საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.04.2009
საქმის ნომერი
2კ-60აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

60აპ-09 6 აპრილი 2009 წელი.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისის განაჩენით:

ლ. შ-ი, _ დაბადებული .... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის I ნაწილით _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის III ნაწილის «დ», «ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე ლ. შ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 15 იანვრიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება, კერძოდ:

ლ შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის I ნაწილით _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის III ნაწილის «დ», «ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის I მუხლის I ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული გათავისუფლდა ამ მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ლ. შ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 15 იანვრიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ლ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.