა დადგენილი აქვს 2006 წლის 1 აპრილამდე (ტ.IV, ს.ფ.3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების შემთხვევათა ჩამონათვალი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები.
საკასაციო სასამართლოს აქვე მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კეტეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის კერძო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინება, რომლითაც გ. ბ-ეს უარი ეთქვა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებაზე, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან იმ ნაწილის ამოღებაზე, რომლითაც გ. ბ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასახელებულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას რაიმე შეცდომის ან უსწორობის დაშვებას. გ. ბ-ის მიერ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, მის მიერ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობა, რაც მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა. ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-თვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება წარმოადგენდა სასამართლოს დადგენილებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, იგი შეესაბამებოდა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ მოსაზრებას გ. ბ-თვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებასთან დაკავშირებით და არ წარმოადგენდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკურ უსწორობას ან აშკარა არითმეტიკულ შეცდომას. A
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ გ. ბ-ის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ იქნა საპენსიო მოწმობის ასლი, სადაც მითითებულია, რომ ინვალიდობის ვადა დადგენილია 2006 წლის 1 აპრილამდე, ასევე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს რაიონული ფილიალის მიერ გაცემული ცნობის ასლი იმის შესახებ, რომ გ. ბ-ეს ინვალიდობის ვადა დადგენილი აქვს 2006 წლის 1 აპრილამდე. გ. ბ-ეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განჩინებებით, მაშინ, როცა არსებობდა გ. ბ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი.
მხარის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის გათვალისწინებით, უფრო მიზანშეწონილია მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის განჩინებებით გ. ბ-თვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება განხილულ იქნეს, როგორც სასამართლოს მიერ დაშვებული ტექნიკური უსწორობა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გასწორდეს განჩინებების მიმღები სასამართლოს მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ბ-ის განცხადებების ხელახლა განხილვისას უნდა შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედებები _ შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, იმსჯელოს აღნიშნულ განცხადებებში მითითებულ მოთხოვნებზე, მოქმედი საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრული შესაბამისობით, სრულყოფილად გაარკვიოს ხსენებული მოთხოვნების საფუძვლიანობა და მოცემულ საქმეზე მიიღოს დასაბუთებული განჩინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და გ. ბ-ის განცხადებები განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების მოთხოვნით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინება უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის ნაწილში და გ. ბ-ის განცხადებები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და საჩივრდება.