გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად

ადმინისტრაციული 04.06.2015
საქმის ნომერი
ბს-617-604(კ-14)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.06.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-617-604(კ-14) 4 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი – სს „…“; წარმომადგენელი - გ. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“; წარმომადგენლები - ს. დ-ე; ქ. კ-ე

მესამე პირი - დ. ბ-ე; წარმომადგენელი - რ. მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 9 აგვისტოს სს „სადაზღვევო კომპანია ა...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტის“ მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №13/03 და №14/03 ბრძანებების, სსიპ „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №299 და №300 ბრძანებების, სსიპ „საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის კოლეგიის 2013 წლის 2 ივლისის №79-03/13 და №80-03/13 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სსიპ „საქპატენტისთვის“ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება (რომლითაც სასაქონლო ნიშნები „I...“ (საიდენტიფიკაციო №...) და „...“ (საიდენტიფიკაციო №...) დარეგისტრირდებოდა განცხადებული საქონლისა და მომსახურების სრული ჩამონათვალის მიმართ) და სასაქონლო ნიშნების „I...“ (საიდენტიფიკაციო №...) და „...“ (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, მან განაცხადით მიმართა სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტს“ და სასაქონლო ნიშნის ,,...” (სრული დასახელება: ,,ი... სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...”, საიდენტიფიკაციო №...) რეგისტრაცია მოითხოვა. სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის 2013 წლის 15 იანვრის დასკვნის თანახმად, სასაქონლო ნიშნის ,,...” რეგისტრაციაზე არსებობდა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გასაზღვრული უარის თქმის საფუძველი 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშანი იყო დ. ბ-ის სახელზე რეგისტირებული სასაქონლო ნიშნის ,,ი... I...“ (რეგისტრაციის თარიღი 28.06.2012 რეგისტრაციის N22683) მსგავსი 36-ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ. დასკვნის თანახმად, განცხადებულ ნიშანში სიტყვიერი აღნიშვნა ,,ი...“ ემთხვეოდა დაპირისპირებულ ნიშანს და აღნიშნული ქმნიდა ნიშნებს შორის აღრევის და შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №14/03 ბრძანებით, სს ,,ა...“ უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) რეგისტრაციაზე 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის ნაწილში.

სს ,,ა...“ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №14/03 ბრძანება ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატაში გაასაჩივრა და გასაჩივრებული ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სასაქონლო ნიშანის 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ რეგისტრაცია და ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარება მოითხოვა. ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №299 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2 ივლისის N80-03/13 გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,ა...“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ,,...” საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარებაზე.

ამასთან, მოსარჩელის მითითებით სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის 2013 წლის 15 იანვრის დასკვნის თანახმად, არსებობდა სასაქონლო ნიშნის ,,...” რეგისტრაციაზე ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გასაზღვრული უარის თქმის საფუძველი 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშანი მსგავსი იყო დ. ბ-ის სახელზე რეგისტირებული სასაქონლო ნიშნისა ,,ი... I...“ (რეგისტრაციის თარიღი 28.06.2012 რეგისტრაციის N22683) 36-ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ. დასკვნის თანახმად, განცხადებულ ნიშანში სიტყვიერი აღნიშვნა ,,I...“ ემთხვეოდა დაპირისპირებულ ნიშანს და აღნიშნული ქმნიდა ნიშნებს შორის აღრევის და შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №13/03 ბრძანებით სს ,,ა...“ უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) რეგისტრაციაზე 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის ნაწილში.

სს ,,ა...“ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №13/03 ბრძანება გაასაჩივრა ,,საქპატენტის’’ სააპელაციო პალატაში და გასაჩივრებული ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ სასაქონლო ნიშანის რეგისტრაცია, ასევე ,,I...“-ის (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარება მოითხოვა. ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №300 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2 ივლისის N79-03/13 გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,ა...“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ,,I...“ საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარებაზე.

მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო უკანონო, რადგან დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშნებს შორის არსებული ფონეტიკური მსგავსების მიუხედავად, ნიშნები განსხვავებული იყო ვიზუალურად იმდენად, რომ ისინი მომხმარებელზე იწვევდნენ განსხვავებულ შთაბეჭდილებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ამასთან, მოსარჩელის აზრით, არსებობდა სასაქონლო ნიშნების - ,,I...“ (საიდენტიფიკაციო №...) და ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარების საფუძველი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება დ. ბ-ე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ა...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №13/03 და №14/03 ბრძანებები, „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №300 ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2013 წლის 2 ივლისის №79-03/13 გადაწყვეტილება, „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №299 ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2013 წლის 2 ივლისის №80-03/13 გადაწყვეტილება; სსიპ „საქპატენტს“ დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, რომლითაც სს „ა...“ სასაქონლო ნიშანი „I...“ (საიდენტიფიკაციო №...) და „...“ (საიდენტიფიკაციო №...) დარეგისტრირდებოდა განცხადებული საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ; სასაქონლო ნიშნები „I...“ (საიდენტიფიკაციო №...) და „...“ (საიდენტიფიკაციო №...) აღიარებულ იქნა საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად.

რაიონულმა სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ დ. ბ-ე იყო რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის - ,,ი... I...“ მფლობელი (რეგისტრაციის თარიღი 28.06.2012, რეგისტრაციის N22683), რომელსაც 36-ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ საქართველოს ტეროტირიაზე დაცვა ჰქონდა მინიჭებული.

სს ,,ა...“ განაცხადით მიმართა სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ ,,საქპატენტს“ და სასაქონლო ნიშნის ,,...” (სრული დასახელება: ,,ი... სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...”, საიდენტიფიკაციო №...) რეგისტრაცია მოითხოვა.

სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის 2013 წლის 15 იანვრის დასკვნის თანახმად, სასაქონლო ნიშნის ,,...” რეგისტრაციაზე არსებობდა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გასაზღვრული უარის თქმის საფუძველი 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშანი იყო დ. ბ-ის სახელზე რეგისტირებული სასაქონლო ნიშნის ,,ი... I...“ (რეგისტრაციის თარიღი 28.06.2012 რეგისტრაციის N22683) მსგავსი 36-ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ. დასკვნის თანახმად, განცხადებულ ნიშანში სიტყვიერი აღნიშვნა ,,ი..“ ემთხვეოდა დაპირისპირებულ ნიშანს და აღნიშნული ქმნიდა ნიშნებს შორის აღრევის და შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №14/03 ბრძანებით, სს ,,ა...“ უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის ,,...ს” (საიდენტიფიკაციო №...) რეგისტრაციაზე 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის ნაწილში.

