შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
443საზ ქ. თბილისი
21 თებერვალი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. თ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ნ. თ-ია ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის III ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 188-ე მუხლის I ნაწილით – ჯარიმა 100 დღიური ანაზღაურების ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ნ. თ-ას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით).
სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 06 ივნისიდან.
ამავე განაჩენით, ლ. ხ-ვა ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის III ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ლ. ხ-ას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით (2000 წლის რედაქციით).
სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 06 ივნისიდან.
განჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ნ. თ-ამ და ლ. ხ-ამ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჯგუფურად, სადგომში შეღწევით) და 184-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის III ნაწილით (ავტომობილის ან სხვა მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნის გარეშე, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულები. ნ. თ-ამ ასევე ჩაიდინა სსკ-ის 188-ე მუხლის I ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაული (2000 წლის რედაქციით).
განაჩენი, მსჯავრდებულების ადვოკატის მიერ გასაჩივრდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 3 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 თებერვლის განაჩენი, მსჯავრდებულების მიერ, გასაჩივრებული იქნა საკასაციო წესით, მათ მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 თებერვლის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ნ. თ-სა და ლ. ხ-ას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდათ 6 წლამდე, რასაც დაემატა სსკ-ის 184-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის III ნაწილით დანიშნული სასჯელიდან 1 წელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. თ-ია საჩივრით მოითხოვს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 12 ოქტომბრის განჩინების მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ნ. თ-ას ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის III ნაწილით და 188-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და “გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის და ყაჩაღობისათვის სადგომში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც, აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) და “ა” ქვეპუნქტი (ყაჩაღობისათვის სადგომში უკანონო შეღწევით), ხსენებული ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. თ-ას დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ლ. ხ-ას, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი ლ. ხარჩილავას მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ლ. ხ-ას ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის III ნაწილით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და “გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის და ყაჩაღობისათვის სადგომში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც, აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) და “ა” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, სადგომში უკანონო შეღწევით), ხსენებული ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ხ-ას დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" პუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ ნ. თ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ნ. თ-ას მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) - 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე;
მსჯავრდებულ ლ. ხ-ას მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) - 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე;
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.