შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
461 საზ ქ. თბილისი
30 მაისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ო-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 აპრილის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 აპრილის განაჩენით შ. ო-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. სასჯელის მოხდა მას დაეწყო 2004 წლის 31 იანვრიდან.
ამავე განაჩენით ა. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ”, “დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. სასჯელის მოხდა მას დაეწყო 2004 წლის 2 მაისიდან.
განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ შ. ო-მა და ა. ბ-მა ჩაიდინეს სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მათ მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
მსჯავრდებული შ. ო-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამარლოს 2005 წლის 7 აპრილის განაჩენის ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის (ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ორიდან ექვს წლამდე. აღნიშნული ქმედების კვალიფიკაცია ამჟამად განისაზღვრება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის (ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა სამიდან თორმეტ წლამდე. ამ ქმედების კვალიფიკაცია შეესაბამება ამჟამად საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ შ. ო-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,გ’’ª ქვეპუნქტიდან (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,აª ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განაჩენი, თანახმად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ახალ სისხლის სამართლის კანონთან, კერძოდ, მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ" ქვეპუნქტებიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოსსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
რაც შეეხება შ. ო-სა და ა. ბ-ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის), ამ ქმედების მიმართ ახლად გამოვლენილი გარემოება არ არსებობს, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში განაჩენი მათ მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს, საკასაციო პალატა შესაძლებლად არ მიიჩნევს განაჩენის გადასინჯვას მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელების ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული სასჯელები სასამართლოს მიერ განსაზღვრულია კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ სცდება ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებს.
.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ შ. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ შ. ო-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ª ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,აª ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
მსჯავრდებულ ა. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ხოლო მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ" ქვეპუნქტებიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულების – შ. ო-სა და ა. ბ-ის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.