საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.04.2009
საქმის ნომერი
2კ-177აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

177აპ 6 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით:

ე. მ-ი, _ დაბადებული .... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 11 მაისის ეპიზოდი) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ე. მ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ე. მ-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2008 წლის 11 მაისიდან 2008 წლის 13 მაისამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 18 ივნისიდან.

ნივთმტკიცებები _ ე. მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, 20 მილიგრამიანი შპრიცი, ყვითელი ფერის ხსნარით _ «ჰეროინის» შემცველობით, ყვითელი ფერის არანარკოტიკული ფხვნილი (ინახება სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საცავში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ე. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 11 მაისის ეპიზოდი) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I-III პუნქტების თანახმად, გაუნახევრდა და დაენიშნა 3 თვით თავისუფლების აღკვთა, სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I-III პუნქტების თანახმად, გაუნახევრდა და დაენიშნა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ე. მ-ს განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე ე. მ-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

M მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2008 წლის 11 მაისიდან 2008 წლის 13 მაისამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 18 ივნისიდან.

ნივთმტკიცებები _ ე. მ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, 20 მილიგრამიანი შპრიცი, ყვითელი ფერის ხსნარით _ «ჰეროინის» შემცველობით, ყვითელი ფერის არანარკოტიკული ფხვნილი (ინახება სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საცავში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ე. მ-ნის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.