დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-460-453(კ-15)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-460-453 (კ-15) 29 სექტემბერი, 2015 წელი,ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს ,,…" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური, შპს ,,მ…" (მოპასუხეები)
მესამე პირი - ე. ჩ-ე
გასაჩივრებული განჩინება- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინება, 2015 წლის 29 მაისის დამატებითი განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 28 ნოემბერს შპს „...“ დირექტორმა გ. ს-ემ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს „მ...” და მესამე პირის ე. ჩ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა შპს ”მ...” საკუთრებაში არსებული 48,3 კვ.მ. ფართის შესასვლელის რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 მარტის №882013097621 – 03 გადაწყვეტილებისა და ჭიათურის აღმასრულებლის მიერ 02.03.1999 წელს შედგენილი აქტის მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, გ. ს-ემ 2013 წლის 15 მარტს შეიძინა შპს „...“ 100%-იანი წილი. შპს „...“ ეკუთვნოდა ჭიათურაში, ... ქ. №18-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, ს.კ. ... . მას შემდეგ, რაც საქმიანობას შეუდგა, აღმოჩნდა, რომ მის ფართში შესასვლელი რეგისტრირებული იყო ცალკე ე. ჩ-ის საკუთრებად, რომელმაც ნება არ დართო, ესარგებლა შესასვლელით, უფრო მეტიც, მან მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს, რათა მოეხდინა რეკონსტრუქცია, კერძოდ, მოეშალა კიბის უჯრედი. ზედამხედველობის სამსახურმა უარი განუცხადა რეკონსტრუქციის ნებართვაზე. მოსარჩელემ გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია საჯარო რეესტრიდან, სადაც მითითებულია, რომ ქონება წარმოადგენდა სს „ჭ...“ საკუთრებას. 1999 წლის 2 მარტის ჭიათურის სასამართლო აღმასრულებელ ა. ჩ-ის აქტით, სს „ჭ...“ არსებული დავალიანების სანაცვლოდ, ნატურით ჩაეთვალა შპს „მ...“ სავაჭრო რიგის შენობის 17-22 ღერძებს შორის განთავსებული არასაცხოვრებელი ფართი. შპს „მ...“ 2007 წლის 20 სექტემბერს დაირეგისტრირა ქონება, როგორც ერთი ნივთი საკადასტრო კოდით .... შპს „მ...“ 2008 წლის 19 მარტს აღნიშნული ქონება მიჰყიდა შპს „...“. ნასყიდობის საგანში შესასვლელი შეტანილი არ იყო. 2013 წლის 13
მარტს შპს „…“ შესასვლელი დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში როგორც ცალკე საკუთრების ობიექტი, ხოლო 2013 წლის 18 მარტს ფართი ე. ჩ-ეს გადასცა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სასამართლო აღმასრულებლის 1999 წლის 2 მარტს შედგენილი აქტის მესამე პუნქტი - შესასვლელი შენობის პირველ სართულზე 48.3 კვ.მ.-ისა და შენობის მეორე-მესამე სართულზე 31,8 კვ.მ კიბის უჯრედების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 მარტის №882013097621-03 გადაწყვეტილება 48,3 კვ.მ შესასვლელის რეგისტრაციის შესახებ და შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „...“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურმა, შპს „მ...“ და ე. ჩ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „...“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს ”მ...” და ე. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „...“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ ჭიათურის სასამართლოს უფროსი აღმასრულებლის მიერ 1999 წლის 2 მარტს შედგენილი აქტით სავაჭრო ვაჭრობის მონაწილეებს სხვა ქონებებთან ერთად წარედგინათ სს ,,ჭ...’’ კუთვნილი სავაჭრო დარბაზი სავაჭრო რიგის შენობის 17-22 ღერძებს შორის, მდებარე ჭიათურაში, ... ქ. №18-ში; კერძოდ: 1. სავაჭრო დარბაზი 323,5 კვ.მ შენობის მეორე სართულზე, ღირებულება 38820 ლარი. 2. დამხმარე ფართი 378,4 კვ.მ შენობის მესამე სართულზე, ღირებულება 26488 ლარი. 3. შესასვლელი შენობის პირველ სართულზე 48,3 კვ.მ და 4. კიბის უჯრედები შენობის მეორე-მესამე სართულზე 31,8 კვ.მ ღირებულება 4005 ლარი. მითითებული უძრავი ქონება ნატურით საკუთრებაში გადაეცა შპს „მ...“, რაც 2007 წლის 14 სექტემბერს აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა შპს „მ...“ საკუთრებად. რეგისტრაცია მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოს აღმასრულებლმა დამოუკიდებელ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად აქცია
