საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.04.2009
საქმის ნომერი
2კ-22აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

22აპ-09 2 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ის, მსჯავრდებულ ც. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 თებერვლის განაჩენით:

ც. ს-ძე, _ დაბადებული ... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ცირა სიხარულიძეს განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ს-ძე, _ დაბადებული ... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 273-ე მუხლით დაენიშნა ჯარიმა _ 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილისა და სსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ზ. ს-ეს განესაზღვრა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულებს _ ზ. და ც. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2007 წლის 20 მაისიდან.

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და მისი აღსრულება დაევალა თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

ნივთმტკიცებები _ ზ. ს-ის სახელზე გაცემული საქართველოს რესპუბლიკის პასპორტი .........; «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით _ ..........; აზერბაიჯანის მობილური ქსელის სიმბარათი «სიმი-სიმი»; შავი, ჯიბეებიანი ტყავის საფულე; ც. ს-ის სახელზე გაცემული საქართველოს რესპუბლიკის პასპორტი .......; «სამსუნგის» ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით _ .......; «ჯეოსელის» ქსელში ჩართული სიმბარათი ნომრით ........... და პატარა ზომის ე.წ «ბლოკნოტი», რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ ოთახში, უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს: ზ. და ც. ს-ს; ზ. ს-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», წონით _ 0,5896 გრამი, ც. -საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», წონით _ 4,4568 გრამი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ც. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ც. ს-ძეს განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა. Mმას სასჯელის მოხდა დაეწო 2008 წლის 20 მაისიდან.

ზ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 273-ე მუხლით დაენიშნა ჯარიმა _ 2000 ლარი, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა, თუ გადახდილი არ იყო. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილისა და სსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ზ. ს-ძეს განესაზღვრა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი, რომელიც უნდა გაუნახევრდეს, თუ გადახდილი არ იყო. Mმას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 20 მაისიდან.

ნივთმტკიცებები _ ზ. ს-ის სახელზე გაცემული საქართველოს რესპუბლიკის პასპორტი ........ და ც. ს-ის სახელზე გაცემული საქართველოს რესპუბლიკის პასპორტი ........, მათ პირად საქმეზე დასართავად და სასჯელის მოხდის შემდეგ მათთვის გადასაცემად, უნდა გადაეგზავნოს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებას;

ზ. ს-ის «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით _ ..........; აზერბაიჯანის მობილური ქსელის სიმბარათი «სიმი-სიმი»; შავი, ჯიბეებიანი ტყავის საფულე; «სამსუნგის» ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით _ .....; «ჯეოსელის» ქსელში ჩართული სიმბარათი ნომრით ....... და პატარა ზომის ე.წ «ბლოკნოტი», უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს: ზ. და ც. ს-ბს (ან მათი ოჯახის წევრებს); ზ. ს-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», წონით _ 0,5896 გრამი, ც. ს-საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», წონით _ 4,4568 გრამი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ზ. ს-ის, მსჯავრდებულ ც. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ს-ის, მსჯავრდებულ ც. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.