შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 22.02.2007
საქმის ნომერი
406საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

406/საზ ქ. თბილისი

22 თებერვალი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ჩ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, ვ. ჩ-გა ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის II ნაწილის “ა", “ბ" და “გ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 188-ე მუხლის II ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (2000 წლის რედაქციით).

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ ვ. ჩ-ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით.

სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 27 დეკემბრიდან.

ამავე განაჩენით მ. ხ-ნი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის II ნაწილის “ა", “გ" ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის III ნაწილის “გ" პუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2000 წლის რედაქციით).

სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 27 დეკემბრიდან.

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მსჯავრდებულებმა ვ. ჩ-ამ და მ. ხ-მა ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით.

ვ. ჩ-ამ, ასევე ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, არაერთგზის და სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსჯავრდებული ვ. ჩ-გა მოითხოვს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 დეკემბრის განაჩენის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ვ. ჩ-ას ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის II ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით, 184-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის II ნაწილით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც, აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, საცავში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც, აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ქურდობა, საცავში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. აღნიშნული გარემოებები კი იმაზე მიუთითებენ, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ჩ-ას დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან, ხოლო სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ მ. ხ-ნს, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი მ. ხ-ის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ მ. ხ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც, აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, საცავში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც, აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ქურდობა, საცავში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. აღნიშნული გარემოებები კი იმაზე მიუთითებენ, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ხ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან, ხოლო სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

სარეზოლუციო ნაწილი:

მსჯავრდებულ ვ. ჩ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ვ. ჩ-ას მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, ხოლო 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) – 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე;

მსჯავრდებულ მ. ხ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, ხოლო 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) – 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.