საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
161აპ-09 13 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი
დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. რ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს.ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:
დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ა.-ს შუამდგომლობები.
დამტკიცდა ი. ხ-სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ა.ს-ს შორის 2008 წლის 1 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე.
ი. ხ-ი, _ დაბადებული ..... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე ი. ხ-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 20 000 ლარი _ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, ი. ხ-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 მარტიდან.
დამტკიცდა ნ. Mმ-სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ა.ს-ს შორის 2008 წლის 1 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე.
ნ. მ-ი, _ დაბადებული .... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე ნ. მ-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 50 000 ლარი _ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, ნ. მ-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 მარტიდან.
ა. რ-ი, _ დაბადებული ....... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, ა. რ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 4 მარტიდან.
ა. ს-ი, _ დაბადებული .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ა. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, ა. ს-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 4 მარტიდან.
უფლებების ჩამორთმევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საჯარო სამსახურის ბიუროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებები _ ი.ხ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 4,5353 გრამი ; ნ.მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 0,2876 გრამი ; ნ.მამედოვის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _0,3635 გრამი; ა.ს-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 5,3752 გრამი; ა.რ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _3,3494 გრამი; მობილურ ტელეფონებში მოთავსებული სიმბარათები ¹........., ¹8......., ¹....... და სასწორი, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს; ნ.მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 6288 მოდელის «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ....., რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, და ავტომანქანა «მერსედესი», სახ.¹........., რომელიც განთავსებულია საქართველოს შს სამინისტროს ¹32 სასაწყობო ბაზის ტერიტორიაზე, უნდა ჩამოერთვას ნ. მ-ს და უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს; ა.ს-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული «მოტოროლას» ფირმის, მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ........... და ფული 250 ლარის ოდენობით, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა ჩამოერთვას ა. ს-ს და გადაეცეს სახელმწიფოს; ა.რ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით .... და ფული 500 ლარისა და 600 აშშ დოლარის ოდენობით, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა ჩამოერთვას ა. რ-ს და გადაეცეს სახელმწიფოს.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულებს _ ი. ხ-სა და ნ. მ-ს შორის, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.
ი. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე ი. ხ-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 20 000 ლარი _ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, ი. ხ-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 მარტიდან.
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე ნ. მ-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 50 000 ლარი _ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, ნ. მ-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 მარტიდან.
ა. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, ა. რ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 4 მარტიდან.
ა. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და ამ მუხლით განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ა. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, ა. ს-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 4 მარტიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებები _ ი.ხ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 4,5353 გრამი; ნ.მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 0,2876 გრამი; ნ.მამედოვის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 0,3635 გრამი; ა.ს-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 5,3752 გრამი; ა.რ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 3,3494 გრამი; მობილურ ტელეფონებში მოთავსებული სიმბარათები ¹89995019073005420881, ¹........., ¹-...... და სასწორი, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს; ნ.მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 6288 მოდელის «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ........., რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში და ავტომანქანა «მერსედესი», სახ........., რომელიც განთავსებულია საქართველოს შს სამინისტროს ¹32 სასაწყობო ბაზის ტერიტორიაზე, უნდა ჩამოერთვას ნამიკ მამედოვს და უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს; ა.ს-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული «მოტოროლას» ფირმის, მობილური ტელეფონი, იმეი კოდით .........და ფული 250 ლარის ოდენობით, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა ჩამოერთვას აშოტ სტეფანიანს და გადაეცეს სახელმწიფოს; ა.რ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ................... და ფული 500 ლარისა და 600 აშშ დოლარის ოდენობით, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა ჩამოერთვას ა. რ-ს და გადაეცეს სახელმწიფოს.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ა. რ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს.ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. რ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს.ჯოგლიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.