საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.10.2009
საქმის ნომერი
2კ-363აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

363აპ-09 7 ოქტომბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ლ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განაჩენზე.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ა. ხ-ძე, დაბადებული ………….. წელს, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის III ნაწილით, 151-ე მუხლით, 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ა», იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის I, II, III ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I და III ნაწილებით მას სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით ა. ხ-ძეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განაჩენით თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

ა. ხ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის III ნაწილით, 151-ე მუხლით, 177-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის I, II, ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I და III ნაწილებით მას სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით ავთანდილ ხუჯაძეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10500 (ათი ათას ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განაჩენი და საქმე გაიგზავნა იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განაჩენით თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

ა. ხ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის III ნაწილით, 151-ე მუხლით, 177-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის I, II, III ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I და III ნაწილებით მას სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით ავთანდილ ხუჯაძეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 118-ე მუხლის III ნაწილით, 151-ე მუხლით, 177-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის I, II, III ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ხ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ლ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.