სს ,,ა...“ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №14/03 ბრძანება ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატაში გაასაჩივრა და გასაჩივრებული ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სასაქონლო ნიშანის 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ რეგისტრაცია და ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარება მოითხოვა.

,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №299 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2 ივლისის N80-03/13 გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,ა...“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ,,...” საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარებაზე.

სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის 2013 წლის 15 იანვრის დასკვნის თანახმად, არსებობდა სასაქონლო ნიშნის ,,...” რეგისტრაციაზე ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გასაზღვრული უარის თქმის საფუძველი 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშანი მსგავსი იყო დ. ბ-ის სახელზე რეგისტირებული სასაქონლო ნიშნისა ,,ი... I...“ (რეგისტრაციის თარიღი 28.06.2012 რეგისტრაციის N22683) 36-ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ. დასკვნის თანახმად, განცხადებულ ნიშანში სიტყვიერი აღნიშვნა ,,I…“ ემთხვეოდა დაპირისპირებულ ნიშანს და აღნიშნული ქმნიდა ნიშნებს შორის აღრევის და შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №13/03 ბრძანებით სს ,,ა...“ უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) რეგისტრაციაზე 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის ნაწილში.

სს ,,ა...“ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №13/03 ბრძანება გაასაჩივრა ,,საქპატენტის’’ სააპელაციო პალატაში და გასაჩივრებული ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ სასაქონლო ნიშანის რეგისტრაცია, ასევე ,,I...“ (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარება მოითხოვა.

,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №300 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2 ივლისის N79-03/13 გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,ა...“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ,,I...“ საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარებაზე.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 21 თებერვლის №2-14/576-13 წერილზე, რომლის თანახმად, სადაზღვევო კომპანია ,,ი... In…“ 2008 წელში გაცემული ჰქონდა 265392 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 309161 ადამიანი, 2009 წელს გაცემული ჰქონდა 273117 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 302569 ადამიანი, 2010 წელს გაცემული ჰქონდა 272569 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 543272 ადამიანი, 2011 წელს გაცემული ჰქონდა 196784 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 360933 ადამიანი, 2012 წელს გაცემული ჰქონდა 256030 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 346497 ადამიანი. ამავე წერილის თანახმად, პირველი ჩანაწერი სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებით ფიქსირდებოდა 1998 წლის 16 იანვარს.

საქმეში წარმოდგენილი ,,ი...” ცნობადობის კვლევის თანახმად, კვლევა ჩატარდა საქართველოს 4 ქალაქში თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში და თელავში. კვლევის თანახმად, სადაზღვევო კომპანია ,,ი...” ზოგადი ცნობადობა იყო 61 %. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 11%-მა მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშანი ,,ი...” და ,,…“ ერთიდაიგივე კომპანიას ეკუთვნოდა, ხოლო 85%-მა მიიჩნია, რომ სხვადასხვა კომპანიას ეკუთვნოდა.

რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2012 წლის 16 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, 2012 წლის 16 ნოემბერს განხორციელდა სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...” შერწყმა სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...”. საქმეში წარმოდგენილი სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „…” ჩვეულებრივი აქციების და ხმების 100% მფლობელის - სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...” 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით განხორციელდა სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...” შერწყმა სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...”, სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...” სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...”-ათვის მიერთების გზით. აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებდა, რომ სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...” იყო სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...” უფლებამონაცვლე.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი იყო სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახებოდა გრაფიკულად და განასხვავებდა ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცული იყო რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბამისად. სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდებოდა „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით.

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული იყო რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მისი მფლობელის უფლებები. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეეძლო აეკრძალა მესამე პირისათვის, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენებინა ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტური იყო და საქონელიც იდენტური იყო; ბ) იდენტური იყო, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსი იყო, რომ ჩნდებოდა ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსი იყო, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდებოდა ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსი იყო და დაცული იყო სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნიდა ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებდა სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული იყო რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდებოდა, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსი იყო, ხოლო საქონელი - იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდებოდა ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1999 წლის 23 აგვისტოს №63 ბრძანებით დამტკიცებული „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიმბოლოებს შორის მსგავსების დადგენისას „ექსპერტიზას უნდა გაეთვალისწინებინა სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეთანხმება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა საერთო შთაბეჭდილებას“. ამავე წესის ზოგადი დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცული იყო რეგისტრაციის გარეშე პარიზის კონვენციის 6bis მუხლის შესაბამისად.

პარიზის კონვენციის 6bis მუხლის შესაბამისად შემუშავებული 1999 წლის 20-29 სექტემბერის პარიზის კონვენციის ქვეყნების გაერთიანებული ასამბლეის და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამტკიცებული ,,საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვის შესახებ ერთიანი რეკომენდაციების” თანახმად, კომპეტენტურ ორგანოს მხედველობაში უნდა მიეღო ნებისმიერი გარემოება. რომლითაც შეიძლებოდა დადგენილიყო ნიშნის საყოველთაოდ ცნობადობა, მათ შორის: 1. საზოგადოების შესაბამის სექტორში ნიშნის ცნობილობის ხარისხი; 2. ნიშნის გამოყენების ხანგრძლივობა და მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი; 3. საზოგადოებისათვის ნიშნის გაცნობის ხელშემწყობი ღონისძიებები.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში აღინიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 21 თებერვლის №2-14/576-13 წერილის თანახმად, სადაზღვევო კომპანია ,,ი... In…“ 2008 წელში გაცემული ჰქონდა 265392 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 309161 ადამიანი, 2009 წელს გაცემული ჰქონდა 273117 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 302569 ადამიანი, 2010 წელს გაცემული ჰქონდა 272569 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 543272 ადამიანი, 2011 წელს გაცემული ჰქონდა 196784 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 360933 ადამიანი, 2012 წელს გაცემული ჰქონდა 256030 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 346497 ადამიანი.

რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს სასაქონლო ნიშანს ,,…“ დაზღვეული ჰყავდა ნახევარ მილიონზე მეტი (543272) ადამიანი, ამასთან 2011 წელში დამატებით გაიცა 196784 პოლისი, ხოლო 2012 წელს გაიცა 256030 პოლისი.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვეყანაში სადაც სულ რამდენიმე მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, სადავო სასაქონლო ნიშნების ქვეშ ნახევარ მილიონზე მეტი (543272) ადამიანის დაზღვევა ამ ნიშნის საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარების საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი კვლევის თანახმად ეს ნიშნები ცნობილი იყო მოსახლეობის, იმ ნაწილშიც ვინც არ იყო დაზღვეული.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ,,ი...” ცნობადობის კვლევაზე, რომლის თანახმად კვლევა ჩატარდა საქართველოს 4 ქალაქში თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში და თელავში. კვლევის თანახმად, სადაზღვევო კომპანია ,,ი...” ზოგადი ცნობადობა იყო 61 %. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება იმ გარემოებასთან ერთად, რომ სადავო სასაქონლო ნიშნების ქვეშ ნახევარ მილიონზე მეტი (543272) ადამიანი იყო დაზღვეული, ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ სადავო სასაქონლო ნიშნები იყო საყოველთაოდ ცნობილი. მითუმეტეს 2012 წელს 346497 ადამიანი კვლავ ამ ნიშნების ქვეშ იყო დაზღვეული.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 21 თებერვლის №2-14/576-13 წერილის თანახმად, პირველი ჩანაწერი სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებით ფიქსირდებოდა 1998 წლის 16 იანვარს. ამდენად, სადაზღვევო კომპანიის ,,...” სადაზღვევო ბაზარზე 16 წლიანმა საქმიანობამ, მისი კუთვნილი სასაქონლო ნიშნების საყოველთაოდ ცნობადობის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის და დ. ბ-ის სასაქონლო ნიშნებს შორის არსებობდა გარკვეული მსგავსება, მაგრამ მესამე პირზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის არსებობა ვერ დააბრკოლებდა საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას, ვინაიდან, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არსებობდა სასაქონლო ნიშნების - ,,I...“ (საიდენტიფიკაციო №...) და ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარების საფუძველი.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები გამოცემული იყო ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის არასწორი განმარტებით და გამოყენებით, შესაბამისად, არსებობდა მათი ბათილად ცნობის და სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტისათვის“ განცხადებული საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ სს ,,ა...“ სასაქონლო ნიშანი ,,I... “ (საიდენტიფიკაციო №...) და ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულების საფუძველი; ამასთან, სასაქონლო ნიშნები ,,I...“ (საიდენტიფიკაციო №...) და ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად უნდა აღიარებულიყო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „საქპატენტმა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ ,,საქპატენტის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „სადაზღვევო კომპანია ა...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2013 წლის 2 ივლისის N79-03/13 და 2013 წლის 2 ივლისის N80-03/13 გადაწყვეტილებები სს „სადაზღვევო კომპანია ა...“ მიერ მოთხოვნილი სასაქონლო ნიშნების ,,I...“ (საიდენტიფიკაციო №...) და „...” (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს საქმის გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №300 და 2013 წლის 8 ივლისის №299 ბრძანებები, იმ ნაწილებში, რომლითაც დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2013 წლის 2 ივლისის N79-03/13 და 2013 წლის 2 ივლისის N80-03/13 გადაწყვეტილებები სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...“ მიერ მოთხოვნილი სასაქონლო ნიშნების ,,I...“ (საიდენტიფიკაციო №...) და ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...’’ სასარჩელო მოთხოვნა სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის“ 2013 წლის 15 იანვრის N13/03 და 2013 წლის 15 იანვრის N14/03 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...’’ სასარჩელო მოთხოვნა ,,საქპატენტის“ 2013 წლის 15 იანვრის N13/03 ბრძანების და ,,საქპატენტის“ 2013 წლის 15 იანვრის N14/03 ბრძანების ძალაში დატოვების ნაწილში სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2013 წლის 02 ივლისის N79-03/13 გადაწყვეტილების, ამავე პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 08 ივლისის №300 ბრძანების, ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2013 წლის 2 ივლისის N80-03/13 გადაწყვეტილების, ამავე პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №299 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...’’ სასარჩელო მოთხოვნა „საქპატენტისათვის“ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე სს ,,ა...“ მიერ მოთხოვნილი სასაქონლო ნიშნების ,,I...“ (საიდენტიფიკაციო №...) და „...” (საიდენტიფიკაციო №...) განცხადებული საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა; სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...’’ სასარჩელო მოთხოვნა სასაქონლო ნიშნების ,,I...“ და ,,...” საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ სარჩელი სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის N13/03 ბრძანების, სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის N14/03 ბრძანების, ასევე ,,საქპატენტის“ 2013 წლის 15 იანვრის N13/03 ბრძანების და ,,საქპატენტის“ 2013 წლის 15 იანვრის N14/03 ბრძანების ძალაში დატოვების ნაწილში სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2013 წლის 2 ივლისის N79-03/13 გადაწყვეტილების, ამავე პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №300 ბრძანების, ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2013 წლის 2 ივლისის N80-03/13 გადაწყვეტილების, ამავე პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №299 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილე პირმა - დ. ბ-ემ 2012 წლის 28 ივნისს სასაქონლო ნიშნის – „ი… I…“ რეგისტრაცია (რეგისტ. N22683) განახორციელა, შესაბამისად, აღნიშნულ სასაქონლო ნიშანს მიენიჭა დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე 36-ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის (დაზღვევა, ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობა, ფულად – საკრედიტო ოპერაციები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები) მიმართ.

მოსარჩელემ სს „სადაზღვევო კომპანია ა...მ“, რომელიც იყო სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...” უფლებამონაცვლე განაცხადით მიმართა „საქპატენტს“ და სასაქონლო ნიშნის „...” (სრული დასახელება: ,,ი... სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...“) რეგისტრაცია მოითხოვა; სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №14/03 და 13/03 ბრძანებებით სს ,,ა...“ უარი ეთქვა სასაქონლო ნიშანის ,,...” რეგისტრაციაზე 36-ე კლასის საქონლის და მომსახურების ჩამონათვალის მიმართ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან, მიჩნეული იქნა სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშანის მსგავსება დ. ბ-ის სახელზე ადრე რეგისტირებულ სასაქონლო ნიშანთან. ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2013 წლის 02.07. №79–03/13 და №80–03/13 გადაწყვეტილებებით სს ,,ა...“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 2013 წლის 15 იანვრის №14/03 და №13/03 ბრძანებები; აღნიშნული გადაწყვეტილებები დამტკიცდა „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №300 და №299 ბრძანებებით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „საქპატენტის“ უარი სს „ა…“ მიერ განცხადებული სასაქონლო ნიშანის რეგისტრაციაზე 36–ე კლასის საქონლის და მომსახურების ჩამონათვალის მიმართ იყო კანონიერი და შეესაბამებოდა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული იყო რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდებოდა, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსი იყო, ხოლო საქონელი - იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდებოდა ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ამასთან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1999 წლის 23 აგვისტოს №63 ბრძანებით დამტკიცებული, „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიმბოლოებს შორის მსგავსების დადგენისას ექსპერტიზას უნდა გაეთვალისწინებინა სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეთანხმება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა საერთო შთაბეჭდილებას.

საქმეში წარმოდგენილი საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნების (№...,...) მიხედვით სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშანი ,,ი... სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...” იყო ფიზიკური პირის დ. ბ-ის სახელზე იმავე 36–ე კლასის მომსახურებისათვის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის „ი… I…“ მსგავსი, კერძოდ, დასკვნაში მითითებული იყო, რომ განცხადებულ ნიშანში სიტყვიერი აღნიშვნა „…“ ემთხვეოდა დაპირისპირებულ ნიშანს და აღნიშნული ქმნიდა ნიშნებს შორის აღრევის და შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული დასკვნისაგან განსხვავებული დასკვნა სადავო სასაქონლო ნიშნების მსგავსებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ იყო, შესაბამისად, სადავო სასაქონლო ნიშნების მსგავსების შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობდა ზემოაღნიშნული დასკვნითა და სასაქონლო ნიშნების შესადარებლად საყოველთაოდ მიღებული მეთოდოლოგიების გათვალისწინებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სოციოლოგიური კვლევის შედეგად დადგენილი გარემოებები ვერ გააბათილებდა სასაქონლო ნიშნების მსგავსების შესახებ არსობრივი ექსპერტიზის შედეგად დადგენილ გარემოებებს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ მესამე პირზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის არსებობა ვერ დააბრკოლებდა საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას მათი მსგავსების მიუხედავად და განმარტა, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად და ყოველგვარი საშეღავათო პირობების გარეშე იყო დადგენილი აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის დაუშვებლობა. ამასთან, თუ საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშანს უპირისპირდებოდა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი, ეს თავის მხრივ ადასტურებდა მათი მსგავსების არსებობას და შესაბამისად, გამორიცხავდა საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანის რეგისტრაციის შესაძლებლობას, ხოლო საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი დაცული იყო რა რეგისტრაციის გარეშეც, უფლების დაცვას ახდენდა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანის გამოყენების აკძალვის მოთხოვნით და არა საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანის რეგისტრაციის მოთხოვნით, რადგან ამ უკანასკნელ შემთხვევაში რეგისტრირებული იქნებოდა ორი აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშანი, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელი იყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის კანონიერებაზე მსჯელობისას მსგავსების თვალსაზრისით უნდა შედარებულიყო, როგორც რეგისტრირებული და დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები, ისე ის საქონელი და მომსახურება, რომელთა მიმართაც მოთხოვნილი იყო რეგისტრაცია. მოცემულ შემთხვევაში არ იყო სადავო ის გარემოება, რომ ის მომსახურება, რომლის მიმართაც მოთხოვნილი იყო სადავო ნიშნის რეგისტრაცია და ის მომსახურება, რომლის მიმართაც რეგისტრირებული იყო დაპირისპირებული ნიშანი იყო იდენტური, ამდენად, მხოლოდ განცხადებული და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების შედარება უნდა განხორციელებულიყო. დადგენილი იყო, რომ მოთხოვნილი ნიშანი იყო კომბინირებული ნიშანი, იმდენად, რამდენადაც შედგებოდა სიტყვიერი და გამოსახულებითი ნაწილებისაგან, ხოლო დაპირისპირებული ნიშანი იყო მხოლოდ სიტყვიერი ნიშანი, აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შედარებულიყო განცხადებული სასაქონლო ნიშანის სიტყვიერი ნაწილი და რეგისტრირებული სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი, ხოლო მათი შედარებისას დგინდებოდა, რომ სადავო და დაპირისპირებული ნიშნები იყო იდენტური როგორც ფონეტიკურად, ასევე გრაფიკულად და აზრობრივად, განმსხვავება წარმოადგენდა მხოლოდ ერთი ასო–ბგერა – …, რაც საერთო შთაბეჭდილების შექმნის თვალსაზრისით არ ქმნიდა მნიშვნელოვან განსხვავებას დაპირისპირებულ და სადავო ნიშნებს შორის. ასევე განცხადებულ ნიშანში მოცემული ისეთი განმასხვავებელი ელემენტი, რომელშიც აღწერილი იყო მომსახურება, რომლის მიმართაც მოთხოვნილი იყო რეგისტრაცია, ნაკლებ განმასხვავებელუნარიანი იყო და შესაბამიასად, მისი გავლენა ნიშნების საერთო შთაბეჭდილებაზე იყო სუსტი.

სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფდა სადავო და დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშანთა აღრევამდე მსგავსების არსებობას და შესაბამისად, კანონიერს ხდიდა საქპატენტის გადაწყვეტილებას 36–ე კლასის მომსახურების მიმართ განცხადებული სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე უარის შესახებ.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ აქტები, რომლითაც სს „ა…“ უარი ეთქვა განცხადებული სასაქონლო ნიშნების საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარებზე ( სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2013 წლის 2 ივლისის N79-03/13 და N80-03/13 გადაწყვეტილებები სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...“ მიერ მოთხოვნილი სასაქონლო ნიშნების ,,I...“ (საიდენტიფიკაციო №...) და ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში) არ იყო გამოცემული საქმის გარემოებათა სრული და ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად, რის გამოც სახეზე იყო ადმინისტრაციული წარმოებისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–და 53–ე მუხლების დარღვევა, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტაციული საპროცესო კოდექსის კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ქმნიდა მათი ბათილად ცნობის წინამძღვრებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცული იყო რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბამისად. სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდებოდა „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით. ამასთან, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული იყო დაცულ (რეგისტრირებულ, თუ საყოველთაოდ ცნობილ) სასაქონლო ნიშანზე მისი მფლობელის უფლებები; კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეეძლო მესამე პირისათვის აეკრძალა, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოეყენებინა ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტური იყო და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტური იყო, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსი, რომ ჩნდებოდა ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსი იყო, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდებოდა ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსი იყო და დაცული იყო სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნიდა ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებდა სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარების საკითხის განხილვისას საქპატენტის სააპელაციო პალატა, როგორც ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე და შესაბამისად, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე გამოსცემდა რა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, ის ვალდებული იყო დაეცვა ამ აქტის მომზადების და გამოცემის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით საქპატენტი უფლებამოსილი იყო საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარების შესახებ საკითხი განეხილა იმ შემთხვევაში, თუ განცხადებული სასაქონლო ნიშანი არ იყო დაპირისპირებაში უკვე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხის დადებითად გადაწყვეტისას საქპატენტში რეგისტრირებული აღმოჩნდებოდა ორი აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშანი, რაც დაუშვებელი იყო მოქმედ საკანონმდებლო სივრცეში. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ განცხადებული საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი უპირისპირდებოდა უკვე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, ასეთ დროს რეალურად სახეზე იყო დავა რეგისტრაციით დაცულ და საყოველთაო ცნობადობით დაცულ სასაქონლო ნიშნებს შორის, რისი გადაწყვეტაც მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ საქპატენტის სააპელაციო პალატას განცხადებული სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარების მოთხოვნის განხილვისას უნდა ემსჯელა ზემოაღნიშნულ ასპექტებზეც და გადაეწყვიტა, თუ რამდენად იყო უფლებამოსილი განეხილა განცხადებული ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების შესახებ მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც ის უპირისპირდებოდა რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანს, ხოლო რეგისტრაცის შესახებ საქპატენტის მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და ძალაში მყოფი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქპატენტის სააპელაციო პალატამ იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, რომლითაც განიხილა განცხადებული სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ აღიარებულ სასაქონლო ნიშნად მიჩნევის საკითხი, აღნიშნულის შესახებ იმსჯელა აქტის დასაბუთებით ნაწილში, ხოლო დასკვნით, სარეზოლუციო ნაწილში არ მიუთითა იმ სამართლებრივ შედეგზე, რაც დადგა განხილვის შედეგად, რისი აუცილებლობაც მოცემულ შემთხვევაში განპირობებული იყო იმით, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში აქტი უფლებადამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სადავო აქტის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც ხდებოდა სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება, ამასთან, არსებობდა 1999 წლის 20-29 სექტემბერს პარიზის კონვენციის ქვეყნების გაერთიანებული ასამბლეის და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის, ისმო-ს ასამბლეის მიერ დამტკიცებული „ერთიანი რეკომენდაციები საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვის შესახებ“, ე.წ. „ისმოს რეკომენდაციები“, რომელსაც ითვალისწინებდა ისმოს წევრი ყველა ქვეყნის სასამართლო იქნებოდა ეს თუ ადმინისტრაციული ორგანო, საყოველთაოდ ცნობილად ნიშნის აღიარების შესახებ მსჯელობისას. აღნიშნული რეკომენდაციების მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმის დადგენისას იყო თუ არა ნიშანი საყოველთაოდ ცნობილი, კომპეტენტურ ორგანოს მხედველობაში უნდა მიეღო ნებისმიერი გარემოება, რომლიდანაც შესაძლებელი იყო დადგენილიყო, რომ ნიშანი საყოველთაოდ ცნობილია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ისმოს რეკომენდაციების მიხედვით უპირველესად უნდა დადგენილიყო ე.წ. მიჩნევის თარიღი, ანუ ის კონკრეტული თარიღი, რომლიდანაც ნიშანი მიიჩნეოდა საყოველთაოდ ცნობილად, რადგან მასთან მიმართებაში ხდებოდა ყველა იმ დოკუმენტის და გარემოების შეწავლა–გამოკვლევა, რასაც უკავშირდებოდა ნიშნის საყოველთაო ცნობადობა, იმდენად, რამდენადაც სწორედ საყოველთაოდ ცნობადობის თარიღიდან იყო ნიშანი დაცული, ხოლო თუ ეს თარიღი წინ უსწრებდა სარეგისტრაციო განაცხადს, იქმნებოდა განცხადებულ რეგისტრაციაზე უარის თქმის წანამძღვრები, კერძოდ, ისმოს რეკომენდაციების 3.1. მუხლში აღნიშნული იყო, რომ წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფდნენ საყოველთაოდ აღიარებული ნიშნების დაცვას თარიღიდან, რომლიდანაც ეს ნიშანი გახდა საყოველთაოდ ცნობილი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განცხადებული სასაქონლო ნიშნების საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარების მსჯელობისას საქპატენტის სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია თარიღი, რომელსაც განმცხადებელი უკავშირებდა ნიშნის საყოველთაოდ ცნობადობას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული სადავო ურთიერთობებისას, კერძოდ, კი მაშინ, როდესაც რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს უპირისპირდებოდა საყოველთაოდ ცნობილი ნიშანი, უმნიშვნელოვანესი იყო უფლებამოსილ ორგანოებს განესაზღვრათ ცნობადობის თარიღი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი გამოყენების კანონიერების შესახებ დავა ვერ გადაწყდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ისმოს რეკომენდაციების მე–6 მუხლი, ადგენდა იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებიც საფუძვლიანად უნდა ყოფილიყო გამოკვლეულნი სასაქონლო ნიშნის საყოველთად ცნობადობის საკითხის განხილვისას, ეს კრიტერიუმები იყო: 1. საზოგადოების შესაბამის სექტორში ნიშნის ცნობილობის ხარისხი; 2.ნიშნის გამოყენების ხანგრძლივობა და მისი გავრცელების და გეოგრაფიული არეალი; 3. საზოგადოებისათვის ნიშნის გაცნობის ხელშეწყობის ღონისძიებების, მათ შორის რეკლამისა და გამოქვეყნების და ამ ნიშნით მონიშნული საქონლისა და/ან მომსახურების ბაზრობებსა და გამოფენებზე წარდგენის ხანგრძლივობა და გავრცელების გეოგრაფიულ არეალი; 4.გამოყენების ხანგრძლივობა და მისი გეოგრაფიული არეალი ნებისმიერი რეგისტრაციისა, ან/და ნიშნის რეგისტრაციის მიზნით ნებისმიერი განაცხადი, იმდენად რამდენადაც ის ასახავდა ნიშნის გამოყენებასა და ცნობადობას; 5.ნიშანზე უფლებების წარმატებული განხორციელება, რამდენადაც ნიშანი აღიარებულ იქნა საყოველთაოდ ცნობილად კომპეტენტური ორგანოების მიერ; 6. ნიშანთან დაკავშირებული ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქპატენტის სააპელაციო პალატას საკითხის ხელახალი განხილვისას სადავო სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით შეფასება უნდა მიეცა ყველა კრიტერიუმისათვის ცალ–ცალკე, მათ შესახებ წარდგენილი მონაცემების, მტკიცებულებების და გარემოებების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ წარდგენილი იყო მტკიცებულებები საზოგადოების შესაბამის სექტორში ნიშნის ცნობადობის ხარისხის, მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალის და საზოგადოებისათვის ნიშნის გაცნობის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ, რომლებშიც მოცემული მონაცემები ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 21 თებერვლის №2-14/576-13 წერილის თანახმად, სადაზღვეო კომპანია ,,ი... In...“ 2008 წელში გაცემული ჰქონდა 265392 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 309161 ადამიანი, 2009 წელს გაცემული ჰქონდა 273117 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 302569 ადამიანი, 2010 წელს გაცემული ჰქონდა 272569 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 543272 ადამიანი, 2011 წელს გაცემული ჰქონდა 196784 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 360933 ადამიანი, 2012 წელს გაცემული ჰქონდა 256030 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 346497 ადამიანი; აღნიშნულ მტკიცებულებაში მოცემული გარემოება იმის შესახებ, რომ 2010 წელს სასაქონლო ნიშნის ,,...ს“ ქვეშ დაზღვეული იყო ნახევარ მილიონზე მეტი (543272) ადამიანი, ხოლო 2011 წელს გაიცა 196784 პოლისი, 2012 წელს კი გაიცა 256030 პოლისი, არ იქნა შეფასებული სადავო სასაქონლო ნიშნის ცნობადობის თვალსაზრისით. ასევე საქმეში წარმოდგენილი იყო ,,ი...” ცნობადობის კვლევა, რომელიც ჩატარდა საქართველოს 4 ქალაქში თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში და თელავში. კვლევის თანახმად სადაზღვევო კომპანია ,,ი...” ზოგადი ცნობადობა იყო 61 %. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას შეფასება უნდა მისცემოდა იმ გარემოებას, აღნიშნულ კვლევასთან ერთად ნახევარ მილიონზე მეტი (543272) ადამიანის დაზღვევა სადავო სასაქონლო ნიშების ქვეშ ხომ არ ადასტურებდა სადავო სასაქონლო ნიშნების საყოველთაოდ ცნობადობას. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასება ასევე უნდა მისცემოდა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 21 თებერვლის №2-14/576-13 წერილის თანახმად, პირველი ჩანაწერი ,,...” სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებით 1998 წლის 16 იანვარს ფიქსირდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სასაქონლო ნიშნების საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებების სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება ქმნიდა პროცესუალურ წანამძღვრებს იმისათვის, რომ არსებითად ბათილად ყოფილიყვნენ ცნობილნი სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №300 და 2013 წლის 8 ივლისის №299 ბრძანებები, იმ ნაწილებში, რომლითაც დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2013 წლის 2 ივლისის N79-03/13 და 2013 წლის 2 ივლისის N80-03/13 გადაწყვეტილებები სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...“-ს მიერ მოთხოვნილი სასაქონლო ნიშნების ,,I..“ (საიდენტიფიკაციო №...) და ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნო საქპატენტის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებები სადავო განცხადებული სასაქონლო ნიშნების საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარებაზე უარის შესახებ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები „საქპატენტისათვის“ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე სს ,,ა...“ მიერ მოთხოვნილი სასაქონლო ნიშნების ,,I...“ (საიდენტიფიკაციო №...) და ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) განცხადებული საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ რეგისტრაციის შესახებ, ასევე სასამართლოს მიერ სასაქონლო ნიშნების ,,I...“–ის და ,,...” საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარების შესახებ, მოკლებული იყო როგორც პროცესუალურ–სამართლებრივ, ისე მატერიალურ –სამართლებრივ საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, სს „...“ წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინა სს „სადაზღვევო კომპანია ა...“ და სს „…“ უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

