საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.04.2009
საქმის ნომერი
2კ-165აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹165აპ-09 ქ. თბილისი

22 აპრილი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ა-სა და ო. ტ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ო. ტ-ი, _ დაბადებული ……….... წელს, _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით გ. ა-ე, _ დაბადებული …….. წელს, _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათას) ლარის ოდენობით, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შემდეგაც გ. ა-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 28 (ოცდარვა) დღის ვადით და ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში ო. ტ-სა და გ. ა-ს მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, ო. ტ-ს მოეხსნა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო გ. ა-ს მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში არსებული უზუსტობა შესწორდა და გ. ა-ს მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვისა და 14 (თოთხმეტი) დღის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, გ. ა-ს სასჯელის საბოლოო ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 3 (სამი) თვისა და 14 (თოთხმეტი) დღის ვადით და ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ გ. ა-სა და ო. ტ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ გ. ა-სა და ო. ტ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.