სს ,,ჭ...’’ კუთვნილი სავაჭრო დარბაზის პირველ სართულზე მდებარე 48,3 კვ.მ შესასვლელი, შპს „...“, როგორც მეწარმე სუბიექტი არ არსებობდა, აქედან გამომდინარე, სასამართლოს აღმასრულებლის აქტით მოსარჩელეს ვერ მიადგებოდა ზიანი და ვერც მისი უფლება შეიზღუდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „მ...“ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას იცოდა, თუ რა ქონებას იძენდა. ისიც ცნობილი იყო, რომ შეძენილი ქონებების ჩამონათვალში არ შედიოდა შენობის პირველ სართულზე მდებარე 48,3 კვ.მ შესასვლელი. ამ სახის ხელშეკრულების დადებით მოსარჩელემ თავად შეიზღუდა ამ ფართის მეშვეობით შეძენილი ქონების სარგებლობის უფლება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აპელანტის მიერ შეძენილ მითითებულ უძრავ ქონებას გააჩნია დამოუკიდებელი შესასვლელი, რითაც უკავშირდება მის კუთვნილ შენობის მეორე სართულს, რომლიდანაც ასევე შესაძლებელია არსებული კარით მესამე სართულზე მდებარე ფართთან დაკავშირება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე, რომლის მიხედვით, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალიწინებული შემთხვევებისა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს უფროსი აღმასრულებლის მიერ 1999 წლის 2 მარტს შედგენილი აქტის საფუძველზე მითითებული უძრავი ქონების პირველ სართულზე მდებარე 48,3 კვ.მ შესასვლელი სჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ჯერ შპს „მ...“ საკუთრების უფლებით, ხოლო შემდგომ, ამ უკანასკნელთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე. ჩ-ის საკუთრების უფლებით, რომელიც არის კეთილსინდისიერი მყიდველი, ანუ ცალსახაა, რომ სადავო აღმჭურველი აქტის საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებას სასამართლო აღმასრულებლის მიერ გამოცემული სადავო აქტის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის (თავდაპირველი რედაქცია) დანაწესთან შეუსაბამობის შესახებ, რადგან მითითებული ნორმა განსაზღვრავდა მრავალბინიან სახლებში საკუთრების უფლებას ბინაზე და არასაცხოვრებელ ფართზე, მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო აქტში აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ერთი პირი - შპს „მ...”.
აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის თავდაპირველი რედაქცია, რომელიც ადგენდა, რა ფართი შეიძლებოდა ყოფილიყო ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრირებული. საჯარო რეესტრი ვალდებული იყო, კიბის უჯრედის საკუთრების რეგისტრაციამდე გაერკვია სხვა პირთა უფლების არსებობის ფაქტი. სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად კანონიერია თავად ადმინისტრაციული აქტი, ანუ, დაიშვებოდა თუ არა შესასვლელისა და კიბის უჯრედის ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაცია. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ შპს „...“ არ ადგება ზიანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით შპს „...“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „...“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, შპს „...“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის დამატებითი განჩინება; შპს „...“ დაუბრუნდეს 19.06.15 წლის N7208273 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="QtDI8P88DQkyeMz2Lz7mZvlfYvznh5DMKAQjyaFD";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize