საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
588აპ.-09 27 ნოემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ხ-ვას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განაჩენზე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის განაჩენით:
თ. კ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, “ბ” ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თ. კ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 13 სექტემბრიდან.
თ. ხ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თ. ხ-ვას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 სექტემბრიდან.
დ. ჯ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დ. ჯ-ძეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 თებერვლიდან.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულების – თ. კ-ის, თ. ხ-სა და დ. ჯ-ძის ქმედება 2008 წლის 28 აგვისტოს ჩადენილ ნ. ბ-სა და ლ. კ-ის პირუტყვის ქურდობის ეპიზოდებში, როგორც განგრძობადი დანაშაული, დაკვალიფიცირდა ერთი მუხლით _ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რისთვისაც დაენიშნათ ერთი სასჯელი.
თ. კ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, “ბ” ქვეპუნქტებით (2007 წლის აგვისტოს ეპიზოდი) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2008 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თ. კ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 13 სექტემბრიდან.
თ. ხ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2008 წლის 27 ივლისის ეპიზოდი) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2008 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თ. ხ-ვას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 სექტემბრიდან.
დ. ჯ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2008 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 თებერვლიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ. ხ-ვას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ თ. კ-ლის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, “ბ” ქვეპუნქტებით (2007 წლის აგვისტოს ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2008 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებებს; თ. ხ-ვას მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2008 წლის 27 ივლისის ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2008 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებებს, ხოლო დ. ჯ-ძის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2008 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ხ-ვას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.