შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 28.03.2007
საქმის ნომერი
2კ-1252აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1252აპ ქ. თბილისი

28 მარტი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. წ-ის, მსჯავრდებულ დ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქედის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განაჩენით:

ზ. წ-ნს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,თ” ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

ზ. წ-სთვის შერაცხული 2003 წლის მაისის თვეში ჩადენილი დანაშაულის ეპიზოდი, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე, ხოლო 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები (ძვ.რედაქცია) _ 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებზე. ზ. წ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია), ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (ახალი რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ძვ.რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ნ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

დ. გ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ბ. ს-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დაზარალებულების _ პ. შ-ას, თ. შ-ას, რ. ჯ-ას, ვ. ც-ას, რ. ჭ-ის, ზ. გ-ის, გ. ბ-ის, ვ. ხ-ის, ო. ხ-ის, ვ. ჭ-ის, მ. ბ-სა და დ. შ-ის სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებულებს _ ზ. წ-ნს, დ. გ-სა და ბ. ს-ას სოლიდარულად დაეკისრათ 3500 ლარის გადახდა პ. შ-ას სასარგებლოდ 7 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობით მიყენებული ზიანისათვის;

მსჯავრდებულებს _ ზ. წ-ნს, დ. გ-სა და ბ. ს-ას სოლიდარულად დაეკისრათ 1000 ლარის გადახდა თ. შ-ას სასარგებლოდ 3 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობით მიყენებული ზიანისათვის;

მსჯავრდებულებს _ ზ. წ-ნს, დ. გ-სა და ბ. ს-ას სოლიდარულად დაეკისრათ 1000 ლარის გადახდა რ. ჯ-ას სასარგებლოდ 2 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობით მიყენებული ზიანისათვის;

მსჯავრდებულებს _ ზ. წ-ნს, დ. გ-სა და ბ. ს-ას სოლიდარულად დაეკისრათ 1000 ლარის გადახდა ვ. ც-ას სასარგებლოდ 2 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობით მიყენებული ზიანისათვის;

მსჯავრდებულებს _ ზ. წ-ნს, დ. გ-სა და ბ. ს-ას სოლიდარულად დაეკისრათ 500 ლარის გადახდა რ. ჭ-ის სასარგებლოდ 1 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობით მიყენებული ზიანისათვის;

მსჯავრდებულ ზ. წ-ნს დაეკისრა 3000 ლარის გადახდა ზ. გ-ის სასარგებლოდ 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობით მიყენებული ზიანისათვის;

მსჯავრდებულებს _ ზ. წ-სა და ნ. ა-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 1900 ლარის გადახდა გ. ბ-ის სასარგებლოდ 5 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობით მიყენებული ზიანისათვის;

მსჯავრდებულ ზ. წ-ნს დაეკისრა 1000 ლარის გადახდა ვ. ხ-ის სასარგებლოდ ყაჩაღობის შედეგად მიყენებული ზიანისათვის;

მსჯავრდებულ ზ. წ-ნს დაეკისრა 1000 ლარის გადახდა ო. ხ-ის სასარგებლოდ ყაჩაღობის შედეგად მიყენებული ზიანისათვის;

მსჯავრდებულ ზ. წ-ნს დაეკისრა 500 ლარის გადახდა ვ. ჭ-ის სასარგებლოდ ყაჩაღობის შედეგად მიყენებული ზიანისათვის;

მსჯავრდებულ ზ. წ-ნს დაეკისრა 250 ლარის გადახდა მ. ბ-ის სასარგებლოდ ყაჩაღობის შედეგად მიყენებული ზიანისათვის;

მსჯავრდებულ ზ. წ-ნს დაეკისრა 250 ლარის გადახდა დ. შ-ის სასარგებლოდ ყაჩაღობის შედეგად მიყენებული ზიანისათვის.

