შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
241საზ 26 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 4 აპრილის განჩინების გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით; სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით; სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით; სსკ-ის 18, 109-ე მუხლის ,,ა” და ,,თ” პუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; სსკ-ის 109-ე მუხლის ,,თ” პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დ. გ-ლს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. გ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 7 ივლისიდან.
ამავე განაჩენით გ. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით; სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (1960 წლის რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით; სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით; სსკ-ის 18, 109-ე მუხლის ,,ა” და ,,თ” პუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; სსკ-ის 109-ე მუხლის ,,თ” პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით; სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით; სსკ-ის 18, 109-ე მუხლის ,,ო” პუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე გ. მ-ლს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. მ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 26 ოქტომბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 4 აპრილის განჩინებით ზემომითითებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული დ. გ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემცირებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის ,,ა” და ,,თ” პუნქტებით, სსკ-ის 109-ე მუხლის ,,თ” პუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ დ. გ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა 3-დან 10 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელის მაქსიმალური ზომა.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად დანიშნული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (2000 წლის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველ ნაწილთან და დ. გ-ლს, ამ მუხლით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელად.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ საქმე შეამოწმა გ. მ-ის მიმართაც და მიაჩნია, რომ განჩინება მის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში მოქმედ კოდექსთან, კერძოდ:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის ,,ა” და ,,თ” პუნქტებით, სსკ-ის 109-ე მუხლის ,,თ” პუნქტით, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის ,,ო” პუნქტით (2000 წლის რედაქცია), სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (1960 წლის რედაქცია) უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 2-დან 6 წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტს (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულთა ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ის ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო: ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით. როგორც განაჩენიდან დგინდება, მსჯავრდებულმა გ. მ-მა დაზარალებულს მიაყენა 40 ლარის ზიანი, რაც დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით აღარ წარმოადგენს მნიშვნელოვანს.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ დ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 4 აპრილის განჩინებაში მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ დ. გ-ის ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მას ამ მუხლით სასჯელად დაენიშნოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე.
მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.