შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
65/საზ 18 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აპრილის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით გ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით _ 3 წლითა და 6 თვით, 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 6 მაისიდან.
ამავე განაჩენით: მ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 7 მაისიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აპრილის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:
გ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“, ,,ბ”, ,,გ” და ამავე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე მითითება.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
განაჩენით გ. მ-ს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავსა და სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მსჯავრდებული გ. მ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. მ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მსჯავრდებულ გ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავსა და სადგომში უკანონო შეღწევით, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქცია ითვალისწინებდა 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულის კატეგორიას და 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას (ქურდობა, საცავსა და სადგომში უკანონო შეღწევით), რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტები იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულთა ჩადენისათვის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა დანაშაულის სიმძიმის კატეგორია.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „გ“ და III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სარევიზიო წესით, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ განაჩენი მ. ბ-ს მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან, კერძოდ:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულების ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მსჯავრდებულ მ. ბ-ს ქმედება, ზემოაღნიშნული საფუძვლიდან გამომდინარე, სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
ამასთან, პალატა თვლის, რომ გ. მ-სა და მ. ბ-ს მიმართ დანიშნული სასჯელები მოქმედი სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის I ნაწილით, 593-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აპრილის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ გ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „გ“ და III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
მსჯავრდებულ მ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.