განაჩენით მსჯავრდებულების _ ზ. წ-ის, დ. გ-ას, ბ. ს-სა და ნ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2003 წლის იანვარში, სხვისი ნივთის ფარული დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ზ. წ-ნი, დ. გ-ია, ბ. ს-ია და გამოძიებით დაუდგენელი პირი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს. იმავე თვეში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ზემოაღნიშნულმა პირებმა, რომელთაგან ზ. წ-ნი შეიარაღებული იყო მის მიერ ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, წინასწარი შეთანხმებით, სენაკის რაიონის სოფელ ---ის საძოვრებიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად გაიტაცეს ამავე რაიონში მცხოვრები პ. შ-ას კუთვნილი, 3500 ლარად ღირებული 7 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რითაც პ. შ-ას მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

დ. გ-ამ, მ. ს-ამ და ზ. წ-მა არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით, იმავე წლის თებერვლის თვეში, იმავე საძოვრებიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად გაიტაცეს იმავე რაიონში მცხოვრები თ. შ-ას კუთვნილი, 1000 ლარად ღირებული სამი სული მსხვილფეხა პირუტყვი და რ. ჭ-ის კუთვნილი, 500 ლარად ღირებული 1 სული მსხვილფეხა პირუტყვი, რითაც თ. შ-ას და რ. ჭ-ეს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

დ. გ-ამ, მ. ს-ამ და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ზ. წ-მა არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით, იმავე წლის თებერვლის თვეში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, სენაკის რაიონის სოფელ ---ის საძოვრებიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად გაიტაცეს რ. ჯ-ას კუთვნილი, 2 სული მსხვილფეხა პირუტყვი, ღირებული 1000 ლარად და ვ. ც-ას კუთვნილი, 2 სული მსხვილფეხა პირუტყვი, ღირებული 1000 ლარად, რითაც დაზარალებულებს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

დ. გ-ამ, მ. ს-ამ და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ზ. წ-მა არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით, 2003 წლის მარტში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, სენაკის რაიონის სოფელ ---ის საძოვრებიდან გაიტაცეს თ. შ-ას კუთვნილი, 8 სული მსხვილფეხა პირუტყვი, ღირებული 4000 ლარად, პ. შ-ას კუთვნილი, 3 სული პირუტყვი, ღირებული 3500 ლარად, ვ. ც-ას კუთვნილი, 4 სული მსხვილფეხა პირუტყვი, ღირებული 1500 ლარად, რითაც თ. შ-ას, პ. შ-სა და ვ. ც-ას მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

ზ. წ-ნი 2003 წლის მაისში არაერთგზის, ქურდობის მიზნით დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირებს, რომლებთან ერთად 2003 წლის 16 მარტს ლანჩხუთში, ე.წ. “---ს” ტერიტორიაზე არსებული ჩიხიდან გაიტაცა თ. წ-ის კუთვნილი 1 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღირებული 500 ლარად, ხოლო იოსებ ჩ-ას საკარმიდამო ნაკვეთიდან გაიტაცა 1 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღირებული 500 ლარად; მან ასევე ტ. ჩ-ას კუთვნილი 1 სული პირუტყვი, ღირებული 700 ლარად; დ. კ-ის კუთვნილი 1 სული პირუტყვი, ღირებული 500 ლარად; გ. ბ-ას კუთვნილი 1 ცხენი, ღირებული 400 ლარად; აბაშა-ლანჩხუთის საზღვარზე, რიონზე არსებულ ე.წ. “---თან” იგი წაასწრეს პოლიციელებმა და დაზარალებულებმა, რის გამოც ზ. წ-მა და მისმა თანმხლებმა პირებმა მიატოვეს ნაქურდალი პირუტყვი და მიიმალნენ.

