შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 10.03.2008
საქმის ნომერი
13საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

13საზ ქ. თბილისი

10 მარტი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:

ტ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 110-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლით გამასწორებელი სამუშაოები, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით გამასწორებელი სამუშაოები. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, ტ. გ-ს მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ტ. გ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა მოხდილი 7 თვე, 22 დღე და მოსახდელი დარჩა 14 წელი და 4 თვე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 10 ოქტომბრიდან. ტ. გ-ძე ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად;

ა. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 112-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლით გამასწორებელი სამუშაოები, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით გამასწორებელი სამუშაოები (,,ამნისტიის შესახებ” 1995 წლის 2 ივნისის საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე ა. გ-ძე გათავისუფლდა ამ სასჯელების მოხდისაგან), 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეექვსე პუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 110-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, ა. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 19 მაისიდან;

კ. ც-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით გამასწორებელი სამუშაოები (,,ამნისტიის შესახებ” 1995 წლის 2 ივნისის საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ამ სასჯელების მოხდისაგან), 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 19,152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, კ. ც-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 19 მაისიდან;

გ. ც-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 19 მაისიდან;

დავით ქათამაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეექვსე პუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 31 მაისიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ ტ. გ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სხეულის მძიმე დაზიანებით, იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი, ბინაში შეღწევით; სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება; სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად; მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა; ავტომატური ცეხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება.

მსჯავრდებული ტ. გ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ტ. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით, 110-ე მუხლის პირველი ნაწილით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ ტ. გ-სა და ა. გ-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის ეპიზოდებში (საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედ)), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რადგან საქმის მასალებიდან გამომდინარე, ტ. გ-ძე და ა. გ-ძე წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, რაც მიუთითებს მათ მიერ წინასწარ შექმნილ პირთა მყარ ჯგუფზე.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტი (ძვ.რედ) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.

პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მსჯავრდებულ ტ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია) შერაცხული ბრალდება, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ქმედების დანაშაულებრიობა არის გაუქმებული.

საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან ათ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ტ. გ-ს ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან და მას უნდა მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ტ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე, მეხუთე პუნქტებით, 110-ე მუხლის პირველი ნაწილით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ტ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით, 110-ე მუხლის პირველი ნაწილით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედაქცია) 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ა. გ-ის, კ. ც-ის, გ. ც-სა და დ. ქ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ა. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით, 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეექვსე პუნქტებით, 110-ე მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტი (ძვ.რედ) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.

პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია) შერაცხული ბრალდება, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ქმედების დანაშაულებრიობა არის გაუქმებული.

საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან ათ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. გ-ის ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან და მას უნდა მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეექვსე პუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში შეღწევით), სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეექვსე პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან, რადგან შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე პუნქტებით, 110-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედ) უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით კ. ც-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით, 19,152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით (2006 წლის 5 ივლისის რედაქცია) წარმოადგენს ორგანიზებულ ჯგუფს, რადგან ამავე კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

აღნიშნულ ცვლილებამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო ჩადენილი, თუ იგი განახორციელა პირთა მყარმა ჯგუფმა, რომლებიც წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულების წინასწარი შეთანხმება რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ 2006 წლის 5 ივლისის ცვლილებამდე, რომელიც ძალაშია ამავე წლის 23 აგვისტოდან, მოქმედი სისხლის სამართლის კანონი ორგანიზებული ჯგუფის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის, დეფინიციის შესახებ, რომელიც ყველაზე მსუბუქია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ კ. ც-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის ბინაში შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე; ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ე.ი. არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სანქციის ფარგლებშია, რის გამოც, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტი (ძვ. რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან.

მსჯავრდებულ კ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით გ. ც-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ გ. ც-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან. მას საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით დ. ქ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეექვსე პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი (ყაჩაღობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით) და მეექვსე პუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში შეღწევით), სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ დ. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეექვსე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან, რადგან შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ტ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ტ. გ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება.

მსჯავრდებულ ტ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან და მას მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ტ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით, 110-ე მუხლის პირველი ნაწილით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედაქცია) 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ა. გ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება.

მსჯავრდებულ ა. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან და მას მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ა. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეექვსე პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.

მსჯავრდებულ ა. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ კ. ც-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან.

მსჯავრდებულ კ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ც-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან. მას საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მოსახდელად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ. ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეექვსე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.