შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
338/საზ 9 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 იანვრის განაჩენით ე. გ-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის I ნაწილით, ამავე მუხლის II ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებითა და III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2003 წლის 9 იანვრიდან.
ამავე განაჩენით, ე. გ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილით, ამავე მუხლის II ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებითა და III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენით ე. გ-ვს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით და ასევე _ არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმისათვის.
მსჯავრდებული ე. გ-ვი საჩივრით ითხოვს საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 იანვრის განჩინების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ე. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 171-ე და 177-ე მუხლების I ნაწილებით, სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, (2006 წლის მაისამდე მოქმედი რედაქცია), სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 2-დან 6 წლამდე და მიეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ქურდობა სადგომში უკანონო შეღწევით, 2006 წლის მაისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა სამიდან თორმეტ წლამდე და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. დღეს მოქმედი სსკ-ით აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია 177-ე მუხლის II ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელის ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ვადით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ე. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “გ" ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებზე.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პალატამ სარევიზიო წესით გადასინჯა განაჩენი ე. გ-ის მიმართაც და მიაჩნია, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “გ" ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებზე, სასჯელის შეუცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ ე. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 იანვრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
მსჯავრდებულ ე. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “გ" ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებზე.
მსჯავრდებულ ე. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “გ" ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.