არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 07.04.2016
საქმის ნომერი
ბს-727-719(კს-15)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.04.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-727-719(კს-15)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

№ბს-727-719(კს-15) 7 აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ს. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 7 აპრილს ს. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 1997 წლის 14 იანვრის იჯარის ხელშეკრულებით 10 წლის ვადით მიიღო 36 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი სოფელ .... 2007 წლის 10 იანვარს ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სოფელ ... მდებარე 36 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სიღნაღის საჯარო რეესტრში ს. ნ-ის სახელზე იჯარის უფლებით, საკადასტრო კოდით - #.... სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მ/შ-ის 2013 წლის 9 ოქტომბრის #1/5-183 ბრძანების საფუძველზე, სიღნაღის საჯარო რეესტრის მიერ, სხვა საკადასტრო კოდით - #... სახელმწიფო საკუთრებად ხელმეორედ დარეგისტრირდა სწორედ ის მიწის ნაკვეთი, რომელიც უკვე რეგისტრირებული იყო ს. ნ-ის სახელზე იჯარის ხელშეკრულებით.

2013 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მ/შ-ის 2013 წლის 9 ოქტომბრის #1/5-183 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 მარტის #1-1/65 ბრძანებით ს. ნ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 ნოემბრის #882012545467-03 გადაწყვეტილების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 მარტის #1-1/65 ბრძანებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მ/შ-ის 2013 წლის 9 ოქტომბრის #1/5-183 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აპრილის განჩინებით ს. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადეგზავნა უფლებამოსილ - სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ს. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა ასევე იშუამდგომლა საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იმ მოტივით, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით ს. ნ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 7-დღიანი ვადა მის შესავსებად. კერძოდ, დაევალა, წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით. ამასთან, განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

2015 წლის 25 მაისს ს. ნ-ის წარმომადგენელმა ზ. ბ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, რომელსაც თან ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინებით ს. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინების ასლი აპელანტ ს. ნ-ს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, 2015 წლის 15 მაისს. კერძოდ, ზემოაღნიშნული განჩინება ს. ნ-ისათვის გადასაცემად ჩაიბარა სააპელაციო საჩივრის ავტორის ძმამ, ი. ნ-მა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი სააპელაციო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა სსსკ-ის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 16 მაისიდან და დასრულდა ამავე წლის 23 მაისს, პარასკევს, სამუშაო დღეს 24 საათზე, ხოლო ს. ნ-ის წარმომადგენელმა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე სასამართლოში წარადგინა 2015 წლის 25 მაისს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ს. ნ-მა ხარვეზი არ შეავსო განჩინებით დადგენილ 7-დღიან ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინება ჩაიბარა 2015 წლის 20 მაისს თავისი ძმის, ი. ნ-ის მეშვეობით. ს. ნ-ი აღნიშნავს, რომ თავის ძმას აქვს დამოუკიდებელი ოჯახი და ცხოვრობს ცალკე. მართალია, კერძო საჩივრის ავტორს გაცემული აქვს რწმუნებულება ი. ნ-ის სახელზე, მაგრამ ის არ არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და კანონის თანახმად არა აქვს უფლება მოსარჩელეს წარმომადგენლობა გაუწიოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში. შესაბამისად, ი. ნ-ს არა აქვს უფლება, აწარმოოს ს. ნ-ის საქმე და არც სსსკ-ის თანახმად, არ ითვლება კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით ს. ნ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით აპელანტს, ს. ნ-ს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1.„ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან აპელანტმა არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის განჩინებით მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მართებულად დარჩა განუხილველად ს. ნ-ის სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინების ჩაბარებას არაუფლებამოსილი პირის - ძმის მიერ და აღნიშნავს, რომ თავის ძმას აქვს დამოუკიდებელი ოჯახი და ცხოვრობს ცალკე. ამასთანავე, ი. ნ-ს არა აქვს უფლება, აწარმოოს ს. ნ-ის საქმე და არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, არ ითვლება თავისი ოჯახის წევრად.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებულ სუბიექტს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ გაიგზავნა ს. ნ-ის საცხოვრებელი ადგილის მისამართზე და ჩაჰბარდა მის ძმას - ი. ნ-ს, რაც დასტურდება შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინება ჩაჰბარდა ადრესატის - ს. ნ-ის ძმას - ი. ნ-ს.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ს. ნ-ს თავისი ძმის - ი. ნ-ის სახელზე გაცემული ჰქონდა რწმუნებულება განუსაზღვრელი ვადით, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი აწარმოებდა ს. ნ-ის საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოში. მართალია, ი. ნ-ი არ არის ადვოკატი, შესაბამისად, მას არა აქვს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმომადგენლობის განხორციელების უფლებამოსილება, მაგრამ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ის შემდგომაც აქტიურად იყო ჩართული ს. ნ-ის საქმის განხილვის მიმდინარეობაში, კერძოდ, მას ადრესატისათვის გადასაცემად ჩაბარებული აქვს არა მარტო სადავო განჩინების ასლი, არამედ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მანამდე მიღებული სხვა აქტებიც, ასევე ინტენსიურად პასუხობს სატელეფონო შეტყობინებებს საპროცესო მოქმედებების შესრულების შესახებ. ის ფაქტი, რომ ი. ნ-ი არ წარმოადგენდა ს. ნ-ის კორესპოდენციის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, აქამდე სადავო არ გამხდარა არც ს. ნ-ისა და არც ი. ნ-ის მხრიდან. ამდენად, სასამართლო უწყების ჩაბარებაზე ი. ნ-ის არაუფლებამოსილების ფაქტი არ დასტურდება, მით უფრო იმ პირობებში, როცა სადავო განჩინების ჩაბარება მოხდა მოსარჩელის მიერ მითითებულ საცხოვრებელი ადგილის მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ და საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. ნ-მა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეავსო მისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამასთანავე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს მხარის მიერ უწყების ჩაბარების ფაქტს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ს. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის განჩინება ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ნ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

 

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="YxxzZn5emuzAYprViEPy7h4rJaKgRxjoVu8B0ni0";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize