საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
105აპ-09 ქ. თბილისი
17 ივნისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),პ. სილაგაძე, დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე გ. ბ-ს მიმართ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით გ. ბ. გამართლდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 10 თვე და განესაზღვრა 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა და ,,ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის შესაბამისად, გ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 12 ნოემბრიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე გ. ბ-ს მიმართ არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.