საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.04.2009
საქმის ნომერი
2კ-62აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

62აპ-09 3 აპრილი 2009 წელი.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ღ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ის, მსჯავრდებულ გ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ის, მსჯავრდებულ შ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:

გ. ჯ-ლი, _ დაბადებული .... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «გ», «ე» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, გ. ჯ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა პირობითი მსჯავრი და მის მიმართ დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მთლიანად დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილს გამოტანილი განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ჯ-ს განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 29 ოქტომბრიდან და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2008 წლის 24 ივნისიდან ამავე წლის 29 ოქტომბრამდე. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ჯ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 5 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

შ. გ-ლი, _ დაბადებული .......... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «გ», «ე» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთ, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შ. Gგ-ს განესაზღვრა 17 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ივნისის 3:35 საათიდან. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ შ. Gგ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 5 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

Oო. ღ-ძე, _ დაბადებული ... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «გ», «ე» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ო. ღ-ს განესაზღვრა 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ივნისის 3:35 საათიდან. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ ო. ღ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 5 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ნივთმტკიცებები _ ფულადი თანხა _ 1675 ლარი, 400 აშშ დოლარი, სანადირო დანები, სანადირო თოფი, ორი ოქროს ყელსაბამი, ერთი ოქროს საყურე, ვერცხლის ბეჭედი, ჯვარი და ორი მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ბელგიური წარმოების 9 მმ კალიბრიანი «ბრაუნინგის» «ჰაიპაუერის» მოდელის პისტოლეტი და ქარხნული წესით დამზადებული, «ლუგერის» სისტემის 9 მმ კალიბრიანი საბრძოლო მასალათა კატეგორიის 10 ვაზნა (5 ვაზნა დაიხარჯა ექსპერტიზაზე), რომლებიც ინახება შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში, შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება:

გ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «გ», «ე» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, გ. ჯ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმის გათვალისწინებით, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილს გამოტანილი განაჩენით გ. ჯ-სათვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და ამ დანაშაულისათვის მოსახდელად განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, სხვა ნაწილში კი განაჩენი დარჩა უცვლელად. გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით გ. ჯ-სათვის დანიშნულ სასჯელს _ 22 წლით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 4 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 26 წლითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 29 ოქტომბრიდან და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2008 წლის 24 ივნისიდან ამავე წლის 29 ოქტომბრამდე. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ჯ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 5 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

შ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «გ», «ე» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შ. Gგ-ს განესაზღვრა 17 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ივნისიდან. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ შ. გ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 5 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ო. ღ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «გ», «ე» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ო. ღ-ძეს განესაზღვრა 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ივნისიდან. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ ო. ღ-ძეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 5 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ნივთმტკიცებები _ ფულადი თანხა _ 1675 ლარი, 400 აშშ დოლარი, სანადირო დანები, სანადირო თოფი, ორი ოქროს ყელსაბამი, ერთი ოქროს საყურე, ვერცხლის ბეჭედი, ჯვარი და ორი მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ბელგიური წარმოების 9 მმ კალიბრიანი «ბრაუნინგის» «ჰაიპაუერის» მოდელის პისტოლეტი და ქარხნული წესით დამზადებული, «ლუგერის» სისტემის 9 მმ კალიბრიანი საბრძოლო მასალათა კატეგორიის 10 ვაზნა (5 ვაზნა გაიხარჯა ექსპერტიზაზე), რომლებიც ინახება შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში, შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ო. ღ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ის, მსჯავრდებულ გ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ის, მსჯავრდებულ შ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ო. ღ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ის, მსჯავრდებულ გ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ის, მსჯავრდებულ შ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.