კასატორის მოსაზრებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად დასაბუთებული და ამომწურავი, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

კასატორის მითითებით, სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების საკითხი პარიზის კონვენციის 6bis მუხლის შესაბამისად შემუშავებული 1999 წლის 20-29 სექტემბერის პარიზის კონვენციის ქვეყნების გაერთიანებული ასამბლეის და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამტკიცებული ,,საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვის შესახებ ერთიანი რეკომენდაციებით” რეგულირდებოდა, რომლის თანახმადაც, კომპეტენტურ ორგანოს მხედველობაში უნდა მიეღო ნებისმიერი გარემოება, რომლითაც შეიძლება დადგენილიყო ნიშნის საყოველთაოდ ცნობადობა, მათ შორის: 1. საზოგადოების შესაბამის სექტორში ნიშნის ცნობილობის ხარისხი; 2. ნიშნის გამოყენების ხანგრძლივობა და მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი; 3. საზოგადოებისათვის ნიშნის გაცნობის ხელშემწყობი ღონისძიებები. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდებოდა ზემოაღნიშნული რეკომენდაციით განსაზღვრული სამივე წინაპირობის არსებობა.

კასატორის განმარტებით, ურთიერთგამომრიცხავი და არათანმიმდევრული იყო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოპასუხისათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მოპასუხისათვის როგორც სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების ნაწილში, ისე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნაწილში მსჯელობა უნდა დაევალებინა.

კასატორმა ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დ. ბ-ეს სასაქონლო ნიშანი „…“ არაკეთილსინდისიერი განზრახვით ქონდა რეგისტრირებული. კასატორმა მიუთითა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებაზე №C-529/07 და აღნიშნა, რომ დ. ბ-ესთან მიმართებაში სახეზე იყო სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი არაკეთილსინდისიერი განზრახვის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რადგან დ. ბ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს განაცხადა, რომ 2012 წელს საქპატენტში ნიშნის სარეგისტრაციოდ შეტანის დროს იცოდა დაზღვევის სფეროში ნიშნის „…“ არსებობის შესახებ, მისი ინფორმაციით ეს ნიშანი არ იყო რეგისტრირებული და სწორედ ამ მიზნით მან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია განახორციელა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „…“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი სს „…“ საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2015 წლის 26 მარტს 13:00 საათზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის საოქმო განჩინებით სს „სადაზღვევო კომპანია ა...“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „…“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილე პირმა - დ. ბ-ემ 2012 წლის 28 ივნისს სასაქონლო ნიშნის – „ი… I…“ რეგისტრაცია (რეგისტ. N22683) განახორციელა, შესაბამისად, აღნიშნულ სასაქონლო ნიშანს მიენიჭა დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე 36-ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის (დაზღვევა, ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობა, ფულად – საკრედიტო ოპერაციები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები) მიმართ. სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...“ განაცხადით მიმართა სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ ,,საქპატენტს’’ და სასაქონლო ნიშნის ,,...” (სრული დასახელება: ,,ი... სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...”, საიდენტიფიკაციო №...) რეგისტრაცია მოითხოვა. სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის 2013 წლის 15 იანვრის დასკვნის თანახმად, სასაქონლო ნიშნის ,,...” რეგისტრაციაზე არსებობდა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშანი იყო დ. ბ-ის სახელზე რეგისტირებული სასაქონლო ნიშნის ,,ი... I...“ (რეგისტრაციის თარიღი 28.06.2012 რეგისტრაციის N22683) მსგავსი. დასკვნის თანახმად, განცხადებულ ნიშანში სიტყვიერი აღნიშვნა ,,…“ ემთხვეოდა დაპირისპირებულ ნიშანს და აღნიშნული ქმნიდა ნიშნებს შორის აღრევის და შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №14/03 ბრძანებით, სს ,,ა...“ უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) რეგისტრაციაზე 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის ნაწილში.

