დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 08.07.2016
საქმის ნომერი
ბს-407-402(კ-16)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.07.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-407-402(კ-16)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-407-402(კ-16) 8 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ც. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.16წ. განჩინებაზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.2015წ. გადაწყვეტილებით ც. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2016წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. მ-ემ.

27.05.2016წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ც. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 ასევე 396.3 მუხლებისა და ამავე კოდექსის 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რამდენადაც საკასაციო საჩივარი ხელმოწერილი იყო წარმომადგენლის მიერ, რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა და საკასაციო საჩივარზე კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მითითებული განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზის შევსება და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება ჩაბარდა ც. მ-ის წარმომადგენელს დ. ვ-ს (ტ.3, ს.ფ.164) 18.06.2016წ., რაც დასტურდება გზავნილზე მისი ხელმოწერით და პირადი ნომრით. (წარმომადგენელობის დამადასტურებელი რწუნებულება №160482949, გაცემული 10.05.2016წ. დამოწმებული ნოტარიუს მ. ჭ-ის მიერ, დაცულია საქმეში ტ.3, ს.ფ. 143).

29.06.2016წ. ც. მ-ის წარმომადგენელმა დ. ვ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ც. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება დ. ვ-ს ჩაბარდა 18.06.2016წ.. ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა იწურებოდა 7 დღის შემდეგ - 25.06.2016წ. კასატორის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი შემოტანილ იქნა განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით - 29.06.2016წ..

საკასაციო სასამართლო კასატორის ც. მ-ის წარმომადგენელს დ. ვ-ს განუმარტავს, რომ, ვინაიდან, მას საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა ჰქონდა 25.06.2016წ. ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე შაბათი, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაიწია 27.06.2016წ. ოცდაოთხ საათამდე, ხოლო დ. ვ-მა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სასამართლოს წარმოუდგინა 29.06.2016წ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა ხარვეზის შევსებისთის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ც. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 447-ე მუხლის შესაბამისად, ც. მ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 29.06.2016წ. №10577637 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. ც. მ-ეს (პ/ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 29.06.2016წ. №10577637 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

 

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="smGOJyZEujO145ta3YU9tlF8AkmzwSNsGeBYF4r7";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize