ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1723აპ ქ. თბილისი
14 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ვ. ხ-სა და ნ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის, მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ს-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აპრილის განაჩენით:
ვ. ხ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. ხ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 27 ნოემბრიდან;
რ. მ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. მ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 27 ნოემბრიდან;
ნ. მ-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. მ-ვს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 27 ნოემბრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების _ ვ. ხ-ის, ნ. მ-სა და რ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 27 ნოემბერს ვ. ხ-მა, რ. მ-სა და ნ. მ-თან ერთად, წინაწარი შეთანხმებით, განიზრახა ყაჩაღური თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ისინი შეიარაღდნენ დანით, სკოჩით და დაახლოებით 02 საათზე თბილისში, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, განლაგდნენ ქუჩის სხვადასხვა მხარეს. ვ. ხ-მა გააჩერა კერძო ტაქსის მძღოლი კ. ფ-ძე, რომელიც მოძრაობდა ავტომანქანა „ვაზ 2101“ და მოურიგდნენ მას სამი ლარის საფასურად წაეყვანა ---ის ქუჩაზე. გზის მოპირდაპირე მხარეს გააჩერებინა მანქანა და ჩასვა ნ. მ-ვი, ხოლო რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კვლავ გააჩერებინა ავტომანქანა, შეთანხმებისამებრ ნ. მ-ვი გადავიდა და გზის მოპირდაპირე მხრიდან გადმოიყვანა რ. მ-ძე, ისინი ჩასხდნენ მანქანის უკანა სავარძელში და წავიდნენ ---ის ქუჩაზე, სადაც მარჯვენა მხარეს შეიყვანეს ერთ-ერთ ჩიხში, რა დროსაც წინასწარი შეთანხმების თანახმად, უკან მჯდომმა ნ. მ-მა მძღოლს უთხრა, რომ ჰქონდა იარაღი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მიმართა, რომ თუ არ დაემორჩილებოდა მის ბრძანებას, მოკლავდა. მძღოლის გვერდით მჯდომმა ვ. ხ-მა ამოიღო დანა და ანალოგიური მუქარით გადმოსვა მძღოლი თავის ადგილზე, ყაჩაღური გზით დაეუფლა ზემოხსენებულ ავტომანქანას და მის ფულად თანხას _ 25 ლარს, რომელიც გამოართვა ნ. მ-მა, რის შემდეგაც ვ. ხ-მა აამუშავა ავტომანქანა. შეთანხმებისამებრ, კ. ფ-ძე მიიყვანეს ---ის დასახლებასა და ---ის --- შორის მდებარე დაუმთავრებელ მშენებარე კორპუსთან, აიძულეს ჩაყოლოდა მათ სარდაფში, სადაც მას ასევე გასტაცეს კეპკიანი ქუდი, სამი ლარი და ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, რის შემდეგაც სამივე მათგანმა დაზარალებულ კ. ფ-ეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, წინასწარ აღუკვეთეს თავისუფლება და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, წინასწარ მომზადებული ე.წ. „სკოჩით“ გაუკრეს ხელ-ფეხი, აუკრეს პირი, მიატოვეს სარდაფში და სამივე მათგანი გატაცებული ავტომანქანით მოძრაობდა თბილისის ქუჩებში. დაზარალებულმა კ. ფ-ემ მოახერხა ხელ-ფეხის გათავისუფლება, ჩამოვიდა გადასასვლელ ხიდთან და აღნიშნული ფაქტის შესახებ შეატყობინა საპატრულო პოლიციას, რა დროსაც მან შეამჩნია თავისი ავტომანქანა და მისი უშუალო მითითებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ვ. ხ-ლი, ნ. მ-ვი და რ. მ-ძე კ. ფ-ის ავტომანქანაში.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად, კერძოდ:
ვ. ხ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. ხ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 27 ნოემბრიდან;
რ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. მ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 27 ნოემბრიდან;
ნ. მ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. მ-ვს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 27 ნოემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენში შევიდა შესწორება. კერძოდ:
სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა საქართველოს სსკ-ის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტი.
სარეზოლუციო ნაწილის მესამე, მეშვიდე, მეთერთმეტე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
ვ. ხ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
რ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ნ. მ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულების _ ვ. ხ-სა და ნ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე» ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდებულების გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი დამყარებულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე; საქმეში არ არსებობს სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მათ მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ს-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის გაგზავნას ახალი სასამართლო განხილვისათვის იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება მხოლოდ ერთადერთ მტკიცებულებას _ დაზარალებულ კ. ფ-ის ჩვენებას, რომელიც საქმეში არასრულყოფილად და ცალმხრივადაა გამოკვლეული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
განაჩენით მსჯავრდებულების _ ვ. ხ-ის, ნ. მ-სა და რ. მ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულ კ. ფ-ის ჩვენებებით, მოწმეების _ დ. პ-ის, რ. გ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმებით, ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულების _ ვ. ხ-ის, ნ. მ-სა და რ. მ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, დამამძიმებელი გარემოებები მათ არ გააჩნიათ და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელები.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს _ ნ. მ-სა და რ. მ-ეს გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოერიცხოთ მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით და შესაბამისად ამ მუხლით დანიშნული სასჯელები, რადგან დაზარალებულ კ. ფ-ის მიერ მიცემული ჩვენებით, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე და რასაც დაეთანხმა დაზარალებული, მას წინ მჯდომმა მაღალმა პიროვნებამ, რომელიც, როგორც შემდეგ დადგინდა, იყო ვ. ხ-ლი, სარდაფში ჩასვლისას ამოაცალა ტექნიკური პასპორტი. საქმეში არ არსებობს სხვა უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ვ. ხ-ლს, ნ. მ-სა და რ. მ-ეს ჰქონდათ ტექნიკური პასპორტის გატაცების ერთიანი განზრახვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. ხ-ლს საქართველოს სსკ-ის 363–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს. ვ. ხ-ლს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 13 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ნ. მ-ვს _ 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რ. მ-ეს _ 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულებს _ რ. მ-სა და ნ. მ-ვს ამოერიცხოთ მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლით.
«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მსჯავრდებულ ვ. ხ-ლს საქართველოს სსკ-ის 363–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.
მსჯავრდებულ ვ. ხ-ლს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე» ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ რ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ნ. მ-ვს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.