საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.10.2009
საქმის ნომერი
2კ-635აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

635აპ-09 21 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დაცველის, ადვოკატ მ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივნისის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენით:

ი. გ-ვი, _ დაბადებული .... წელს, _ ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით _ 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ი. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 15 მარტიდან.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ი. გ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ა/მანქანა “ბმვ”, სახ.¹..............

მ. მ-ვა, _ დაბადებული .... წელს, _ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას საჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 15 მარტიდან.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე მ. მ-ას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა _ 40458 ლარი, 23700 აშშ დოლარი და 2230 ევრო, რომლებიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში და უნდა გადაეცეს სახელმწიფო ბიუჯეტს; მობილური ტელეფონები: “ნოკია”, იმეი კოდით ........., “სამსუნგი” იმეი კოდით ............. და “სონი-ერიქსონი” იმეი კოდით ............, რაც უნდა გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საფინანსო სააგენტოს, რომელმაც უნდა განახორციელოს მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ნივთმტკიცება _ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი», საერთო წონით 174,65615 გრამი, სუფთა წონით 126,7339 გრამი უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთანავე; სიმბარათები ნომრით _ .........; ...........; .......... უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; ქარხნული წესით დამზადებული 6,35მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი უნდა გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთანავე; ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად დაფიქსირებული სატელეფონო საუბრების გაშიფრული ტექსტი “კრებსები” და აღნიშნული საუბრების აუდიო ჩანაწერი ,,ჩD» დისკზე შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ი. გ-ვი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ი. გ-ვს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ი. გ-ვს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ა/მანქანა “ბმვ”, სახ..............

მ. მ-ვა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე მ. მ-ას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა _ 40458 ლარი, 23700 აშშ დოლარი და 2230 ევრო, რომლებიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში და უნდა გადაეცეს სახელმწიფო ბიუჯეტს; მობილური ტელეფონები: “ნოკია”, იმეი კოდით ......., “სამსუნგი” იმეი კოდით ............... და “სონი-ერიქსონი” იმეი კოდით ........, რაც უნდა გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საფინანსო სააგენტოს, რომელმაც უნდა განახორციელოს მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ნივთმტკიცება _ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი», საერთო წონით 174,65615 გრამი, სუფთა წონით 126,7339 გრამი უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთანავე; სიმბარათები ნომრით _ .........; ........; .......... უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; ქარხნული წესით დამზადებული 6,35მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი უნდა გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთანავე; ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად დაფიქსირებული სატელეფონო საუბრების გაშიფრული ტექსტი “კრებსები” და აღნიშნული საუბრების აუდიო ჩანაწერი ,,ჩD» დისკზე შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დაცველის, ადვოკატ მ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულ მ. მ-ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დაცველის, ადვოკატ მ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.