შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1357აპ ქ. თბილისი
19 მარტი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის --- რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქაალქო სასამართლოს 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენით თ. ა-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქარვთელოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 12 მარტიდან. პატიმრობის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2005 წლის 12 მაისიდან 2005 წლის 14 მაისამდე.
განაჩენით თ. ა-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რმო ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნითვის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არერთგზის, რამაც მნიშვნელვოანი ზიანი გამოიწვია; ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 12 მაისს თ. ა-ნი ---ის შს სამმარვთელოს მიერ მიცემულ იქნა სისხლის სამართილს პასუხისგებაში იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა;
2006 წილს 12 მარტს, დაახლოებით 16 საათზე, თ. ა-ნი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ---ის გამზირზე, ¹-- საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტოირაზე, რა დროსაც შენიშნა მიწისქვეშა გადასასვლელში მოძრავი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც მხარეზე გადაკიდებული ჰქონდა ხლჩანთა. იგი მიუახლოვდა მას გვერდიდან, გაუხსნა ხელჩანთა და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მასში მოთავსებულ “სიმენსის” ფირმის მობილურ ტელეფონსა და საფულეს, რითაც დაზარალებულ ს. კ-ლს მიაყენა 250 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. აღნშინული ფაქტი შენიშნეს პოილციის თანამშრომლებმა, რა დროსაც თ. ა-ნი დაკავებულ იქნა შემთხვევის ადგილზე;
თ. ა-ნი 2005 წილს 12 მაისს, დაახლოებით 12.30 საათზე, იმყოფებოდა ქ. თბილისში, ---ის გამზირზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში, რა დროსაც განიზრახა, აშკარად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი უკან გაჰყვა გადასასვლელში მიმავალ თ. წ-რს და ცდილობდა მისი ჩანთიდან ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებას, რა დროსაც იგი დააკავეს საპატრულო პოილციის თანამშრომლებმა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
თბილისის ---ის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ. მ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, მსჯავრდებულ თ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომა არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას; მას ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით სავსებით დადგენილია თ. ა-ის ბრალეულობა მასზე შერაცხულ დანაშაულში. წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმები სდაცვით.
რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ თ. ა-სათვის განსაზღვრული სასჯელი აშკარად მსუბუქია, საკასაციო პალატა არ იზიარებს. სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, თ. ა-ნს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ თ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისავთის სასჯელის ზომად ითვალიწსინებს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
აღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ხსენებული დანაშაულის ჩადეინსათვის შემცირდა სასჯელის ზედა ზღვარი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს თ. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველს, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რმო მსჯავრდებულ თ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქარვთელოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტთან, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის რაინული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯარვდებულ თ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებირვი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქარვთელოს სისხლის სამართილს კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ თ. ა-ის მიმართ დანიშუნლი სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.