საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
200აპ-09 17 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 თებერვლის განაჩენით ვ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე მის მიმართ 2003 წლის 19 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი _ 5 წელი გაუქმდა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ ვ. ჯ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 9 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 თებერვლის განაჩენი ვ. ჯ-ს მიმართ.
ვ. ჯ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ვ. ჯ-ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს რეაბილიტაციის გამო მოითხოვოს სისხლის სმართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზრაურება სსსკ-ის 219-227-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ცნობად იქნა მიღებული, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ვ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ» კანონის თანახმად გაუნახევრდა და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.