1. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 1999 წლის 15 ნოემბრამდე მოამზადოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პროექტები.
2. არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტებზე, რომლებიც ეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII2 თავით გათვალისწინებული თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას და მიღებულია (გამოცემულია) კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
4. 2013 წლის 1 სექტემბრამდე შესაბამისმა ორგანოებმა (თანამდებობის პირებმა) უზრუნველყონ ამ კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა).
საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონი №1138 - სსმ I, №33, 10.11.2001წ., მუხ.134
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3399 - სსმ I, №6, 09.03.2004წ., მუხ.29
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
თავი XVII. დასკვნითი დებულება
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.05.2012 კანონი №6327
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(94)
- საქმე №ბს-481(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
…მოსარჩელის საკუთრების უფლება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დადგენილებით არ დასტურდება, რომ სადღეისოდ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრეები ინფორმირებულები იყვნენ სადავო ადმინისტრაციული აქტის თაობაზე. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი…
- საქმე №ბს-674(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
…ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (ამოქმედდა 2000 წლიდან), თუმცა კანონმდებელმა პირდაპირ და არაორაზროვნად დაადგინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დროში მოქმედების პრინციპი და წესი აღმჭურველ აქტებთან მიმართებით, კერძოდ, სზაკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად…
- საქმე №ბს-160(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
…კოდექსი ამოქმედდა 2000 წლის პირველი იანვრიდან, რომლითაც კანონმდებელმა პირდაპირ და არაორაზროვნად დაადგინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დროში მოქმედების პრინციპი და წესი აღმჭურველ აქტებთან მიმართებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი…
- საქმე №ბს-1169(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
…შეაფასა ორდერის სამართლებრივი არსი და არამართებულად მიიჩნია იგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, შესაბამისად, დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ ვინაიდან იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედებამდე იყო გაცემული, იმავე კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მისი ბათილად ცნობა იყო დაუშვებელი. კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო (ადგილობრივ) საბინაო ფონდში არსებული ბინების…
- საქმე №ბს-278-274(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2015
…გამზ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე რიცხული მიწის ნაკვეთი, დამაგრებული იქნა უფლებამოსილი ორგანოს - თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით, რაც აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობა საერთოდ დაუშვებელია, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ…
- საქმე №ბს-460-453(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2015
- საქმე №ბს-367-363(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2015
- საქმე №ბს-1760-1728(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2012
- საქმე №ბს-1436-1418(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2012
- საქმე №ბს-1477-1459(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.01.2012
- საქმე №ას-557-526-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2011
- საქმე №ბს-1120-1088(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2011
- საქმე №ბს-1154-1122(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2011
- საქმე №ბს-386-374(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2010
- საქმე №ბს-865-827(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2010
- საქმე №ბს-1214-1158(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2010
- საქმე №ბს-201-195(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.02.2010
- საქმე №ბს-406-391(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.11.2009
- საქმე №ბს-682-648(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2009
- საქმე №ბს-568-539(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2009
- საქმე №ბს-1673-1627(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2009
- საქმე №ბს-1434-1392(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2009
- საქმე №ბს-226-174-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.12.2008
- საქმე №ბს-202-197(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.12.2008
- საქმე №ბს-966-927(3კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2008
- საქმე №ბ-646-12(ა-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2008
- საქმე №ბს-944-905(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2008
- საქმე №ბს-828-790(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2008
- საქმე №ბს-684-652(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.01.2008
- საქმე №ბს-962-923(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.01.2008
- საქმე №ბს-631-601(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2007
- საქმე №ბს-176-165(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2007
- საქმე №ბს-951-908(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2007
- საქმე №ბს-1342-917(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2007
- საქმე №ბს-100-94(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2007
- საქმე №ბს-929-888(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2007
- საქმე №ბს-612-579(3კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2007
- საქმე №ბს-118-111(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.07.2006
- საქმე №ბს-1346-921(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2006
- საქმე №ბს-1396-971(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2006
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 94-დან.