საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
142აპ-09 13 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი
დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, დადებული 2008 წლის 21 ნოემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასა და განსასჯელ ს. ბა-ს შორის, მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს მონაწილეობით.
ს. ბ-ა, _ დაბადებული .......... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ს. ბ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, მან 1 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. Mმასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა _ 80 000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 მარტიდან.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, მას ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლებები _ 5 წლის ვადით, საექიმო საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით. აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს. რეალური სასჯელის მოხდის შემდეგ მის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ხ. ქ-ი, _ დაბადებული ..... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 273-ე მუხლით _ 1 წლითY თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ხ. ქ-ს განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა.Mმასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა _ 15 000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 მარტიდან.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, მას 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთმტკიცებები _ ხ. ქ-სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 0,5718 გრამი და ნარკოტიკული საშუალება «მარიხუანა», წონით _ 0,47 გრამი, რომელიც ინახება შსს სოდ-ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ფულადი თანხა _ 3050 აშშ დოლარი, რომელიც ასევე ინახება შსს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა გადაეცეს სახელმწიფო ბიუჯეტს; «მოტოროლას» ფირმის მობილური ტელეფონი უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს; ს. ბ-საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 92,979 გრამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; «სამსუნგის» ფირმის მობილური ტელეფონი უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს;
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ხ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 273-ე მუხლით _ 1 წლითY თავისუფლების აღკვეთა. «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ხ. ქ-ს გაუნახევრდა ამ მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ხ. ქ-ს განესაზღვრა 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.Mმასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა _ 15 000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 მარტიდან.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, მას 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთმტკიცებები _ ხ. ქ-სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 0,5718 გრამი და ნარკოტიკული საშუალება «მარიხუანა», წონით _ 0,47 გრამი, რომელიც ინახება შსს სოდ-ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ფულადი თანხა _ 3050 აშშ დოლარი, რომელიც ასევე ინახება შსს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა გადაეცეს სახელმწიფო ბიუჯეტს; «მოტოროლას» ფირმის მობილური ტელეფონი უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს; ს. ბ-საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 92,979 გრამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; «სამსუნგის» ფირმის მობილური ტელეფონი უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ხ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ხ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.