შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 11.03.2008
საქმის ნომერი
28საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.03.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

28საზ 11 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 30 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტისა (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და აღნიშნული კოდექსის 1821 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 30 მარტის განჩინებით დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: დ. გ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1821 მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე შთანთქმულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტების საფუძველზე დანიშნული უფრო მკაცრი სასჯელით.

მსჯავრდებული დ. გ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 30 მარტის განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ დ. გ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. გ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ დ. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მათ მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, დ. გ-ის მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან აღნიშნული სასჯელი დანიშნულია ახალი კანონით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 30 მარტის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ დ. გ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ აღნიშნული განჩინებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.