დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 29.01.2009
საქმის ნომერი
ბს-1182-1144(კ-08)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-1182-1144(კ-08) 29 იანვარი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. შ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე – თ. ხ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურის მიმართ, მესამე პირი თადეოზ შენგელაია, რეგისტრაციის ჩანაწერის გაუქმების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თ. ხ-ემ 2004 წლის 14 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მესამე პირის – თ. შ-ას მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს 2004 წლის 23 აგვისტოს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რითაც თ. ხ-ე მოიხსნა რეგისტრაციიდან მისამართზე ქ. თბილისი, .... ქუჩა ¹14-დან და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 მარტის განჩინებით მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიცვალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 დეკემბრის გადაწყვტილებით თ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისში, .... ქუჩა ¹14-დან თ. ხ-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ საქართველოს შს სამინისტროს მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს მიერ 2004 წლის 23 აგვისტოს გამოცემული აქტი და აღდგენილ იქნა ამ უკანასკნელის რეგისტრაცია ზემოხსენებულ მისამართზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩიურებულ იქნა თ. შ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინებით თ. შ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-ამ.

საკასაციო პალატამ თ. შ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად ჩათვალა, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპრცოესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართევლოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით თ. შ-ას დევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინ საკასაციო საჩივრისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება თ. შ-ას საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78- მუხლების მოთხოვნათა დაცვით, 2008 წლის 7 ნოემბერს. აღნიშნული განჩინება კასატორს პირადად ჩაბარდა 2008 წლის 12 ნოემბერს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხარვეზის შევსების თაობაზე საკასაციო პალატის განჩინება თ. შ-ის ჩაბარებულად ითვლება. შესაბამისად, კასატორისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დალდგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2008 წლის 13 ნოემბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 24 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ორშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ავტორმა გაუშვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა. რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული თ. შ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.