იგი, არაერთგზის, 2003 წლის ივნისში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ხულოს რაიონის სოფელ ---ს ტერიტორიაზე, ახალციხის ბაზრობიდან მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაციის შემდეგ ხულოს რაიონის სოფელ ---ში მიმავალ ვ. ჭ-ეს, ვ. ხ-ეს, ო. ხ-ეს, მ. ბ-ეს და დ. შ-ეს ყაჩაღურად დაესხა თავს სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრების მიზნით და ყაჩაღურად გაიტაცა ვ. ჭ-ის 500 ლარი, ო. ხ-ის 1000 ლარი, ვ. ხ-ის 1000 ლარი, დ. შ-ის 250 ლარი, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

იგი, არაერთგზის, ქურდობის მიზნით, დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირებს და 2003 წლის 17 ივნისს ლანჩხუთში, ე.წ. ,,---ის” ტერიტორიაზე არსებული ს. ჯ-ის შემოღობილი ფერმიდან გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად გაიტაცა ნ. წ-ის კუთვნილი ერთი სული ცხენი, ღირებული 400 ლარად და ე.წ. “---ს” ტერიტორიიდან _ ი. მ-ის კუთვნილი, 600 ლარად ღირებული ერთი სული ცხენი, რითაც დაზარალებულებს _ ნ. წ-სა და ი. მ-ეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

მანვე, არაერთგზის, 2003 წლის 2 ნოემბერს გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ადიგენის რაიონის სოფელ ---ის საძოვრებიდან ფარულად გაიტაცა ზ. გ-ის კუთვნილი, 3000 ლარად ღირებული 4 სული პირუტყვი, რითაც დაზარალებულ ზ. გ-ეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

ზ. წ-მა და ნ. ა-ემ, არაერთგზის, 2004 წლის 8 ოქტომბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ---ის საძოვრებიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად გაიტაცეს გ. ბ-ის კუთვნილი 9 სული მსხვილფეხა პირუტყვი, ღირებული 3800 ლარად, რომლებიც წაიყვანეს სოფელ ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე და გ. ბ-ეს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

ზ. წ-ნს მსჯავრი დაედო ასევე ცეცხლსასროლი იარაღის _ “იჟ-27-ვ” მოდელის 12 მმ კალიბრიანი, ერთლულიანი თოფის ¹--, “იჟ-18-ე”-ს მოდელის 16 კალიბრიანი, ერთლულიანი თოფის ¹--, აგრეთვე, 9 ცალი სხვადასხვა კალიბრიანი ვაზნის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში. აღნიშნული იარაღი 2004 წლის 21 ოქტომბერს ამოღებულ იქნა ნ. ა-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

ნ. ა-ეს მსჯავრი დაედო ასევე ცეცხლსასროლი იარაღის _ “იჟ-27-ვ” მოდელის 12 მმ კალიბრიანი, ერთლულიანი თოფის ¹--, “იჟ-18-ე”-ს მოდელის 16 კალიბრიანი ერთლულიანი თოფის ¹--, აგრეთვე, 9 ცალი სხვადასხვა კალიბრიანი ვაზნის მართსლაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. აღნიშნული იარაღი 2004 წლის 21 ოქტომბერს ამოღებულ იქნა ნ. ა-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ ზ. წ-ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტიდან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია); სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ზ. წ-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

მსჯავრდებულ დ. გ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ხ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. გ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი; საქმის განხილვისას უხეშად დაირღვა საპროცესო კანონის მოთხოვნები; დ გ-ას დანაშაული არ ჩაუდენია; განაჩენი ასევე დაუსაბუთებელია სამოქალაქო სარჩელის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სასამართლო ორგანოებმა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, საქმეზე დადგენილია კანონიერი განაჩენი, რომლის გაუქმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

საკასაციო საჩივრების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულებს _ ზ. წ-სა და დ. გ-ას დანაშაული არ ჩაუდენიათ, უსაფუძვლოა.

