დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.03.2016
საქმის ნომერი
ბს-38-37(კ-16)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.03.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-38-37(კ-16)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

#ბს-38-37 (კ-16) 15 მარტი, 2016 წელი,ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარეები - მ. ტ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - აღირებულ იქნეს, რომ მოსარჩელე მ. ტ-ის მეუღლე ე. დ-ი მიეკუთვნება საერთაშორისო ოპერაციის ან სხვა სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა კატეგორიას

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ტ-მა სსაქართველოს თავდაცვის სამინისტროსა მიმართ, რიომლითაც მოითხოვა აღირებულ იქნეს, რომ მოსარჩელე მ. ტ-ის მეუღლე ე. დ-ი მიეკუთვნება საერთაშორისო ოპერაციის ან სხვა სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა კატეგორიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა, რომ მ. ტ-ის მეუღლე ე. დ-ი მიეკუთვნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ „საერთაშორისო ოპერაციის ან სხვა სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა“ კატეგორიას.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივარ არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის საფუძველი, თუ ამ დარღვევას შეეძლო, გავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე.მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე გარკვეული საპროცესო დარღვევებით განიხილა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „სასამართლოს მიერ ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა 1992 წლის 24 ივნისს საქართველოდ რესპუბლიკის მხრიდან ედუარდ შევარდნაძესა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბორის ელცინის მიერ, სოჭში, დაგომისში ხელმოწერილი შეთანხმება, ე.წ. დაგომისის ხელშეკრულება, ,,ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების შესახებ ხელშეკრულების ასლი, რომელის გადმოგზავნილი იქნა 2015 წლის 10 მარტის 01/8365 წერილით და ასევე 1992 წლის 12 ივლისის შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ოქმის ასლი, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობის აღსადგენად და შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში, აგრეთვე უსაფრთხოების დერეფანში, სოფლებსა და რაიონებში, წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, კონროლის განსახორციელებლად ცეცხლის შეწყვეტაზე, შეიქმნა შერეული სამშვიდობო ძალები, რომელიც ექვემდებარებოდა გაერთიანებულ სამხედრო ხელმძღვანელობას და შერეულ საკონტროლო კომისიას (შსკ) (12.08.1992 წლის სხდომა, N3 პროტოკოლი, მუხლი 1 და მუხლი 2.). ამ შეთანხმებით და მისი დანართებით განისაზღვრა სწორედ კონფლიქტის ზონაში მშვიდობის შენარჩუნებისა და წესრიგის დამყარებისათვის შერეული, სამშვიდობო ძალების შექმნის, მისი ფუნქციონირების, მოვალეობებისა და ვალდებულებების თაობაზე წესები.“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილი საქმეში წარმოდგენილი არ არის. არც განჩინება ან სხვა დოკუმენტია წარმოდგენილი, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი მიმართვას დაადასტურებდა.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებაში მითითებულია „სასამართლოში მოწმე დ. თ-ის მიერ, რომელიც იმ პერიოდისათვის წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრს, წარმოდგენილი იქნა ე.წ. თეთრი წიგნი (დაერთო 5 საქმეს), რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური 2002 წლის გამოცემა და ასახულია შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურა. ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს სამშვიდობო ოპერაციების სამხედრო საკოორდინაციო ცენტრი, სამშვიდობო ძალების მართვის ორგანო, რომელიც ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის უფროსს, ცენტრის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია კოლექტიურ, მრავალეროვნულ სამშვიდობო ძალებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის მისიებთან ერთად სამშვიდობო პროცესების განვითარებისთვის კონკრეტული მექანიზმის შემუშავება და მხარეთა პოზიციების შეჯერება, პასუხისმგებლობის ზონებში კონტროლის დაწესება, დარღვევის ფაქტის დადგენა, იარაღის, საბრძოლო ტექნიკის, ასაფეთქებელი მასალებისა და მომწამლავი ნივთიერებების უკანონო მოძრაობის აღკვეთა, ოსეთისა და აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის ქვედანაყოფების პირად შემადგენლობის მომზადება. სამშვიდობო ძალების სამხედრო წარმომადგენლობები განლაგებილი იყო აფხაზეთის რეგიონში (შტაბი ზუგდიდში) და სამაჩაბლოს რეგიონში (შტაბი ცხინვალში), სადაც სამხედრო მეთვალყურეები ახორციელებდნენ სადამკვირებლო მისიებს. ქართული სამშვიდობო ბატალიონი დისლოცირებული იყო სამაჩაბლოს რეგიონის სოფელ ნიქოზში. სასამართლო სხდომაზე მოწმედ მიწვეულმა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დაასტურა ზემოთაღნიშნული და განმარტა, რომ ნამდვილად ასრულებდა ქართული ბატალიონი, რუსულ და ჩრდილო ოსურ შემადგენლობასთან ერთად სამშვიდობო მისიას და არაერთი ქართველი შეეწირა კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებას.“ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმებით არ დასტურდება, რომ განსახილველ საქმეზე დ. თ-ე მოწმედ დაიკითხა (თუმცა საქმეში წარმოდგენილია ე.წ. „თეთრი წიგნის“ ასლი).

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივი გარემოება იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაადგინა, რომელიც საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა და იმსჯელა მოწმის ჩვენებაზე, რომელიც ამ საქმეზე არ დაკითხულა, სააპელაციო სასამართლომ კი, ეს გარემოებები არ გაითვალისწინა, არ იმსჯელა, რამდენად შეეძლო, ამ დარღვევებს საქმის განხილვის შედეგზე ემოქმედა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უცვლელად ასახა თავის განჩინებაში. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული სხვა ფაქტობრივი გარემოებები საკმარის საფუძველს ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილებისათვის და საქმეზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყო ზემომითითებული ორი პუნქტის მხედველობაში მიუღებლადაც, შესაბამისად, ეს კონკრეტული საპროცესო დარღვევა საქმის განხილვის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა, ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

 

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="ZJppJHEsnQZcGIc5Djc7XAfX9XPCYLVi0RLTArIb";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize