საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.04.2009
საქმის ნომერი
2კ-1495აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

1495აპ-08 ქ. თბილისი

6 აპრილი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-ის დამცველის, ადვოკატ ზ. წ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის განაჩენით ნ. გ-ი, _ დაბადებული ..... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (თ. გ-ის სახლის გაქურდვის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (სოფელ კ-ის წმინდა ---ის სახელობის ეკლესიის გაქურდვის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეიკრიბა და ნ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით და ნ. გ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის განაჩენში, კერძოდ, ნ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელები, თითოეული ეპიზოდისათვის თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, შეუმცირდა თითო-თითო წლის ვადით და ნ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ნ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. გ-ის დამცველის, ადვოკატ ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.