საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.07.2009
საქმის ნომერი
2კ-17-I-09
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

17-09 8 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. Kკ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:

ვ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 273-ე მუხლით _ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე ვ. Kკ-ას გაუნახევრდა. სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ვ. Kკ-ას განესაზღვრა 10 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 9 ივნისიდან.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ. კ-ას 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, რომელთა ათვლა უნდა დაეწყოს დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

ნივთმტკიცებები: ვ.Kკ-ას ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 2,1 გრამი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცსაცავში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ვ. კ-ას ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმბარათი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს ვ. კ-ას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. კ-ას ინტერესების დამცველის ადვოკატ ვ. გ-ის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ვ. კ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. კ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.