შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 25.06.2007
საქმის ნომერი
410საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

410 საზ 25 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის ისანი-სამგრის რაიონული 2001 წლის 2 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის ისანი-სამგრის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 თებერვლის განაჩენით ი. კ-ძე, ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) _ თავისფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) – 6 წლით თავისფულების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლთი თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა 6 წელი, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 2 წელი და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

ი. კ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 14 აგვისტოდან.

მსჯავრდებული ი. კ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 თებერვლის განაჩენის ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ი. კ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებითა (2000 წლის რედაქცია) და სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1998 წლის 18 სექტემბრის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნტქით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, ბინაშ უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც, აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაუილს ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული 2001 წლის 2 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვილლება: მსჯარვდებულ ი. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), გადაკალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.