სს ,,ა...“ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №14/03 ბრძანება ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატაში გაასაჩივრა და გასაჩივრებული ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სასაქონლო ნიშანის 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ რეგისტრაცია და ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარება მოითხოვა.

,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №299 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2 ივლისის N80-03/13 გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,ა...“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ,,...ს” საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარებაზე.

ამასთან, სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის 2013 წლის 15 იანვრის დასკვნის თანახმად, არსებობდა სასაქონლო ნიშნის ,,...” რეგისტრაციაზე ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გასაზღვრული უარის თქმის საფუძველი 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშანი მსგავსი იყო დ. ბ-ის სახელზე რეგისტირებული სასაქონლო ნიშნისა ,,ი... I...“ (რეგისტრაციის თარიღი 28.06.2012 რეგისტრაციის N22683) 36-ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ. დასკვნის თანახმად, განცხადებულ ნიშანში სიტყვიერი აღნიშვნა ,,I…“ ემთხვეოდა დაპირისპირებულ ნიშანს და აღნიშნული ქმნიდა ნიშნებს შორის აღრევის და შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №13/03 ბრძანებით სს ,,ა...“ უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის ,,...” (საიდენტიფიკაციო №...) რეგისტრაციაზე 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის ნაწილში.

სს ,,ა...“ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №13/03 ბრძანება გაასაჩივრა ,,საქპატენტის’’ სააპელაციო პალატაში და გასაჩივრებული ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, 36-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ სასაქონლო ნიშანის რეგისტრაცია, ასევე ,,I...“ (საიდენტიფიკაციო №...) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარება მოითხოვა.

,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 8 ივლისის №300 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2 ივლისის N79-03/13 გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,ა...“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ,,I...“ საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარებაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 21 თებერვლის №2-14/576-13 წერილზე, რომლის თანახმადაც, სადაზღვევო კომპანია ,,ი... In...“ 2008 წელში გაცემული აქვს 265392 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავს 309161 ადამიანი, 2009 წელს გაცემული აქვს 273117 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავს 302569 ადამიანი, 2010 წელს გაცემული აქვს 272569 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავს 543272 ადამიანი, 2011 წელს გაცემული აქვს 196784 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავს 360933 ადამიანი, 2012 წელს გაცემული აქვს 256030 პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავს 346497 ადამიანი. ამავე წერილის თანახმად, პირველი ჩანაწერი სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებით ფიქსირდება 1998 წლის 16 იანვარს.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ,,ი...” ცნობადობის კვლევის თანახმად, კვლევა ჩატარდა საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში და თელავში. კვლევის თანახმად, სადაზღვევო კომპანია ,,ი...” ზოგადი ცნობადობა არის 61 %. ამავე კვლევის თანახმად. გამოკითხულთა 11 %-მა მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშანი ,,ი...” და ,,…“ ერთიდაიგივე კომპანიას ეკუთვნის, ხოლო 85%-მა მიიჩნია, რომ სხვადასხვა კომპანიას ეკუთვნის.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2012 წლის 16 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, 2012 წლის 16 ნოემბერს განხორციელდა სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...” შერწყმა სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...”. საქმეში წარმოდგენილი სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „...” ჩვეულებრივი აქციების და ხმების 100% მფლობელის - სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...” 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით განხორციელდა სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...” შერწყმა სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...”, სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...” სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...” მიერთების გზით. აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებს, რომ სს ,,სადაზღვევო კომპანია ა...” იყო სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ...” უფლებამონაცვლე.

ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის საოქმო განჩინებით სს „სადაზღვევო კომპანია ა…“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „სადაზღვევო კომპანია …“.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სს „სადაზღვევო კომპანია ა...“ სასარჩელო მოთხოვნების როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური საფუძლების ერთმანეთისაგან გამიჯვნას და მათ შეფასებას.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სს „ა...“ სასარჩელო მოთხოვნას, ერთის მხრივ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, ხოლო მეორეს მხრივ, საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ აქტების ბათილად ცნობა და სასამართლოს მიერ მისი სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება წარმოადგენს. ამდენად, სახეზე გვაქვს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნა, ერთის მხრივ მავალდებულებელი (ასკ-ის 24-ე მუხლი), ხოლო მეორეს მხრივ აღიარებითი სარჩელის ფარგლებში (ასკ-ის 25-ე მუხლი).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების ნაწილში (აღიარებითი სარჩელის ნაწილში) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნო სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის ხელახლა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით. ამდენად, სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარებაზე უფლებამოსილია, როგორც სააპელაციო პალატა, ისე სასამართლო. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივ ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემობაზე, რომ აღიარებითი სარჩელი თავისი არსით განსაკუთრებული სპეციფიკურობით ხასიათდება და მისი აღძვრა დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია შეცილებითი ან მავალდებულებელი სარჩელის აღძვრა, ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებითი სარჩელის განხილვის პროცესში ვერ იქნება გამოყენებული, ვერც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე და შესაბამისად, ვერც 32-331-ე მუხლები, რადგან საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლები შეცილებით/მავალდებულებელ სარჩელს შეეხება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად აღძრული სარჩელის შემთხვევაში კი სასამართლო თავად იღებს გადაწყვეტილებას უფლების აღიარება/არ აღიარების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა/არარსებობის ფაქტის დადგენის შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან აღიარებითი სარჩელის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აღიარებითი სარჩელის არსს და მის ძირითად პრინციპს.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ზოგადად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებასთან მიმართებაში დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით რეგლამენტირებული საპროცესო ნორმის გამოყენებისას სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის მისთვის შეუძლებელი საქმის გარემოებების გამოკვლევა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტა, ასევე _ ის გარემოება, რომ კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები, რომ აღნიშნულით იგი შესაძლებელია შეიჭრას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისას სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ კონკრეტული საკითხის გამოკვლევა და დადგენა ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში კი ნათელია ის გარემოება, რომ საკითხის დადგენის/გამოკვლევის უფლებამოსილება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სასამართლოს თავად გააჩნდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას თავად უნდა იმსჯელოს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ერთის მხრივ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას და მეორეს მხრივ, სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარებას ითხოვს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამავე კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული არის რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მისი მფლობელის უფლებები. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტურია; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.

