შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 20.06.2008
საქმის ნომერი
6საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.06.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

6საზ. 20 ივნისი, 2008 წელი

Q ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ა-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის განაჩენით ზ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; იმავე კოდექსის მე-19 მუხლისა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით ზ. ა-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

მსჯავრდებული ზ. ა. საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 28 იანვარს გამოტანილი განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ზ. ა-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ა-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და იმავე კოდექსის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტსა და იმავე კოდექსის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. ა-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით(2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან განაჩენის ამ ნაწილის მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, ზ. ა-ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან არ არსებობს მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ზ. ა-ს მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ა-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ზ. ა-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლზე, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისივე ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ა-ს მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.