ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.12.2007
საქმის ნომერი
2კ-2043აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹2043აპ ქ. თბილისი

28 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:

დ. ს-ძე, მეორე ნაწილის „ა“, ,,დ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მას მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ. ს-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო დღიდან დაკავებისა _ 2005 წლის 26 თებერვლიდან;

ვ. რ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,დ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. რ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო დღიდან დაკავებისა _ 2005 წლის 26 თებერვლიდან;

ა. რ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,დ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. რ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო დღიდან დაკავებისა _ 2005 წლის 26 თებერვლიდან.

განაჩენით მსჯავრდებულების _ დ. ს-ის, ვ. რ-სა და ა. რ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 23 თებერვალს დ. ს-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის სიძეს _ ა. რ-ეს და სიძის ნათესავს _ ვ. რ-ეს, რომლებმაც გადაწყვიტეს ყაჩაღური გზით გაეტაცებინათ ძვირად ღირებული ავტომანქანა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 20 საათზე, ქ. თბილისში, ---ის გამზირზე, ---ის წინ, საავტომობილო გზაზე, შუქნიშანთან გააჩერეს დ. ჯ-რი თავისი კუთვნილი ავტომანქანა „ოპელ-ვექტრათი“, ღირებული 7400 ლარად და მოსთხოვეს ---ს ქუჩაზე მიყვანა. როდესაც დ. ჯ-მა ვ. რ-ძე, ა. რ-ძე და დ. ს-ძე მიიყვანა აღნიშნულ ქუჩაზე შეთანხმებისამებრ, დ. ს-ემ ამოიღო თავისი კუთვნილი, უკანონოდ შეძენილი „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ა. რ-ემ _ დანა და იარაღის მუქარით გააჩერებინეს ავტომანქანა. სამივემ ურთიერთდახმარებით დ. ჯ-რს წებოვანი ლენტით შეუკრა ხელ-ფეხი, ნაჭრით აუხვიეს თვალები, პირი და წაართვეს მართვის მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, რის შემდეგ დ. ჯ-რი ჩამოსვეს ავტომანქანიდან და აიძულეს, ჩამჯდარიყო თავისივე ავტომანქანის საბარგულში მისი ნების საწინააღმდეგოდ, იმ მიზნით, რომ გაეადვილებინათ დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულის შემდეგ ისინი წავიდნენ მცხეთის რაიონში, ---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაუშვეს დ. ჯ-რი, ხოლო მათ გზა განაგრძეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტომანქანა გააჩერეს დ. ს-ის საცხოვრებელ მისამართზე _ ქ. თბილისში, --- დასახლება, 1 ქუჩა, სახლი ¹--ში. 2005 წლის 27 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ხსენებული პირები მხილებულ იქნენ დანაშაულის ჩადენაში და დადგინდა ავტომანქანის ადგილსამყოფელი, იგი გამომძიებლის მიერ ამოღებულ იქნა. ასევე ზემოთ აღნიშნული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოიღეს დ. ს-ის კუთვნილი ,,მაკაროვის» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ნომრით კპ-351, რომელიც მან უკანონოდ შეიძინა და რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. 2005 წლის 23 თებერვალს დ. ს-ძე ზემოთ მითითებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დააკავეს და გადაიყვანეს ქ. თბილისში, ისანი-სამგორის შს სამმართველოში, სადაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ვ. რ-სა და დ. ს-ეს აღმოაჩნდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „---“, რომელიც მათ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ჰქონდათ შეძენილი და ინახავდნენ პირადი მოხმარების მიზნით.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის კანონი).

დ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მას მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ. ს-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო დღიდან დაკავებისა _ 2005 წლის 26 თებერვლიდან;

ვ. რ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის კანონი).

ვ. რ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. რ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო დღიდან დაკავებისა _ 2005 წლის 26 თებერვლიდან;

ა. რ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის კანონი).

ა. რ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. რ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო დღიდან დაკავებისა _ 2005 წლის 26 თებერვლიდან.

მსჯავრდებული დ. ს-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაულები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

განაჩენით მსჯავრდებულ დ. ს-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულ დ. ჯ-ის ჩვენებით, მოწმეების _ ზ. ა-ის, გ. მ-ას ჩვენებებით, დაპირისპირების ოქმებით, დაკავების, პირადი ჩხრეკისა და ა/მანქანის ამოღების ოქმებით, ა/მანქანის დათვალიერების ოქმით, ბინის ჩხრეკისა და პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო, ნარკოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის შესახებ დადგენილებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულ დ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ხარისხი, მისი პიროვნება და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს _ ვ. რ-სა და ა. რ-ეს, რომლებსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მსჯავრდებულების _ ვ. რ-სა და ა. რ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ დადგენილი განაჩენი მათ მიმართ კანონიერია.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულებს _ დ. ს-ეს, ვ. რ-სა და ა. რ-ეს საქართველოს სსკ-ის 363–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა გაუნახევრდეთ. დ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით უნდა მიესაჯოს 14 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 15 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა; ვ. რ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 12 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულ ა. რ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ დ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 363–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ დ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიესაჯოს 14 (თოთხმეტი) წლითა და 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლითა და 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. რ-ეს საქართველოს სსკ-ის 363–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ ვ. რ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლითა და 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ ა. რ-ეს საქართველოს სსკ-ის 363–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ ა. რ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლითა და 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.