არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-16-15(კს-16)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
№ბს-16-15(კს-16) 7 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა. მ-ი
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვის შეჩერების კანონიერება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2014 წლის 14 ნოემბერს ა. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ის 2010 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოში, ხოლო 2012 წლის აგვისტოდან ამავე სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ... განყოფილებაში ... თანამდებობაზე.
2014 წლის 19 სექტემბერს მოსარჩელეს აცნობეს, რომ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის გამოც ა. მ-მა წერილობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სამმართველოს და მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების მისთვის გაცნობა. 2014 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელეს გაეგზავნა გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომელშიც მითითებული არ იყო გათავისუფლების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის #1855517 ბრძანების ბათილად ცნობა, კადრების განკარგულებაში აყვანა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის #1855517 ბრძანება ა. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ა. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა არაერთი შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისა და საკითხის მხარეთა მონაწილეობით განხილვის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებაზე დაზუსტებული და დამატებითი სააპელაციო საჩივარი წარადგინა ა. მ-მა და მოითხოვა: 1)გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; 2)თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნომებრის განჩინების გაუქმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს აუცილებელი, სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის ნაწილში; 3)თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოდან სრული საშტატო ნუსხის გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ; 4)თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის #1855517 და 2014 წლის 12 ნოემბრის #2277177 ბრძანებების დედნების მოპასუხისათვის უკან დაბრუნების თაობაზე; 5)თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის განჩინების გაუქმება დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის ნაწილში; 6)თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმება საქმის ზეპირი მოსმენით სხვა დროისთვის გადადების თაობაზე; 7)თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის საოქმო განჩინების გაუქმება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე; 8)საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება; 9)თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სრულად არ იქნა დაბრუნებული ის ხარჯი, რაც გაწეულ იქნა საქმის სასამართლოში წარმოებისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინებით შეჩერდა სააპელაციო საჩივრების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. მ-ი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მე-5 პუნქტით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის განჩინების გაუქმებას დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. მ-ის წარმომადგენლის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იყო განცხადებები (შუამდგომლობები) ამავე სასამართლოს მიერ 2015 წლის 7 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია და შესაბამისად, განჩინებები არ მიუღია.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება. სასამართლომ სსსკ-ის მე-7 მუხლის ანალოგიის გამოყენებით მიუთითა ამავე კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების განხილვა უნდა შეჩერებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა სსსკ-ის 261-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები და მხოლოდ ზედაპირულად შემოიფარგლა მისი განსაზღვრით. ასევე, სასამართლოს განჩინებით დაუსაბუთებელია მისი მიღების საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ და ცალსახადაა მსჯელობა მოსარჩელის მიერ დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოთხოვილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის ბრძანება, რომლის პრეამბულაშიც აღნიშნულია, რომ ბრძანება გამოცემულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ იმსჯელა 137-ე მუხლთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებაში და დაასაბუთა, რატომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია. რაც შეეხება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს, აღნიშნული არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი საოქმო განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველი საქმის წარმოება მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეაჩერა, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ხოლო ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვა შეუძლებლად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე აპელანტი, ა. მ-ი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მე-5 პუნქტით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის განჩინების გაუქმებას დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტის, ა. მ-ის წარმომადგენლის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იყო განცხადებები ამავე სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა სსსკ-ის 137-ე მუხლთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებაში და დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, ხოლო დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამოტანის სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ა. მ-ის წარმომადგენელს არა ერთი განცხადება (შუამდგომლობა) ჰქონდა წარდგენილი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისა და საკითხის განხილვის მხარეთა მონაწილეობით ზეპირი მოსმენის სხდომაზე განსახილველად დანიშვნის თაობაზე (იხ. ტ.I, ს.ფ. 296; 299; 380). აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით კი თბილისის საქალაქო სასამართლოს არა აქვს ნამსჯელი და შესაბამისად, არც განჩინება მიღებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებები და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლომ, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, ა. მ-ის მიერ წარდგენილ განცხადებებზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია და არ მიუღია რაიმე სახის სასამართლო აქტი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების განხილვა უნდა შეჩერებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანამდე. რაც შეეხება მეორე საკითხს, სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აპრილის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლთან დაკავშირებით მსჯელობა, ვერ შეცვლის საქმეში ა. მ-ის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი განცხადებებით (დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ნაწილში) მოთხოვნილ მდგომარეობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 261-ე მუხლებით, 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="8QV4qZyCpgZ6S7dgnsyljorngYwSFhaMJ7iwK6cq";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize