შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 19.05.2009
საქმის ნომერი
2კ-1557აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1557აპ-08 ქ. თბილისი

19 მაისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 აგვისტოს განაჩენით გ. მ. გამართლდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 26 მაისიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენით გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

გ. მ-მ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა თამარაშვილის ქუჩა ¹....-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ არსებულ ავტოსადგომზე განთავსებული ავტომანქანების გვერდითა ხედვის სარკეებს და ველოსიპედს. ამ მიზნით გ. მ. 2008 წლის 26 მაისს, დაახლოებით 16 საათზე, თავისი ,,BMჭ»-ს მარკის ავტომანქანით მივიდა ზემოაღნიშნულ მისამართზე, სადაც თ. ჯ-ს კუთვნილ ,,BMჭ»-ს მარკის ავტომანქანას ბრტყელტუჩას გამოყენებით მოხსნა გვერდითა ხედვის სარკეები, ხოლო გ. ჯ-ის ავტომანქანა ,,OPEL-ჩOღშA»-ს _ უკანა ხედვის მარცხენა სარკე. იგი ასევე დაეუფლა ავტოფარეხის მესერზე მიბმულ, მ. ჩ-ს კუთვნილ ველოსიპედს.

გ. მ-მ მოპარული ნივთები მოათავსა თავის ავტომანქანაში, რა დროსაც იგი შეამჩნიეს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა და ავტომანქანიდან ამოიღეს აღნიშნული ნივთები.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა დ. ხ-მ და ითხოვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული გ. მ. თავის საჩივარში მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება გ. მ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა და ითხოვს მის მიმართ განაჩენის გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების ობიექტური ანალიზი უდავოდ ცხადჰყოფს, რომ გ. მ-მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. იგი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და მის ავტომანქანაში აღმოჩნდა მოპარული ნივთები. მოწმეების _ გ. კ.-სა და ე. ვ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ გ. მ. შემთხვევის ადგილზე ნახეს. ავტომანქანის სარკეების ქურდობის მომენტში იგი დააფიქსირა ვიდეოკამერამ, რომლის ჩანაწერი დაკავებულსაც აჩვენეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჩივრის მოტივები უსაფუძვლოა, რადგან მოპოვებული არაერთი უტყუარი მტკიცებულება საკმარისია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

ამასთან, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადაში გ. მ-ს მოხდილად ჩაეთვალა დაკავების დრო _ 2007 წლის 10 ოქტომბრიდან იმავე წლის 11 ოქტომბრამდე, რის შესახებ ნათლადაა მითითებული (ტ. 1, ს.ფ. 54-55). საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რომლის სახე და ზომა ზუსტად უნდა დადგინდეს. ამ შემთხვევაში წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან გ. მ-ს მოსახდელი ჰქონდა 11 თვე და 29 დღე.

გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს: გ. მ-სათვის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს _ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 11 (თერთმეტი) თვე, 29 (ოცდაცხრა) დღე და გ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 29 (ოცდაცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.