საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.06.2009
საქმის ნომერი
2კ-68აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

68აპ-09 ქ. თბილისი

10 ივნისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ღ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განაჩენით მ. ღ. (წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 ივლისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით) _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) _ 2 წლით, ხოლო 273-ე მუხლის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი, 8 თვე, 22 დღე და განესაზღვრა 6 წლით 2 თვით და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა საქმის წინასწარი გამოძიებისას დაკავების დრო _ 2004 წლის 28 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე, 2007 წლის 10 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 ივნისიდან.

აღნიშნული განაჩენი შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენით: ,,ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის შესაბამისად, მ. ღ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით, 11 თვით და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ღ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.