ამასთან, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი - იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. რაც შეეხება სიმბოლოებს შორის მსგავსებას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1999 წლის 23 აგვისტოს №63 ბრძანებით დამტკიცებული „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიმბოლოებს შორის მსგავსების დადგენისას „ექსპერტიზამ უნდა გაითვალისწინოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეთანხმება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას“.

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის პირობებში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის კანონიერებაზე მსჯელობისას მსგავსების თვალსაზრისით შედარებული უნდა იქნეს როგორც რეგისტრირებული და დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები, ისე ის საქონელი და მომსახურება, რომელთა მიმართაც მოთხოვნილი არის რეგისტრაცია. მოცემულ შემთხვევაში არ არის სადავო ის გარემოება, რომ ის მომსახურება, რომლის მიმართაც მოთხოვნილი არის სადავო ნიშნის რეგისტრაცია და ის მომსახურება, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია დაპირისპირებული ნიშანი არის იდენტური, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მხოლოდ განცხადებული და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების შედარება უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება, სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე პარიზის კონვენციის 6bis მუხლის შესაბამისად. თუმცა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების შესაბამის კრიტერიუმებს არ ადგენს და აღნიშნული საკითხი პარიზის კონვენციის 6bis მუხლის შესაბამისად შემუშავებული 1999 წლის 20-29 სექტემბერის პარიზის კონვენციის ქვეყნების გაერთიანებული ასამბლეის და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამტკიცებული ,,საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვის შესახებ ერთიანი რეკომენდაციებით” რეგულირდება, რომლის თანახმადაც, კომპეტენტურმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება, რომლითაც შეიძლება დადგენილი იყოს ნიშნის საყოველთაოდ ცნობადობა, მათ შორის: 1. საზოგადოების შესაბამის სექტორში ნიშნის ცნობილობის ხარისხი; 2. ნიშნის გამოყენების ხანგრძლივობა და მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი; 3. საზოგადოებისათვის ნიშნის გაცნობის ხელშემწყობი ღონისძიებები და ა.შ.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ შედარებით საფუძველს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშნის, უფრო ადრე მესამე პირის სახელზე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან მსგავსება წარმოადგენს (ასევე საქონლის იდენტურობა, ან იმდენად მსგავსება, რომ არსებობს მათი აღრევის შესაძლებლობა) და შესაბამისად, სასაქონლო ნიშანთა მსგავსების დადგენის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია დაუშვებელია.

რაც შეეხება, სასაქონლო ნიშნის საყოველთად ცნობილად აღიარებას, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატას განცხადებული სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარების მოთხოვნის განხილვისას უნდა ემსჯელა და გადაეწყვიტა, თუ რამდენად იყო უფლებამოსილი განეხილა განცხადებული ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების შესახებ მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც ის უპირისპირდებოდა რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანს, ხოლო რეგისტრაცის შესახებ საქპატენტის მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და ძალაში მყოფი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად აღიარების შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა უკვე არის თუ არა რეგისტრირებული ამ სასაქონლო ნიშნის მსგავსი ნიშანი, ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ნიშნის ცნობადობას და სასაქონლო ნიშანი რეგისტრაციის გარეშეც ითვლება დაცულად. შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების შემთხვევაში, შემდგომ ცალკე რეგისტრაციის განხორციელება საჭირო არ არის, რადგან ისინი დაცულია რეგისტრაციის გარეშე პარიზის კონვენციის 6bis მუხლის შესაბამისად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას აუცილებლად უნდა იმსჯელოს აღიარებითი სარჩელის ნაწილში საქმის განხილვის დასრულებამდე მავალდებულებელი სარჩელის (რეგისტრაციის დავალდებულების) ნაწილში საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლიანობაზე, რადგან რეალურად მავალდებულებელი სარჩელის საბოლოო სამართლებრივი შედეგი აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სასაქონლო ნიშნების საყოველთაოდ ცნობილად აღიარების შესახებ დაკმაყოფილდება, მოსარჩელემ მავალდებულებელი სარჩელის (რეგისტრაციის დავალდებულების) მიმართ შეიძლება დაკარგოს კანონიერი ინტერესი, რადგან სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების შემთხვევაში რეგისტრაციის განხორციელება საჭირო არ არის, იმ შემთხვევაში კი თუ მოსარჩელეს აღიარებით სარჩელზე უარი ეთქმევა, მაშინ მისი სამართლებრივი მიზნის მიღწევის საშუალებად სწორედ მავალდებულებელი სარჩელი (რეგისტრაციის დავალდებულების შესახებ) და სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება დარჩება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს დ. ბ-ის მიმართ სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამოქალაქო წესით სარჩელი აქვს აღძრული. აღნიშნული სარჩელიც ფაქტობრივად აღიარებითი სარჩელის საბოლოო შედეგზეა დამოკიდებული, რადგან აღიარებით სარჩელზე დამდგარი სამართლებრივი შედეგის შესაბამისად, მოსარჩელე თავად გადაწყვეტს გააგრძელოს თუ არა საერთოდ სასამართლო დავა, ხოლო გაგრძელების შემთხვევაში დავა გააგრძელოს სამოქალაქო (კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით) თუ ადმინისტრაციული წესით (რეგისტრაციასთან დაკავშირებით) ან ორივე წესით ერთად. ამდენად, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელესთან ერთად უნდა იმსჯელოს და მოსარჩელემ უნდა გადაწყვიტოს, ხომ არ არსებობს აღიარებითი სარჩელის ნაწილში საქმის განხილვის დასრულებამდე დ. ბ-ის მიმართ მიმდინარე სამოქალაქო საქმეზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობადობის კვლევა საქართველოს ოთხ უდიდეს ქალაქში - თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და ცნობადობის მაჩვენებელმა 61 პროცენტს მიაღწია. ამასთან, სადავო სასაქონლო ნიშნების ქვეშ მოსარჩელის მიერ 2008-2010 წლებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაეზღვია (მიუხედავად დაზღვევის საფუძვლებისა - მაგ. სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა), 2011 წელს დამატებით 196784 პოლისი, 2012 წელს კი 256030 პოლისი გაიცა, ეს იმ პირობებში როდესაც საქართველოს მოსახლეობა სულ დაახლოებით - 3 729 635 ადამიანს შეადგენს (2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით). გარდა ამისა, პირველი ჩანაწერი კომპანიის სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებით 1998 წლის 16 იანვარს დაფიქსირდა. ამდენად, სადაზღვევო კომპანიის ,,...” სადაზღვევო ბაზარზე 16 წლიანმა საქმიანობამ, მისი კუთვნილი სასაქონლო ნიშნების ცნობადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „...“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ თავის მხრივ საქმის ხელახლა განხილვისას სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, საქმეზე უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე