საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.04.2009
საქმის ნომერი
2კ-1573აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

1573აპ-08 16 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 იანვრის განაჩენით:

დაკმაყოფილდა ქ. თბილისის განყოფილების პროკურატურის პროკურორ მ. ჩ-ს შუამდგომლობა, რომელსაც დაეთანხმა ზემდგომი პროკურორი თ. ჩ-ი.

დამტკიცდა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ მ. ჩხეიძესა და განსასჯელებს _ გ. მ-ს, ლ. ო-ს, ი. ქ-ს, ნ. ა-ს, ი. რ-ს, თ. ც-ს, თ. ბ-ს, ა. ფ-ს, ჭ. გ-ს, ა. ს-სა და გ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

გ. მ-ძე, _ დაბადებული .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მას გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, გ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 1 წლისა და 6 თვის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 ივლისიდან.

ლ. ო-ი, _ დაბადებული .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მას გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 353-ე მუხლის I ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ლ. ო-ს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 1 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 ივლისიდან.

ი. ქ-ი, _ დაბადებული .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ი. ქ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 7 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 ივლისიდან.

ნ. ა-ი, _ დაბადებული .... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მას გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ნ. ა-ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 6 თვის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 ივლისიდან.

ი. რ-ი, _ დაბადებული .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მას გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ი. რ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 1 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 ივლისიდან.

თ. ც-ძე, _ დაბადებული ... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მას გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ თ. ც-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 1 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 ივლისიდან.

თ. ბ-ი, _ დაბადებული ... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მას გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 ივლისიდან.

ა. ფ-ძე, _ დაბადებული ... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მას გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 ივლისიდან.

ჭ. გ-ი _ დაბადებული ... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მას გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 ივლისიდან.

ა. ს-ი, _ დაბადებული .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 ივლისიდან.

გ. მ-ძე, _ დაბადებული .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ გ. მ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 ნოემბრიდან.

ზ. ტ-ძე, _ დაბადებული ... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ზ. ტ-ს განესაზღვრა 26 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

ნივთმტკიცებები _ გ.მ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული 1 ვაზნა და ი.ქ-ს კუთვნილი «ასტრას» მოდელის პისტოლეტი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შეიარაღების განყოფილებას; მ. გ-ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს დაზარალებულ ვ. გ-ს.

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობითი მსჯავრის პერიოდში, მსჯავრდებულთა ყოფაქცევაზე ზედამხედველობა უნდა განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტმა მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენის აღსრულებაზე _ მსჯავრდებულ ნ. ა-ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი უნდა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ზ. ტ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2008 წლის 13 სექტემბრიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ზ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.