საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
615აპ.-09 19 ნოემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჭ-ს, მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ.ა კ-სა და ნ. ქ-ს, თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ რ. გ-ს, მსჯავრდებულ ბ. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ივნისის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:
მ. დ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
მ. დ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მ. დ-ს მიესაჯა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დაემატა 1997 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და მ. დ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 10 მარტიდან.
მ. დ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ბ. გ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ბ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 1500 ლარის ოდენობით, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბ. გ-ს მიესაჯა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა 2003 წლის 18 ივნისის განაჩენით ბ. გ-ს დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი და ბ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 10 მარტიდან.
ბ. გ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
დ. ბ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და მესამე ნაწილის ,,ა”, “გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
დ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 2500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 10 მარტიდან.
დ. ბ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ზ. ხ-ს სამოქალაქო სარჩელი ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, დ. ბ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან “მერსედეს-ბენცი”, სახ.¹ ამოღებული, ქარხნული წესით დამზადებული “AK-74”-ის მოდელის 5,45მმ კალიბრიანი “კალაშნიკოვის” კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და 11 ცალი ვაზნით; ბ. გ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული, 12მმ კალიბრიანი ვაზნების გასასროლი, თვითნაკეთი წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვარგისია სროლისათვის და შესანახად მოთავსებულია შს სამინისტროს შეიარაღების განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს შს სამინისტროს შეიარაღების განყოფილებას.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, დ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, წონით 0,0255 გრამი, ბ. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, წონით 0,033 გრამი, მ. დ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი”, წონით 0,025 გრამი, რომელიც შესანახად მოთავსებულია შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, დ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ავტომანქანა “მერსედეს-ბენც190”, სახ.¹ სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ნივთმტკიცებათა საცავში, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო დ. ბ-ს პირადობის მოწმობა, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
დ. ბ-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი190”, სახ.¹ რომელიც შესანახად განთავსებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. დ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
მ. დ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 2500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მ. დ-ს მიესაჯა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დაემატა 1997 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და მ. დ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით.
მ. დ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ბ. გ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ბ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 1500 ლარის ოდენობით, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების საფუძველზე გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბ. გ-ს მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 1500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა 2003 წლის 18 ივნისის განაჩენით ბ. გ-ს დანიშნული პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, რაც “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა და ბ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 1500 ლარის ოდენობით.
ბ. გ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
დ. ბ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და მესამე ნაწილის ,,ა”, “გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
დ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით.
დ. ბ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ზ. ხ-ს სამოქალაქო სარჩელი ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, დ. ბ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან “მერსედეს-ბენცი”, სახ.¹ ამოღებული, ქარხნული წესით დამზადებული “AK-74”-ის მოდელის 5,45მმ კალიბრიანი “კალაშნიკოვის” კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და 11 ცალი ვაზნით; ბ. გ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული, 12მმ კალიბრიანი ვაზნების გასასროლი, თვითნაკეთი წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვარგისია სროლისათვის და შესანახად მოთავსებულია შს სამინისტროს შეიარაღების განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს შს სამინისტროს შეიარაღების განყოფილებას.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, დ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, წონით 0,0255 გრამი, ბ. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, წონით 0,033 გრამი, მ. დ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი”, წონით 0,025 გრამი, რომელიც შესანახად მოთავსებულია შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, დ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ავტომანქანა “მერსედეს-ბენც190”, სახ.¹ სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ნივთმტკიცებათა საცავში, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო დ. ბ-ს პირადობის მოწმობა, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
დ. ბ-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი190”, სახ.¹ რომელიც შესანახად განთავსებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჭ-ს, მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ. კ-სა და ნ. ქ-ს, თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ რ. გ-ს, მსჯავრდებულ ბ. გ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულების _ დ. ბ-სა და მ. დ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, მსჯავრდებულ ბ. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჭ-ს, მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ. კ-სა და ნ. ქ-ს, თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ რ. გ-ს, მსჯავრდებულ ბ. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.