დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-153აპ.-09 27 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების: თ. შ-ის, კ. ჩ-ის, მ. ბ-ს, გ. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: გ. პ-ს, თ. წ-ს, ი. შ-ის, მ. ჯ-სა და მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:
მ. ბ.;
თ. შ.;
გ. მ.
გ. ლ.,კ. ჩ.,მ. ბ., თ. შ., გ. მ., გ. ლ., კ. ჩ. ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მათ სასჯელად განესაზღვრათ 4-4 (ოთხ-ოთხი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ისინი სასჯელს იხდიან 2008 წლის 20 ივნისიდან.
მათ მსჯავრი დაედოთ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებაში ჯგუფურად, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 16 ივნისს ქ. თბილისში, ავტომანქანების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. ჩ. შეხვდა ზ. გ-ს და შეჰპირდა, რომ მას დაუმზადებდა დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებს და სასაქონლო ზედნადებებს, აღნიშნულ დოკუმენტებში ფიქტიურად დაფიქსირებული საქონლის ღირებულების 15%-ის სანაცვლოდ. კ. ჩ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ. ლ-ს. მათ ერთად განიზრახეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2008 წლის 19 ივნისს გ. ლ. დაუკავშირდა თავის ნაცნობ გ. მ-ს, და სთხოვა დახმარება ყალბი ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების დამზადებაში, რაშიც ამ უკანასკნელს გადაუხდიდა ფაქტურაში დაფიქსირებული საქონლის საერთო ღირებულების 9%-ს. გ. მ. თავის მხრივ დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობ თ. შ-ს და სთხოვა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების გამოწერა, რაშიც თ. შ-მ მას მოსთხოვა საქონლის ღირებულების 7%. თ. შ. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თავის მხრივ დაუკავშირდა მ. ბ-ს, რომელსაც დარეგისტრირებული ჰქონდა შპს „.....“, იდგა აღრიცხვაზე, როგორც დღგ-ის გადამხდელი და დიდუბე-ჩუღურეთის რეგიონული ცენტრიდან გამოტანილი ჰქონდა დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
2008 წლის 20 ივნისს მ. ბ-მა, საქონლის ღირებულების 6%-ის სანაცვლოდ, თავის მიერ გამოტანილი სერია ......... დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დაამზადა ყალბად. კერძოდ, მასში შეიტანა ყალბი მონაცემები, რომ, თითქოსდა, შპს „.......“ შპს „.......” 2008 წლის 19 ივნისს შეძენილი ჰქონდა სულ 40 016,16 ლარის ღირებულების 18 ტონა შავი ლითონის ნაგლინი. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები მ. ბ-მა შეავსებინა და დაამოწმებინა შპს „.......” მრგვალი ბეჭდით შპს „.......” დირექტორს _ ს. ს-ს ისე, რომ ს. ს-მ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
2008 წლის 20 ივნისს, შეთანხმებისამებრ, მ. ბ-მა ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია გადასცა თ. შ-ს, რომელმაც თავის მხრივ ზემოთ ხსენებული დოკუმენტები მიაწოდა გ. მ-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა გადასცა გ. ლ-ს.. გ. ლ. დაუკავშირდა კ. ჩ-ს, რომლებიც თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე შეხვდნენ ზ. გ-ს და ყალბი სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების გადაცემის დროს დააკავეს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის: კ. ჩ-ის, მ. ბ-ს, გ. ლ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: თ. წ-მ, ი. შ-მ, მ. ჯ-მა და მსჯავრდებულებმა _ თ. შ-მ და გ. მ-მ.
აპელანტს, მსჯავრდებულ კ. ჩ-ს ინტერესების დამცველს, ადვოკატ თ. წ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში არასამართლიანად მიაჩნია. მისი განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა კ. ჩ-ს პიროვნება და ოჯახური მდგომარეობა, ობიექტურად არ შეაფასა მის მიერ ჩადენილი ქმედება და არ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა.
გამომდინარე იქიდან, რომ კ. ჩ-მ დაკავებისთანავე აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი და არ ყოფილა შემჩნეული რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, წინასწარი გამოძიების პერიოდში ხელს უწყობდა გამოძიების ორგანოებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი ოჯახი არის აფხაზეთიდან დევნილი და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მისი და და დედა არიან ავადმყოფები და სჭირდებათ სამედიცინო მკურნალობა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და კ. ჩ-სათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტს, მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველს, ადვოკატ ი. შ-ს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი.
გამომდინარე იქიდან, რომ მ. ბ-ი წარდგენილ ბრალდებაში მთლიანად ცნობს თავს დამნაშავედ, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, მნიშვნელოვნად გაუარესებული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. ბ-სათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრის თვალსაზრისით.
აპელანტს, მსჯავრდებულ გ. ლ-ს ინტერესების დამცველს ადვოკატ მ. ჯ-ს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი. აპელანტის განმარტებით, გ. ლ-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. მას ჰყავს გულით ავადმყოფი დედა, რომელსაც ესაჭიროება ოპერაცია, მის კმაყოფაზე იმყოფება ასევე ავადმყოფი დისშვილი. მისი ოჯახი სოციალურად და ეკონომიკურად გაჭირვებულ ფენას განეკუთვნება, რამაც იგი მიიყვანა დანაშაულის ჩადენამდე. გ. ლ-ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, წარსულში ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, არასოდეს ყოფილა შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ გ. ლ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი შეუსაბამოა მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებასთან. მან სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ლ-სათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტს, მსჯავრდებულ თ. შ-ს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი. იგი წარდგენილ ბრალდებაში მთლიანად ცნობს თავს დამნაშავედ, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, რომელიც წლების განმავლობაში არის ონკოლოგიური ავადმყოფი და საჭიროებს მუდმივ მოვლა-პატრონობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში ცვლლების შეტანა და მისთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტს, მსჯავრდებულ გ. მ-ს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან დადგენილი განაჩენით მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომა არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. აპელანტის განმარტებით, მან წარდგენილ ბრალდებაში მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მან სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მისთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრის თვალსაზრისით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულების: თ. შ-ს, კ. ჩ-ს, მ. ბ-ს, გ. ლ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: გ. პ-მ, თ. წ-მ, ი. შ-მ, მ. ჯ-მ და მსჯავრდებულმა გ. მ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულების: თ. შ-ს, მ. ბ-ს, გ. ლ-ს ადვოკატები: გ. პ-ი, ი. შ-ე და მ. ჯ-ი ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად. კ. ჩ-ის ადვოკატი თ. წ. და მსჯავრდებული გ. მ. ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და სასჯელის მინიმუმის შეფარდებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულებს: კ. ჩ-ს, გ. მ-სა და თ. ს-ს დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეთ, ხოლო მსჯავრდებულ გ. ლ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულების: თ. შ-ს, მ. ბ-ს, გ. ლ-ს ადვოკატების: გ. პ-ს, ი. შ-სა და მ. ჯ-ის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და საქმის დაბრუნების თაობაზე იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად. პალატა ასევე არ იზიარებს კ. ჩ-ს ადვოკატის _ თ. წ-სა და მსჯავრდებულ გ. მ-ის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და სასჯელის მინიმუმის შეფარდების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე _ დამამძიმებელი გარემოებები და მათ ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პალატა თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულების: კ. ჩ-ს, მ. ბ-ს, გ. ლ-ს, თ. შ-სა და გ. მ-ის აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეების: შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებლის _ ზ. გ-ის, მსჯავრდებულ მ. ბ-ს ნათლულის _ ს. ს-ს, მ. კ-ის ჩვენებებით, ეჭვმიტანილების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, მ. ბ-ს ბინის ჩხრეკის ოქმით, კვების ობიექტის „.......“ ჩხრეკის, ამოღების ოქმებით, ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილებითა და საქმის სხვა მასალებით მსჯავრდებულთათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და, პალატის აზრით, სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 აპრილის ¹--- განკარგულებით მსჯავრდებულები: კ. ჩ., გ. მ., თ. შ. შეწყალებულ იქნენ და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან _ 4-4 (ოთხ-ოთხი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან _ მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი _ 3-3 (სამ-სამი) წელი, 8-8 (რვა-რვა) თვე _ გაუნახევრდათ და სასჯელად განესაზღვრათ 1-1 (ერთ-ერთი) წლითა და 10-10 (ათ-ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულთა სასიკეთოდ.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 აპრილის ¹--- განკარგულებით მსჯავრდებული გ. ლ. ასევე შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის განაჩენი უნდა გაუქმდეს და გ. ლ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის ,,ჟ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის OI ნაწილის „ა“, „დ“, ,,გ” ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების: თ. შ-ის, კ. ჩ-ს, მ. ბ-ს, გ. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: გ. პ-ის, თ. წ-ს, ი. შ-ს, მ. ჯ-სა და მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 აპრილის ¹--- განკარგულების საფუძველზე მსჯავრდებულებს: კ. ჩ-ს, გ. მ-ს, თ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან _ 4-4 (ოთხ-ოთხი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან _ მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი _ 3-3 (სამ-სამი) წელი, 8-8 (რვა-რვა) თვე _ გაუნახევრდეთ და მოსახდელად განესაზღვროთ 1-1 (ერთ-ერთი) წლითა და 10-10 (ათ-ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მათ სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოთ 2009 წლის 18 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 აპრილის ¹--- განკარგულების საფუძველზე გ. ლ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.