საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
207აპ-09 12 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენით:
ვ. რ-ს ძე მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2008 წლის 6 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 3 წელი გაუქმდა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ვ. მ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 13 მაისიდან.
მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლის ვადით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ე. ო-ს ძე დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
ე. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
ე. დ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
დაკმაყოფილდა თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ზ. ს-ს შუამდგომლობები დაზუსტებული სახით.
დამტკიცდა პროკურორსა და განსასჯელებს _ ა. ნ-ს, ვ. გ-სა და მ. კ-ს შორის 2008 წლის 5 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმებები დაზუსტებული პირობებით.
ა. გ-ს ძე ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით მან დანიშნული სასჯელიდან 6 თვე უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით მან დანიშნული სასჯელიდან 6 თვე უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, ა. ნ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ა. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით მან დანიშნული სასჯელიდან 1 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 4 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
ა. ნ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 13 მაისიდან.
ა. ნ-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ვ. თ-ს ძე გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 1 წელი გაუქმდა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ვ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 13 მაისიდან.
ვ. გ-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მ. რ-ს ძე კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2007 წლის 28 ივნისის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 1 წელი გაუქმდა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით მან დანიშნული სასჯელიდან 3 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ. კ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 13 მაისიდან.
მ. კ-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი: მ. კ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 3 ცალი თეთრი ფერის აბი წარწერით „8“, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ 0,024 გრამის ოდენობით, ასევე მისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანიდან ამოღებული თეთრი ფერის აბის ნატეხები თეთრი ფერის ფხვნილთან ერთად, საერთო წონით 0,018 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საერთო წონით 0,00036 გრამის ოდენობით; ვ. მ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული, ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული, ორი ცალი თეთრი ფერის აბი წარწერით „8“, 12 ცალი თეთრი ფერის აბის ნატეხი და თეთრი ფერის ფხვნილი, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, საერთო წონით 0,0698 გრამი, ასევე მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პლასტმასის ყუთში მოთავსებული 22 ცალი თეთრი ფერის აბი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი», საერთო წონით 0,176 გრამი; ა. ნ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი თეთრი ფერის აბის ნატეხები, შეფუთული ცალ-ცალკე, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი», საერთო წონით 0,0022 გრამი; ვ. გ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული, ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული, მოთეთრო ფერის ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი», საერთო წონით 0,002 გრამი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი: მ. კ-სგან ამოღებული „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ---- სიმბარათი ....; ვ. მ-ს ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული ფულადი თანხა _ 1000 ლარი, ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული ფულადი თანხა _ 2400 ლარი, ასევე „ნოკიას“ ფირმის მოიბლური ტელეფონი, იმეი კოდით -----, მასში მოთავსებული სიმბარათი ¹..... და „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ---- მასში მოთავსებული სიმბარათი ...., ა. ნ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ----, მასში მოთავსებული სიმ ბარათით ..... და „ნოკიას“ ფირმის 6131 მოდელის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ---, მასში მოთავსებული სიმბარათით ¹.....; ვ. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოტოროლას ფირმის მობილური ტელეფონი ¹...., „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ----, მასში მოთავსებული სიმბარათით ¹...., რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნივთმტკიცებათა შესანახ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი: ფარული მიყურადება-ჩანაწერის შედეგად მიღებული კრებსები ¹2-4490, ¹2-4461, ¹2-4403 ¹2-4386, ¹2-4342, ¹2-4300, ¹2-4495, ¹2-4405, ¹2-4388, ¹2-4343, ¹2-4304, ¹2-4260, ¹2-4347, ¹2-4345 , ¹2-4311, ¹2-4, ¹2-4310,¹2-4307, ¹2-4303, ¹2-4263, ¹2-4494, ¹2-4493, ¹2-4462, ¹2-4404, ¹2-4387, ¹2-4346, ¹2-4341, ¹2-4308, ¹2-4308, ¹2-4306, ¹2-44305, ¹2-4302, ¹2-4261, ¹2-4259, სულ 132 ფურცლად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ვ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2008 წლის 6 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფელბის აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ვ. მ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლის ვადით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ვ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2008 წლის 6 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფელბის აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ვ. მ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლის ვადით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ე. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
ე. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
ე. დ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
დაკმაყოფილდა თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ზ. ს-ს შუამდგომლობები დაზუსტებული სახით.
დამტკიცდა პროკურორსა და განსასჯელებს _ ა. ნ-ს, ვ. გ-სა და მ. კ-ს შორის 2008 წლის 5 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმებები დაზუსტებული პირობებით.
ა. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით მან დანიშნული სასჯელიდან 6 თვე უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით მან დანიშნული სასჯელიდან 6 თვე უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, ა. ნ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ა. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით მან დანიშნული სასჯელიდან 1 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 4 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. ა. ნ-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ვ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 1 წელი გაუქმდა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ვ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით.
ვ. გ-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2007 წლის 28 ივნისის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 1 წელი გაუქმდა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით მან დანიშნული სასჯელიდან 3 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ. კ-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ვ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.