საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
193აპ-09 30 ივნისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ კ. ხ-ს, დაზარალებულ რ. თ-ს, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ. ს-სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ დ. ს-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენზე, რომლითაც მ. ზ-ს ძე ბ. ცნობილ იქნა ბრალეულად და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის III ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგანაც ,,ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა.
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღნიშნულ სასჯელს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 10 თვე, 26 დღე და მ. ბ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით, 7 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე 2 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
რ. თ-ს სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე მ. ბ-ს დაეკისრა მოსარჩელე რ. თ-ს სასარგებლოდ 7752 (შვიდი ათას შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარისა და 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) თეთრის ანაზღაურება.
ვ. ს-ს სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე მ. ბ-ს მოსარჩელე ვ. ს-ს სასარგებლოდ დაეკისრა 6858 (ექვსი ათას რვაას ორმოცდათვრამეტი) ლარის ანაზღაურება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ კ. ხ-ს, დაზარალებულ რ. თ-ს, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ. ს-სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ დ. ს-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.