პალატა თვლის, რომ საქმეში მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დასტურდება ზ. წ-სა და დ. გ-ას მიერ განაჩენით მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა. ეს მტკიცებულებებია არა მხოლოდ თვით დაზარალებულების _ პ. შ-ას, თ. შ-ას, ვ. ც-ას, რ. ჯ-ას, რ. ჭ-ის, ზ. გ-ის, ვ. ჭ-ის, დ. შ-ის, ვ. ხ-ის, ო. ხ-ის, მ. ბ-ის, ბ. ძ-ის, გ. ბ-ის, თ. წ-ის, ი. ჩ-ას, ტ. ჩ-ას, დ. კ-ის, მ. ბ-ას, ნ. წ-სა და ი. მ-ის მიერ მიცემული ჩვენებები, არამედ აგრეთვე მოწმეების _ კ. ფ-ის, ზ. წ-ის, ი. ღ-სა და სხვათა ჩვენებები; დაპირისპირების, ამოცნობისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები, ბ. ს-ას ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულთა ქმედებას და სასჯელის ზომაც სამართლიანად განუსაზღვრა.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს _ ბ. ს-სა და ნ. ა-ეს, რომლებსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მსჯავრდებულების _ ბ. ს-სა და ნ. ა-ეს მიმართაც და მიიჩნია, რომ დადგენილი განაჩენი მათ მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულების _ ზ. წ-ის, ნ. ა-ის, დ. გ-სა და ბ. ს-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

აღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის შემცირდა სასჯელის ზედა ზღვარი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს მსჯავრდებულების _ ზ. წ-ის, ნ. ა-ის, დ. გ-სა და ბ. ს-ას მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველს, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ ზ. წ-ის, ნ. ა-ის, დ. გ-სა და ბ. ს-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის სახით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.

ამასთან, მსჯავრდებულებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრათ დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის გადახდა, კერძოდ:

დაზარალებულებმა სამოქალაქო სარჩელი წარადგინეს წინასწარი გამოძიების სტადიაზე და ისინი ცნობილ იქნენ სამოქალაქო მოსარჩელეებად. მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, განსასჯელები არ იქნენ ცნობილი სამოქალაქო მოპასუხეებად და მათ არც სსსკ-ის 90-ე მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობები განემარტათ (ს.ფ. 143).

ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულებს ისე დააკისრეს დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე ფაქტობრივად არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულებისათვის დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.

იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულებს, წარადგინონ სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ამასთან, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს განაჩენებში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, არ არის გადაწყვეტილი ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული უზუსტობა უნდა გასწორდეს, რაც არ გამოიწვევს განაჩენის გაუქმებას ან შეცვლას, გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულთა ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ღონისძიების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულების _ ზ. წ-ის, ნ. ა-ის, დ. გ-სა და ბ. ს-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე;

გაუქმდეს განაჩენი მსჯავრდებულების _ ზ. წ-ის, ნ. ა-ის, დ. გ-სა და ბ. ს-სათვის დაზარალებულების _ პ. შ-ას, თ. შ-ას, რ. ჯ-ას, ვ. ც-ას, რ. ჭ-ის, ზ. გ-ის, გ. ბ-ის, ვ. ხ-ის, ო. ხ-ის, ვ. ჭ-ის, მ. ბ-სა და დ. შ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში;

გასწორდეს განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ჩაიწეროს:

,,საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 1. ბ. ლ-ის კუთვნილი, ლურჯა ცხენი ,,---” და გ. ე-ის კუთვნილი, შავი ფერის ,,---” ცხენი; თ. შ-ას კუთვნილი, 8 სული მსხვილფეხა პირუტყვი, პ. შ-ას კუთვნილი, 3 სული მსხვილფეხა პირუტყვი, ვ. ც-ას კუთვნილი, 4 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაუბრუნდეთ მეპატრონეებს; რ. ტ-ის კუთვნილი, წითელი ფერის ძროხის ტყავი, ფეხები, თავი და ხორცი, მ. მ-ის კუთვნილი, წითელი ფერის ძროხის ტყავი, ფეხები, თავი და ხორცი, მ. ფ-ის კუთვნილი, შავი ფერის ძროხის ტყავი, ფეხები, თავი და ხორცი, რომლებიც შესანახად ჩაბარდათ დაზარალებულებს, დაუბრუნდეთ მათ”.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ ზ. წ-ის, ნ. ა-ის, დ. გ-სა და ბ. ს-ას მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.