საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.06.2009
საქმის ნომერი
2კ-196აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

196აპ-09 4 ივნისი, 2009წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ნოემბრის განაჩენით:

ლ. თ-ს ძე მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით. ლ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 22 აპრილიდან.

დაკმაყოფილდა პროკურორ ვ. ვ-ს შუამდგომლობა.

დამტკიცდა პროკურორსა და განსასჯელ ბ. დ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ბ. ე-ს ძე დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით მან დანიშნული სასჯელიდან 5 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 5 წელი ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით; 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 5 წელი ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ბ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 22 აპრილიდან.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით.

დამტკიცდა პროკურორსა და ბ. დ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ბ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით მან დანიშნული სასჯელიდან 5 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 5 წელი ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით; 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის დადგენილების თანახმად, «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ბ. დ-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 5 წელი ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ლ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.